ცნობილმა დიზაინერმა ალექსანდრე არუთინოვმა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, 2015-16 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში ცნობილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნახატები გამოიყენა.
იხილეთ ფოტოგალერეა
დიზაინერმა ნახატებით გააფორმა სამოსი და აქსესუარები. დიზაინერის კოლექციის ერთ-ერთ ჩანთაზე ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის პორტრეტიც არის გამოსახული.
აღსანიშნავია, რომ შოუბიზნესის ბევრი ცნობილი სახე, მათ შორის, "ა-სტუდიოს" სოლისტი, მომღერალი ქეთა თოფურია ალექსანდრე არუთინოვის სამოსში ხშირად ჩნდება კონცერტებზე.
იხილეთ ფოტოგალერეა