მეორე საღამოს ირაკლი ცუდ ხასიათზე დადგა. გიგამ დაურეკა და უთხრა, შენი დაცვის ობიექტის მეგობარი შინ გავუშვით, რადგან საკმარისი სამხილი არ გაგვაჩნდა მის დასაპატიმრებლადო. სწორედ ამან დააყენა ცუდ გუნებაზე. ვაითუ, ისევ დაიწყოს გოგონასთან დარეკვა, ვაითუ კვლავ ეცადოს, თავგზა აუბნიოს ბავშვს… ვინ იცის, რა აქვს ჩაფიქრებული, იქნებ მართლაც ბიძის დადგმული სცენარით მოქმედებს? იქნებ თაკოს მოკვლა უნდა? არ არის გამორიცხული, მის შეკვეთას ასრულებდეს. თაკო ჯერ ბავშვია, იმ ბიჭს არ გაუჭირდება, თბილი სიტყვებით თავბრუ დაახვიოს და სახლიდან გაიტყუოს. არა, რა თქმა უნდა, ირაკლი ყველანაირად ეცდება, თავიდან აიცილოს ასეთი უსიამოვნებები, ასეთ რამეს წამითაც არ დაუშვებს, მაგრამ ხომ ხდება… ისიც ადამიანია, მასაც გააჩნია ადამიანური სისუსტეები. ხომ შეიძლება ჩაეძინოს ან გასული იყოს იმ მომენტში დაცვის ზონიდან… არა ამას არ დაუშვებს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ბავშვი მას აბარია და ამისთვის ფულს უხდიან, მეორეც…
ნუთუ მართლა? ნუთუ შეყვარებულია და ეჭვიანობს? ასე უცებ? ჯერ თვეც არ გასულა, რაც გაიცნო. ასე მოკლე დროში ასეთ პატარა გოგოს არ შეეძლო მისი მოხიბლვა… მერედა, ვისი? უკარება, შეუვალი ირაკლი მეუნარგიასი? რომლის გულის მონადირება ნანას მერე ვერც ერთმა ქალმა ვერ შეძლო? რა ემართება?
ავღანეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ტკივილი ტკივილზე ემატებოდა. ყოველდღე წვეთ-წვეთად გროვდებოდა მასში და იზრდებოდა, როგორც ავთვისებიანი სიმსივნე. პირველად ნანას საქციელმა მოუღო ბოლო. მასთან განშორების მერე ხანგრძლივი პაუზა გამოუვიდა. თითქოს იყო ხანმოკლე რომანები, ყოველ შემთხვევაში, მცდელობები, მაგრამ ვერავინ იგუა, ნანა ვერც ერთმა ვერ დაავიწყა. ირაკლი გაურბოდა ურთიერთობებს. მას უკვე დაავიწყდა, რა უნდოდათ მათ, ქალებს, რას ითხოვდნენ მისგან. მათ არ მოსწონდათ, როცა ირაკლი მათ მიმართ უხეში იყო. არც ის მოსწონდათ, როცა ზედმეტად რბილი ხდებოდა. მათ გარეშე ბევრად უკეთ გრძნობდა თავს, ბევრად თავისუფლად, უფრო უადვილდებოდა ცხოვრება.
ბოღმისგან დიდი ხანია, დაიცალა, მაგრამ ტკივილისგან _ ჯერაც ვერა, ის დარჩა. ავღანეთში გადატანილ უბედურებას ქალებთან წარუმატებლობა დაემატა. ომში მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა _ ოღონდ ახლა გადარჩეს, ოღონდ დაბრუნდეს და სიკვდილამდე ბედნიერი და გახარებული ვიქნებიო!
