ნოველები

მარტივი ამბის რთული წვრილმანები - თავი 3

მარტივი ამბის რთული წვრილმანები - თავი 3
წინა თავი

***
მხოლოდ მოზარდმა აღმოვაჩინე, რომ ჩვიდმეტ დაბადებისდღეს ისე ჩაეარა ერთი სანთელი არ მქონდა ჩამქრალი. სანთლის ჩაქრობა ალბათ არც წარმოადგენდა დიდ პრობლემას, უბრალოდ სანთელი რაზეც უნდა დაერჭოთ ტრადიციულად - ის არასდროს მქონია, ანდა ვის აღელვებდა ტორტი, იმ სამი კილო კრემის ფულით რაც ტორტში უნდა დახარჯულიყო სულ მცირე სამი კვირა ვჭამდით და ორი წყვილი თეთრი სასკოლე წინდაც მოგვივიდოდა. ეს ბავშვობაშიც კარგად მქონდა შესისხლხორცებული და არასდროს ვაპროტესტებდი.

ჩემი დაბადებისდღის მთელი ხიბლი, სილამაზე და ნეტარება იყო დედას
მეგობარი, ზომაზე მეტად პუტკუნა, შავთმიანი და ღაჟღაჟა წიტელტუჩსაცხიანი დეიდა ლალი, სახე თეთრი პუდრისგან მუდმივად გაცისკროვნებული ჰქონდა და წითელი ტუჩების ფონზე კბილებიც მუდმივად თეთრად უელვარებდა. ეს ქალი ჩემი მთელი ბავშვობის სიყვარული იყო. მუდმივად მეფერებოდა და მელაკუდას მეძახდა. ნამცხვრები რომელიც მთელი წელი თვალით არ მენახა, დიდი რაოდენობით მოჰქონდა, მერე დაჯდებოდა შემომყურებდა როგორ ვსანსლიდი თავაუღებლად და დანანებით აღნიშნავდა ,,ეს ბავშვი ენ რაოდენობით ჭამს და სად ჩასდის 15 კილო ან იქნება და ან არაო" სხვების თანდასწრებით ჭამის კომპლექსი, რომელიც დღემდე მაქვს და ამ კომპლექსის უფრო მცხვენია თუ ჭამის ახლაც ვერ ჩამოვყალიბდი - მგონი სწორედ ამ დროიდან იღებს სათავეს. ისე კი მართლა ძალიან ვიყავი შეყვარებული...

მაშინაც კი, როცა ის და დედაჩემი ოთახში შეიკეტებოდნენ რომ გაებოლებინათ ,,დრიმი". ნახევარი საათით ადრე იწყებდნენ ჩემს შეგუებას, რომ მე აივანზე უნდა ვმჯდარიყავი სანამ ისინი საიდუმლო ამბებზე მსჯელობას დაასრულებდნენ. ეს მსჯელობა საშუალოდ 5 წუთს გრძელდებოდა, ანუ სანამ 1 ღერი დრიმი ჩაიწვებოდა, მაგრამ ნამსჯელს ისეთი ბოლი ჰქონდა რთული იყო თავი მომეტყუებინა.

თორმეტი წელი რომ შემისრულდა მარტო აღარ მოსულა, მეგობარი მოიყვანა, თეთრ შარვალსა და პერანგში გამოწყობილი, ასაკით თავისზე ბევრად უმცროსი წარმოსადეგი, მაღალი და გამხდარი კაცი. დიდად არ მეპიტნავა, ძლიერ კონკურენციას ვგრძნობდი. ღრეობა გაიმართა, მიზეზი რომ სჭირდებოდათ, თორემ უცხო დამსწრე იქ ვერაფრით მიხვდებოდა რომ 12 წლის ბავშვის დაბადებისდღეს ზეიმობდნენ, დავავიწყდი ყველას. ამ კაცს თავს დაჰფოფინებდა დედა, საჭმლებს ცხვირწინ უტრიალებდა და ღვინის ხელუხლებელ განსხვავებულ სასმისებს მამაჩემი ,,სწენკიდან" სუფრაზე მოარბენინებდა, ის კი მახსოვს მრავალჯერადად რომ უარი თქვა მის შესმაზე და მამას გული დასწყვიტა. ბოლოს დასძინა ყავას დავლევ და დღეს ამით დავასრულოთო.

