ნოველები

სადღაც ყოველთვის არის მზე. თავი 10 (ნაწილი II)

სადღაც ყოველთვის არის მზე. თავი 10 (ნაწილი II)
ეს მარტოხელა კაცის ცხოვრება მომწონს, გულის სიღრმეში სულაც არ ვარ ამის გამო უბედური, მაგრამ ჩემს ასაკში ცოლი და შვილები რომ ზედმეტად აუცილებელია, ამას დედაჩემის ყოველდღიურ შეხსენებასთან ერთად საკუთარი თავიც არანაკლებ ხშირად მახსენებს.

მუსიკას ვრთავ. ჩემს თავს ვუტყდები, რომ ძვირად ღირებული ელექტროსიგარეტის ამბავმა საბოლოოდ განიცადა კრახი. ახალ კოლოფს ვხსნი, ქაღალდებს მანქანის კარზე მიმაგრებულ ჯიბეში ვყრი და უხვად ვუშვებ ბოლს ფილტვებში. ფიქრებში მივდივარ. სახლამდე არც ისე მოკლე მანძილი მაქვს დასაფარი მაინც, თანაც უნდა ვიფიქრო, ნიასთვის განაჩენი რამენაირად
უნდა გამოვიტანო.

განაჩენი ის იყო, რომ უნდა გამეშვა. მიზეზები?! - კიდევ რამდენიმე თვე მოემატებოდა ჩემს უცოლშვილო ცხოვრებას, ეს ურთიერთობა დროის კარგვა იყო, წამიერ სიამოვნებაზე გათვლილი და სრულიად არაფრის მომცემი.

ქმარი... წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის, რას წარმოადგენს და შესაბამისად, ვერც იმას ვვარაუდობ, რა შეიძლება დაემართოს ჩემს 36 წელს ნაშენებ ცხოვრებას და ქონებას მას მერე, რაც ცოლს ღალატში გამოიჭერს.

ხასიათი... ბავშვური. ამ ასაკში ბავშვი თუ მენდომება, უპირობოდ შვილი უნდა იყოს და არა ქალი, ვისთანაც სექსი მექნება, უპროგნოზო, მერყევი, ემოციურად არასტაბილური, ცოტა თავხედიც.

სექსი... საშინელი, ამაზე ცუდი სექსი არ მახსენდება. არა, ერთი მახსენდება მხოლოდ - მეგობრები რომ ჯგუფურად წავედით სადღაც შუა დასახლებაში არსებულ ხუთქალიან ბორდელში და მთელი დღის ყანაში ნამუშევარ კაცებთან მოღლილი ოფლის სუნად აყროლებული ქალი რომ მომაჯდა.

მასტურბაციით მეტი სიამოვნების მიღება შემიძლია აშკარად.

შარი... ეს ის რეალური მოლოდინია, რაც ყველა გათხოვილ და განათხოვარ ქალთან მაქვს, რაც სექსის დროს ხასიათს მიფუჭებს და კონცენტრაციაში ხელს მიშლის. ამას რაც მოჰყვება ხოლმე ლოგიკურად ჩემი განმარტებების გარეშეც ადვილი მისახვედრია... მაგრამ ამის მიუხედავად, რატომღაც მაინცდამაინც გათხოვილი ქალები მიზიდავენ, აკრძალული ხილი ანუ.

კიდევ შემიძლია რიგი მიზეზების ჩამოთვლა, მაგრამ მაინც ტელეფონისკენ გამირბის ხელი, უნდა მოვიკითხო. მგონია, რომ მაინც აღარ აპირებს ჩემ ნახვას და რა უჭირს, თუ დავაზუსტებ.

ვწერ და ტელეფონს ისევ სალონში დაკიდებულ სამაგრში ვაბრუნებ... გზის პარალელურად თვალი გამირბის, დუმს... აღარ მომწერს, მაგრამ არ მაღელვებს. ათი წუთის მერე ოდნავ მაღელვებს და 15 წუთში ეკრანი ინთება. გარკვევით აწერია მისი ნომერი.

...........

სახლში მივდივარ, წყალს ვივლებ, ნაჩქარევად ვჭამ. დედაჩემი კარში მაწევს, რომ გუშინაც არ ვიყავი სახლში და დღეს მაინც დროზე დავბრუნდე იქნებ. დივანზე გაშოტილი, ნასვამი მამაჩემი, ჩემი განწყობიდან გამომდინარე, დღეს ნაკლებად მაღიზიანებს.

საღამოს იმავე გზას მივუყვები, რაც ამ რამდენიმე დღის წინ გაურკვეველი მიზეზით გავიარე და ნიას მანქანას ვხედავ... სანამ ვათვალიერებ, ხომ არავინაა ახლომახლო, ის თავის ცეცეს საგულდაგულოდ კეტავს და წინა სავარძელზე შინაურულად კალათდება. მერე ნახევრად ჩემს სკამზე გადმოდის, ჯერ მკოცნის და ბოლოს გრილ ხელს მკერდზე მიცურებს, ხომ გესმით... წუხანდელი ღამის მერე... მკოცნის და თან მეფერება. ახლა ეს თუ აპირებს ხუთ წუთში თავის მანქანაში გადაჯდომას და ჩემ აქ დატოვებას ერეგირებული პენისით, მართლა ტრაკს ავუჭრელებ.

მანქანას ვძრავ, სანამ გადახტომა მოუფიქრებია და ვცდილობ, მყუდრო ადგილი მოვიფიქრო, სადაც მასთან მშვიდად განმარტოებას შევძლებ. მაინცდამაინც დიდი ძალისხმევა არ მჭირდება. ოდნავ ვღელავ იმაზე, რომ ისევ რაღაცას გააფუჭებს და ცოტა იმაზეც, რომ აღგზნებულ მდგომარეობაში ნებისმიერ წამს შეუძლია მიმატოვოს.

ვჩერდები თუ არა, ჩემს სავარძელზე ინაცვლებს, სპორტულ მოსაცმელზე ელვა შესაკრავს მიხსნის და მორცხვად მიღიმის. სახეზე ისევ გაწითლებულია და ლოყები აქვს გაცხელებული. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვუნდივარ, მაგრამ მაინც ფრთხილად ვამოწმებ ხელით... ამჯერად იმედს არ მიცრუებს, არ მეწინაააღმდეგება, ხელს არ იშორებს და სუნთქვა უხშირდება. წარმოდგენა არ მაქვს, რა შეიცვალა გუშინდელი დილის შემდეგ. პრინციპში, დიდად არც მაინტერესებს. მჭირდება, რომ კონცენტრირებული ვიყო და თანაც ამაზე ფიქრისთვის დრო მერეც თავზესაყრელად მექნება...

გაგრძელება იქნება

იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ნანა
გთხოვთ ყოველდღე რომ იყოს ეს ნოველა არ შეიძლება?
21:35 / 25-12-2020
გამოხმაურება / 0 /
ნონა
არ დაიდება დღეს შემდეგი თავი?
19:24 / 25-12-2020
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93