თუმცა დღემდე არ იცის, რას ნიშნავს, იყოს ბედნიერი და გახარებული. ძალიან უნდოდა ოჯახი ჰყოლოდა. კარგი, ლამაზი ოჯახი, ბავშვებით და მოსიყვარულე ცოლით… მაგრამ არ გამოვიდა. ამ დროს არ იყო პრეტენზიული. ზედმეტ ზრუნვას არ მოითხოვდა, პირიქით _ ეს თრგუნავდა. მაგრამ მთლად ამის გარეშეც არ შეეძლო, მისი ნაკლებობაც აღიზიანებდა. ხოლო ნორმალური «დოზა» არა და არ ეღირსა…
ყურადღება რომ სხვა რამეზე გადაეტანა, ერთხანს კვლავ წყალბურთს დაუბრუნდა, მალე ისიც მოჰბეზრდა და დაცვის სამსახურში დაიწყო მუშაობა. მოსწონდა პირადი მცველის პროფესია, დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ნამდვილი პროფესიონალი გახდა. თითქოს თავიდან აეწყო ცხოვრება, ფულიც გაუჩნდა, სახლიც მოაწყო, გამოიხედა თვალებში. მერე ამასაც შეეშვა და ხანგრძლივი შვებულება გამოუწერა თავის თავს…
მას შემდეგ ბევრი რამ ისწავლა. საკუთარი თავის შეცოდებაც ისწავლა და საკუთარი სულის დაცვაც სიყვარულისგან, ახალი ტკივილებისგან. ქალებს მხოლოდ გართობის მიზნით ხვდებოდა. მხოლოდ ასეთი ქალების ესმოდა. არასდროს განსჯიდა მათ, არც ეცოდებოდა, არც ყვარობდა. ის მხოლოდ იყენებდა მათ ისევე, როგორც ისინი იყენებდნენ მას _ რამდენსაც გასცემდა, იმდენსავე იღებდა.
და საბოლოო დასკვნამდე მივიდა _ როცა არ გიყვარს, ბევრად ადვილია ყველაფერი…
და პირად ბედნიერებაზე უარი თქვა. ასე იცხოვრა ოცდაცხრამეტ წლამდე… გიოს და გურამის გამოჩენამდე… ეყო, რაც გამოიარა… რაც ომში გამოსცადა. არ სჭირდება ახლის დამატება.
მაგრამ უკვე გვიან იყო, უკვე დაემატა…
სრულიად უადგილოდ თაკო გამოჩნდა ჰორიზონტზე. ამას კი ნამდვილად არ ელოდა, ვერც წარმოიდგენდა…
გოგონამ, როგორც ჩანს, ისეთი მიიღო, როგორიც არის. ის არ მოითხოვდა მისგან შეუძლებელს, იმას, რისი გაკეთებაც მამაკაცს არ შეეძლო. არასდროს დაინტერესებულა იმით, რამდენს გამოიმუშავებდა ირაკლი, მდიდარი იყო თუ ღარიბი, არ თაკილობდა მასთან ურთიერთობას, არ აძალებდა მოქცეულიყო ან ჩაეცვა ისე, როგორც მას არ სურდა…
ამით ის გამოირჩეოდა სხვა ქალებისგან. ეს პატარა, პირზე რძეშეუმშრალი ბავშვი…
მაგრამ უყვარდა კი ირაკლის? ზუსტად არ იცოდა. მაინცდამაინც არ იყო იმაში გარკვეული, რა ეტაპზე არქმევენ ურთიერთობას სიყვარულს. თუმცა ერთი რამ დანამდვილებით იცოდა _ არასდროს დაპირდებოდა ადამიანს იმას, რისი მიცემაც არ შეეძლო.
