ამ სეზონზე ჯინსის ქურთუკი მოდური და შეუცვლელი ატრიბუტი იქნება. 80-იანი წლების მოდური სამოსი ტრიუმფით ბრუნდება მოდაში.
მართალია, ზოგიერთები ამ ფაქტს ამრეზით უყურებენ, მაგრამ ცნობილმა სელებრითებმა უკვე მოირგეს ჯინსის ქურთუკები და ძალიან ამაყობენ ამით.
როგორც მოსალოდნელია, წელს ჯინსი ტყავის ქურთუკებს განდევნის მოდიდან. შესაბამისად, დიზაინერები ჯინსის ქურთუკების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ- კლასიკურიდან დაწყებული, ავანგარდულით დამთავრებული.
რაც ყველაზე მთავარია, ჯინსის ქურთუკი მოდურია ყველა სამოსზე.
იხილეთ ფოტოგალერეა