იმ დღეს რომ დედაჩემს არ დაეჟინა ჩვენთან დარჩითო, სავარუდოდ ლალი ჩემი ბავშვობის სიყვარულად მოზარდობამდე იარსებებდა, ის პრობლემაც რამაც ფსიქიკას შემირყია და ნაადრევად დამაქალა არ მექნებოდა, არც ზიზღი და არც სირცხვილის შეგრძნება, რომელიც საკუთარმა სქესობრივმა ცხოვრებამაც ვერ დამაძლევინა.

მისაღებ ოთახში დივანი გაუშალეს, და მოათავსეს ორივე, ლალი ბედნიერი და გაბრწყინებული დასდევდა დედაჩემს სამზარეულოში და მოკლე ფრაზებით აზუსტებდა ხომ საოცარ კაცს შეხვდა.

გული მტკოდა, ვიღაც გამხდარმა აყლაყუდამ რომ დეიდა ლალი ცხვირწინ ამაფრცქვნა. ვერაფრით დავიძინე, 7 ჭიქა ლიმონათი შარდის ბუშტს მიდუღებდა ყველა ტკივილთან ერთად. სახლი რომ საბოლოოდ გაირინდა აივანზე გავიპარე ბებოს საძინებლიდან, ვერავინ ვერაფერი გაიგო იმ ღამეს ჩემ გარდა...
ტუალეტისკენ ავიღე გეზი, ვიფიქრე უცებ გადავირბენდი მათი საძინებლის წინ, ფეხის ხმას რომ არ გაეღვიძებინა რომელიმე. მაგრამ უცნაურმა ხმამ ადგილზე გამაძეგლა, აივანზე გამომავალ უზარმაზარ ფანჯარასთან ჩავიმუხლე და შემდეგ თავი ნელა ავწიე მაღლა, ჩემი დეიდა ლალი იმ აყლაყუდას წამოსჯდომოდა, სრულიად შიშველ უზარმაზარი დუნდულებს და ხუთ ზომა მკერდს წრიულად არხევდა და არაადამიანურ ხმებს გამოსცემდა. ისიც თვალნათლივ დავინახე პოზა რომ შეიცვალეს, როგორ შემოჰკრა ხელი გამეტებით დუნდულებზე და ზურგით როგორ შეაბრუნა. ჯერ რიტმულად ირხეოდა და ბოლოს ააჩქარა, თვალს ვეღარ ვაშორებდი, სრულიად დამავიწყდა - ვინმეს რომ აქ დავენახე ალიყური გამოწერილი მქონდა. რომ დაასრულეს ფანჯარასთან ჩავიკეცე, ბაღავილი მინდოდა და ტუალეტისკენ ოთხზე დამდგარი გავიქეცი. აღარც შარდის ბუშტი მახსოვდა და არც ჩემი დაბადებისდღე, თვალებში ნათლად და მრავალჯერ მეორდებოდა მაგიდის სანათზე შესრულებული ლალის და აყლაყუდას ოცწუთიანი ვნებიანი რყევა. რამდენჯერმე ამომაზიდა, მაგრამ გული არ ამრევია, საძინებლისკენ რომ მივდიოდი დავინახე ფანჯარაში შუქი აღარ ენთო და ჩამიჩუმი არ ისმოდა, ერთი კი გავიფიქრე სიზმარში ხომ არ ვარ მეთქი და სახეში მაგრად შემოვილაწუნე. ლოყა რომ ამეწვა მერე მივხვდი ცხადი კოშმარი რომ იყო. მთელი ღამე არ მეძინა, ინათა თუ არა წამოვხტი და ეზოში ჩავედი, ვიჯექი კიბესთან და ველოდებოდი ძია ზურას სახლის კარს როდის გამოაღებდნენ, რომ თავი დაცულად მეგრძნო და ეს ამბავი დამევიწყებინა. იმ დღეს ისე წავიდნენ რომ არ მინახავს, არ მქონდა იმედი, რომ თავს არ გავყიდდი, არც არავის ვუძებნივარ, არც გამომშვიდობების სურვილი ჰქონია ვინმეს, ხომ მცეს პატივი და დაბადებისდღე გადამიხადეს, ჰო სწორედ დაბადებისდღე ბავშვების და ტორტის გარეშე, სამაგიეროდ ახალ სამყაროს მაზიარეს, სამყაროს რომლისთვისაც მეტისმეტად პატარა აღმოვჩნდი.

