ჰოლივუდში ახალი ტენდენცია შეინიშნება - ვარსკვლავები კრემისფერ ფეხსაცმელებს ირჩევენ. კრემისფერი ფეხსაცმლის შესახებ ბევრი დაწერილა. უპირველეს ყოვლისა, ის ვიზუალურად აგრძელებს ფეხებს და ნებისმიერი ფერის სამოსს ეხამება.
არ არის გასაკვირი, რომ ბევრი ვარსკვლავი უპირატესობას სწორედ კრემისფერ ფეხსაცმელს ანიჭებს. თუ თქვენც ამ ფერის თაყვანისმცემელი ბრძანდებით, სპეციალისტთა რამდენიმე რჩევა ნამდვილად გამოგადგებათ.
როგორ შევარჩიოთ კრემისფერი ფეხსაცმელი?
ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმლის ტონს: ის თქვენი კანისფერი ან თქვენს კანზე ორი ტონით მუქი უნდა იყოს.
ერთი შეხედვით, კრემისფერი ფეხსაცმელი თავისივე ფერის სამოსს ითხოვს, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს შიშველი ხართ. ასე რომ, თუ კრემისფერი სამოსის ჩაცმა გარდაუვალია, უპირატესობა მიანიჭეთ მაქმანს ან მკვეთრ სამკაულებს.
თუ კრემისფერი ფეხსაცმელი ოდნავ მაინც შეილახა, დაუნანებლად გადაყარეთ. მასზე ნებისმიერი დეფექტი მეტისმეტად შესამჩნევია.
დაბოლოს, კრემისფერი ფეხსაცმელი ”მოითხოვს” უზადოდ მოვლილ ფეხებს. დაუშვებელია დალურჯებული, დახეთქილი ფეხები.