თაკო… ის საშიში ცდუნება იყო… ცდუნება იმისა, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ქალსა და მამაკაცს შორის ნორმალური ურთიერთობის დამყარება. მის გვერდით ყოფნისას მიხვდა, რომ გოგონას სჭირდებოდა იგი, მისი ზრუნვა, მისი ყურადღება და სითბო, დაცვა, ბოლოს და ბოლოს… თაკო იღებდა ამ ყოველივეს და მასაც, ირაკლისაც, რა თქმა უნდა… ეს უკვე საჭიროზე მეტიც იყო მორიელისთვის, ეს თითქმის ბედნიერება იყო… ალბათ ამიტომაც გახდა გოგონა მისთვის ძალიან მშობლიური, ახლობელი და… სასურველი. იქნებ ეს სწორედ ის შემთხვევაა, რასაც სიყვარულს უწოდებენ? იქნებ საკუთარ თავს მაინც გამოუტყდეს, რომ შეყვარებულია? ჰოდა, აჰა, გამოუტყდა კიდეც, აღიარა, თქვა…
საათს დახედა, ორი გამხდარიყო… სადღაც ჭრიჭინების გულისგამაწვრილებელი ჭრიჭინი ისმოდა…
მოხდეს, რაც მოსახდენია… ახლავე შევა მასთან…
მტკიცე ნაბიჯებით გაიარა დერეფანი და თაკოს საძინებლის კარი თამამად შეაღო.
თაკომ ცალი თვალი გაახილა და უდარდელად გახედა. «გაივლის, გამოივლის და ისევ წავა», _ გაიფიქრა და თვალი კვლავ დახუჭა.
მამაკაცი მიუახლოვდა, ერთხანს ასე იდგა გარინდებული, მერე კი ფრთხილად მიუწვა გვერდით. თაკოს სუნთქვა შეეკრა. გადასაფარებლიდან ხელი გამოყო და პირად მცველს მკერდზე გადაუსვა. ირაკლიმ ხელი დაუჭირა, ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა. გოგონა გაშეშდა. რას ნიშნავს ეს? _ ეკითხებოდა თავის თავს.
ირაკლიმ მკერდში ჩაუყო ხელი, მოეფერა. იქ სითბო დახვდა, იმაზე მეტი, ვიდრე ელოდა… მამაკაცის ხელისგული წამით შეყოვნდა, თითქოს მის გულთან ხელის გათბობა უნდაო, თან გამალებით ფიქრობდა _ «ახლა რა გავაკეთო? გავაგრძელო? შევჩერდე?» თაკო გაუნძრევლად იწვა, მხოლოდ მკვრივი მკერდი აუდ-ჩაუდიოდა მღელვარედ, როგორც ზღვის ტალღა.
რამდენიმე წამის განმავლობაში ორივე დუმდა და ორივე გაუნძრევლად იწვა. არც ერთი მათგანი არ ირხეოდა, ვერც ერთი ვერ ხვდებოდა მეორის აზრს, სურვილი კი ორივეს წვავდა. ორი ერთიანად დაძაბული სხეული თითქოს წაქცეულ ქანდაკებად იქცა…
როგორც იქნა, ხელისგულმა იწყო გამოცოცხლება, თითქოს სული შთაბერესო. თაკოს ცხელ კანზე დაიწყო სრიალი. გოგონას სული შეუგუბდა. არა, ეს შეუძლებელია, ეს ყველაფერი ეჩვენება მხოლოდ.
_ ირაკლი… _ ჩურჩულით თქვა.
_ ჰო, _ ჩურჩულითვე უპასუხა ვნებამორეულმა.
_ მთვრალი ხარ?
_ არა.
_ ეს შენ ხარ?
_ მგონი, კი.
რადგან მთვრალი არ არის, ესე იგი…
თაკომ ინფორმაცია მსწრაფლ გადახარშა გონებაში… და გადაწყვიტა, დახმარებოდა მამაკაცს.
_ მაკოცე, გთხოვ…
მას თხოვნა არ სჭირდებოდა. ფრთხილად აკოცა ყელზე, მკერდზე…
ძლიერი ხელებით ეფერებოდა და გრძნობდა, როგორ ეძახდა ქალის სხეული. მერე წამოიწია და თვალებში შეხედა. დაიხარა, კიდევ… კიდევ… უფრო ახლოს… თაკო თვალს არ აშორებდა, ისე ელოდებოდა.