ახლა რომ მკითხოს ვინმემ რატომ ვუყურე თითქმის ოცწუთიან აქტს დაზუსტებით ამაზე პასუხი არ მაქვს, ის დანამდვილებით ვიცოდი რომ სასტიკად აკრძალული იყო და ამიტომ ვერ მოვწყდი, კიდევ ის რომ გულისცემას მთელი გულმკერდის არეში და მუცლის ღრუშიც კი ვგრძნობდი, და ბოლოს ის რომ არანორმალური ინტერესის წყაროდ მექცა, რამოდენიმე წლის შემდეგ მეზობელმა და-ძმამ საბოლოოდ მაზიარა სექსუალურ განათლებას, დედ-მამის საძინებელში აღმოჩენილ ,,მძაფრსიუჟეტიან" ვიდეოკასეტას უყურეს და ზედმიწევნით გადმოგვცეს მე და ჩემს პატარა ძმას იქ ასახული სურათი. შიო ამბობდა იგონებთო, მე კიდევ ზუსტად ვიცოდი რომ ის ყველაფერი რასაც მათ ტელეეკრანიდან უყურეს საკუთარი თვალით ფანჯრის მიღმა მქონდა ნანახი.

რამოდენიმე თვეში ,,კონტრაბანდულ" საქონელს გადავაწყდი დედას საცვლების უჯრაში, შავთეთრი გაზეთები, უამრავი პორნო კადრითა და ახლა უკვე ლიტერატურასაც გავეცანი. ვგრძნობდი რომ ყველაზე საინტერესო გასართობს გადავაწყდი და 14 წლის ასაკიდან მასტურბირება დავიწყე. თავი ერთბაშად ვიგრძენი დიდ გოგოდ, ახლა უკვე მქონდა საიდუმლო, რომელიც არც ბებია თინამ იცოდა, არც დედაჩემმა და არცერთმა მოკვდავმა.
ჩემი საკუთარი ორი საიდუმლო მქონდა, ერთი ის, რასაც უკანონოდ ვუთვალთვალე და მეორე - ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი სიამოვნების მორევში რომ შეეძლო საკუთარ თითებს გადავეშვი.

