იხილეთ ფოტოგალერეა
შეიხი მოზა ბინტ ნასერ ალ-მისნედი – ყატარის ემირის, შეიხ ხამად ბენ ხალიფ-ალ-ტანის სამიდან მეორე ცოლია. შვიდი შვილის დედა და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ქალი, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს – პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეა.
მისი ცხოვრების ისტორია აღმოსავლურ ზღაპარს ჰგავს. 18 წლის ასაკში მოზამ "ლატარია მოიგო" – მან პრინცი გაიცნო, თუმცა
შეიხი მოზა სათავეში ჩაუდგა ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო პროგრამებს და სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა საზოგადოებაში მსოფლიოს წამყვანი მოდური სახლების საოცარ სამოსში.

მოზას აცვია შარვლები და ტანზე მოტმასნილი კაბები. მის ჩაცმულობაში, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მინიშნებაც კი არ არის ყატარში არსებული "მოდური სიტუაციისა", სადაც ქალებს კოჭებამდე შავი კაბები აცვიათ და ჩადრები ახურავთ. მოზა თავისუფალ დროს ჯინსებშიც სეირნობს.
შეიხი მოზა იკავებს რამდენიმე სახელმწიფოებრივ და საერთაშორისო თანამდებობას, მათ შორის, ისეთ საპატიოს, როგორებიც არის ყატარის განათლებისა და მეცნიერების ფონდის მეთაური და ოჯახურ საკითხებში უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტი; ასევე, არის იუნესკოს სპეციალური ელჩი. მოზამ დააარსა არაბული დემოკრატიული ფონდი, სადაც მისმა მეუღლემ პირველი შენატანი, 10 მილიონი დოლარი გააკეთა. ფონდის მთავარი ამოცანაა – თავისუფალი მედიისა და საზოგადოების განვითარება.

მოზას ვირჯინიის, ტეხასისა და კარნეგი მელონის უნივერსიტეტების, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯისა და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის დოქტორის საპატიო წოდება აქვს. 2010 წლიდან ის ბრიტანული იმპერიის ორდენის ქალი-კომანდორია.
მოზა ახლა 54 წლის არის და შესანიშნავად გამოიყურება. ვიღაცამ დაითვალა, რომ მას 12 პლასტიკური ოპერაციაში 2 მილიონი დოლარი აქვს დახარჯული.
სწორედ მოზას მეხუთე შვილი გახდა შეიხ ხამადას პირდაპირი მემკვიდრე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი შტრიხია მის პორტრეტში, რადგან ხამადას, მოზას გარდა, კიდევ ორი ცოლი ჰყავს და უამრავი შვილი. მაგრამ სწორედ მოზას ვაჟი, ტამიმი გახდა ყატარის მეოთხე მმართველი, მამასთან ერთად. უფრო სწორად, მამამ თავისი ნებით, გადატრიალებებისა და აჟიოტაჟის გარეშე გადასცა სადავეები მოზას ვაჟს.
მოზა, "ფორბსის" მიხედვით, მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა.
იხილეთ ფოტოგალერეა