ირაკლი ფრთხილად შეეხო მისი ტუჩის კუთხეს, თითქოს ამოწმებდა, ჰქონდა თუ არა ამის უფლება, თითქოს თანხმობას ელოდა. თაკომ ვერ მოითმინა და ტუჩებზე დააკვდა.
ეს თანხმობას ნიშნავდა. მან სწორად გაიგო.
პირადი მცველი თავბრუდამხვევი სისწრაფით უკოცნიდა სახეს თავის «პატარას». თაკომ თავი უკან გადააგდო, რომ მამაკაცისთვის უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო მისი კოცნა.
მან ყველაფერი სწორად გაიგო.
აცახცახებული ხელით ნელა გახადა პიჟამა, თვითონაც გაიხადა და როცა ქალის შიშველ სხეულს შიშველი შეეხო, იგრძნო, როგორ ელოდა ეს ცხელი სხეული მის ალერსს. იგი თრთოდა, კანკალებდა, სიამოვნებისაგან კანი ერთიანად დაეხორკლა…
თაკოს სიზმარში ეგონა თავი… ირაკლისაც. ადრე, სხვა ქალებთან ყოფნისას, პირველ რიგში, საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობდა, თავისი სურვილის დაკმაყოფილებაზე. ახლა კი მისთვის მთავარი და უპირველესი მიზანი ამ პატარა პრინცესასთვის სიამოვნების მინიჭება იყო. უცნაური, აქამდე განუცდელი შეგრძნება სდევდა თან. არა, სექსი სულაც არ უნდოდა. უმაგისოდაც იოლად შეძლებდა გასვლას, რადგან ეს ალერსი სიამოვნებდა ყველაზე მეტად, მოფერების პროცესი ანიჭებდა ღვთაებრივ ნეტარებას. იგი თითქოს წყლის ძლიერი ნაკადივით მოედინებოდა და სიცხისგან გათანგულს ნებიერად არწყულებდა.
მამაკაცი ხარბად ისრუტავდა ქალის სხეულის სურნელს, სისხლის დუღილს გრძნობდა ძარღვებში, მთელი არსებით მისცემოდა სიამოვნებას, კოცნიდა ყველგან, სადაც მოესურვებოდა _ იქაც, იქაც, იქაც… წერტილს არ ტოვებდა უკოცნელს… თაკო ხანდახან ჩუმად ამოიკვნესებდა, მისი სხეული ვნებიანად იხლართებოდა მის მკლავებში, მის მკერდში…
ყველაფერი ეს იყო ისე ბევრი და ისე მოულოდნელი, ირაკლი წამით ჩაფიქრდა _ შეძლებს კი გოგონას მოლოდინის გამართლებას?.. მოიცა, მორიელო, გონს მოდი! _ ფიქრებში შეუძახა თავს…
ცოტა ხნით ზურგზე გადაწვა, რომ გულისცემა დაეწყნარებინა, ოდნავ მაინც მოეთქვა სული… ვერც კი წარმოიდგენდა, ამხელა გრძნობა თუ გააჩნდა. არ ელოდა, ასე თავდავიწყებით თუ გადაეშვებოდა ვნების მორევში. მოძალებულმა ვნებამ ყველა ზღუდე გაარღვია, ყველა ბარიერი გადალახა… სადღაც გაქრა მორიელის თავდაჭერილობა, სიმშვიდე, სიფრთხილე… მისი ამაყი «მე» ხუხულასავით დაინგრა და უფსკრულში გადაეშვა, რათა წვრილ ნამსხვრევებად დაშლილიყო, ხოლო შემდეგ ისევ გამთლიანებულიყო და სხვა მამაკაცად გადაქცეულიყო _ უფრო ძლიერად, უფრო მოსიყვარულედ, უფრო ბედნიერად…
ყველაფერს შეუსრულებს, რასაც მოსთხოვს. თუ უნდა, მუხლებზე დაუჩოქებს, თუ უნდა, ყოველდღე თვითონ გაამზადებს სადილს, უმღერებს, ზღაპრებს მოუყვება, ფრაკის ჩაცმა რომ სთხოვოს, იმასაც ჩაიცვამს. საალერსო სიტყვების კორიანტელი რომ მოსთხოვოს, იმასაც იპოვის… მისთვის ყველაფერს გააკეთებს, მისთვის ყველაფერზე თანახმაა… მის გამო ყველაფერზე წავა… სიცოცხლეს ხომ უყოყმანოდ გასწირავს, ახლა იგი ყველაფერზე თანახმაა… თანახმაა, გახდეს ისეთი, როგორიც მას სურს… მას, თაკოს…
მაგრამ ის არ მოსთხოვს არაფერ იმას, რაც ჩამოთვალა. არასდროს მოსთხოვს… იმიტომ, რომ უპრეტენზიოა… იმიტომ, რომ ბავშვია… იმიტომ, რომ… ის ბევრად უმცროსია მასზე…
ის მხოლოდ ელოდა… ელოდა, როდის გააგრძელებდა მამაკაცი მის ალერსს. კითხვებს არ სვამდა, მხოლოდ ელოდა. თითქოსდა იცოდა, როგორ ებრძოდა პირადი მცველი უცნაურ, გამოუცდელ გრძნობებს.
პაუზა კი იწელებოდა…
_ ირაკლი…
მან თავი მძიმედ მიაბრუნა, ის ტკივილს გრძნობდა ამ აზრებისგან.
_ ირაკლი, მე… შენ…
თაკო დაიბნა და დადუმდა, თუმცა მალევე მოეგო გონს. ხელები კისერზე მოხვია და ყელზე დაეკონა.
_ დარჩი ჩემთან, სიხარულო… მომეფერე, მე შენ მჭირდები… მინდა, ძალიან მინდა შენთან… ვერ ვითმენ, ისე მინდა… ახლავე, ამწუთას, ამ ღამეს… არ მინდა არაფრის ახსნა, არ მჭირდება შენი თავის მართლება, უბრალოდ, მინდა რომ შენც გიყვარდე. ცოტათი მაინც, ძალიან ცოტათი. მე ესეც მყოფნის. დაივიწყე ასაკი… შენიც, ჩემიც… მე ქალი ვარ, პირველ რიგში, შენ _ მამაკაცი… და ესაა მთავარი. უშენოდ დავიღუპები, ირაკლი…
და ირაკლი უცებ მიხვდა, რომ თაკო, ეს პატარა გოგონა, მართალი იყო.
სიყვარულმა ხომ არ იცის დრო, სივრცე, ასაკი, ზომა, წონა… სირცხვილი და სინანული…
სიყვარულს ყველაფრის უფლება აქვს. ის ყველაზე ურცხვი გრძნობაა ყველა გრძნობას შორის, ის ყველაზე თავნებაა… და ყველაზე საჭირო და სასურველი…
_ მოდი ჩემთან, პატარავ, _ დაიჩურჩულა მან და ხელები მოხვია.
თაკო ჩაესვენა მის მკლავებში…
თაკო ჩაიკარგა მის მკლავებში.
და ირაკლიც ჩაიკარგა მასთან ერთად.
ისინი ორივენი ჩაიკარგნენ უსაზღვრო ალერსის ლაბირინთებში, ამოუცნობ ვნებათა ღელვაში, სადაც ერთად დახეტიალობდნენ, როგორც ბავშვები, ხელიხელჩაკიდებულნი და დაბნეულნი ათასნაირი ლამპიონით გაჩირაღდნებული ატრაქციონების პარკში…
გაგრძელება იქნება
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>