***
უსასრულოდ ვითმენდით ვიღაცის შემოსახლებას, დაუსრულებლად ლტოლვილები გვყავდა, დედაჩემის სანათესაოს ვერ ავუდიოდით. ლუკმა პური რომელიც ჩვენთვისაც არ გვებადა მათთან ვიყოფდით. ბებიაჩემის ლოთი ძმისშვილი და მისი წამალზე დამოკიდებული შვილი რიგრიგობით მოიბარგებოდნენ ხოლმე ჩვენთან ღამის გასათევად, ერთი ღამის კი არა... ღამეების.
ოჯახში ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ, მოვიდოდა მერე ბიცოლაჩემი და შემოევედრებოდა ბებიაჩემს, შენი სჯერა და ელაპარაკეო, ხან ამ თავის შვილს ამოასახლებდა ხან ქმარს. მერე უსაშველოდ გრძელდებოდა ლექციები ხან ალკოჰოლის მავნებლობასა და ცხოვრების დანგრევაზე და ხან წამალზე დამოკიდებულებასა და მის შემდგომ განვითარებაზე. მამაჩემს მთელი ეს ალიაქოთი არ მოსწონდა ცხადია, მაგრამ ვერაფერს ამბობდა... ზოგადად დიდად არ აპროტესტებდა ნათესავების რიარიას ჩვენს სახლში, ესაა დედმამისეული სახლის უბედურება, სულ ყველას ფეხებზე ჰკიდია ვის კუთვნილებაშია, მაინც ყველა შთამომავალს ეკუთვნის.
უკიდურესად მოვყევით გაჭირვების წნეხში, იმ დროს საჭმელი მაინც უმრავლესობას ებადა და ჩასაცმელი, მაგრამ არა ჩვენ. მამაჩემი ტყიდან ეზიდებოდა შეშას რომ სიცივით არ დავხოცილიყავით, ბებიაჩემი ვაზის ფოთლისა და მწვანილებისგან წვნიანს ამზადებდა. იმ ორ ბაჭიას მეზობელი რომ გვჩუქნიდა და თავადვე გვაწვდიდა ნარჩენებს რომ დაგვეპურებინა, ჩვენთან უწევდათ ნარჩენების გაყოფა...
და მაინც არ წყდებოდა ზამთარ-ზაფხულ სანათესაოს მისვლა მოსვლა, ზაფხული გადატანადი იყო, აივანზე ვიყავით გამოშლილები დღე და ღამე, ღუმელიც აივანზე გვენთო, იქ ცხვებოდა პური ჩვენი არსობისა და იქ მზადდებოდა შეფ მარიამის კერძები, ეს კერძები იყო: სიმინდის ფქვილის ფაფა, პურის ფქვილი მოშუშულ ხახვთან ერთად, ხორბლის ფაფა, წყალწყალა კარტოფილის პიურე, კარტოფილის სუპი, ღორის ტყავების სოუზი, ქონიანი პურები, ზეთში შებრაწული ცომები, ნიგვზიანი პურები. ვაზის ფოთლის ტოლმა მწვანილის და ბრიჯის შიგთავსით(უხორცო ცხადია) ბლინები რომლის ცომიც მხოლოდ წყალი და ფქვილი იყო და გადახვევამდე შაქარს ვაყრიდით.
ზაფხულში შემოსახლებულებს ძირითადად აივანზე ეძინათ, ჯერ ერთი ადგილი ფიზიკურად არ იყო და მეორეც აივანზე გრილოდა ღამით მხოლოდ, აი ზამთარი ნამდვილი ტკივილი იყო.
ზამთარში ეს ღუმელი ოთახში გადმოინაცვლებდა ხოლმე და ისედაც ავეჯით გადატენილ ოთახში გასავლელი ადგილი აღარ რჩებოდა. ამ დროს ამ ერთ ოთახში ვცხოვრობდით 5 ადამიანი და ერთი კატა, ის იყო სასადილო, მისაღები, სამზარეულო და ბავშვებისთვის ტუალეტიც და აი ამ დროს, ვიღაც ერთი მძორი მუდმივად გორაობდა იმ ერთადერთ ტახტზე ღუმელთან, სადაც ფაქტობრივად ყველას გვინდოდა ჯდომა დღის საათებში.
ზოგჯერ გადათეთრებულ ზამთრის ღამეებს რომ ვიხსენებ, ცხადად ვგრძნობ ღუმელზე დაყრილი ხახვის, კარტოფილის, ვაშლის და კომშის სურნელს მთელი ზამთარი რომ ფონად გასდევდა იმ ოთახს.
ზოგჯერ ისეც ხდებოდა რომ იმათ კიდევ თავისი ნათესავები და მეგობრები მოჰყავდათ და იყო ერთი ჟრიამული, კარტი, დომინო, ნარდი... ვითომც ყველაფერი კარგად მიდიოდა...

ერთხელაც ასე ნათესავის სტუმარი გვეწვია, კერძოთ ბიცოლაჩემი მოვიდა და თავისი და მოიყვანა, ვერ დაუდო ქალებთან ჭორაობას გული და კაცები რომ კარტის სათამაშოდ მიუსხდნენ მაგიდას ესეც იმათ შეუერთდათ. დედაჩემს დიდად თვალში არ მოსდიოდა ეს ქალი და შევატყე მაშინვე როგორ აელეწა სახე. თამაშობდნენ თან არაყს სვამდნენ, ხმაურობდნენ, იგინებოდნენ, სიმართლე გითხრათ მე არაფერი დამინახავს მაგრამ ის მახსოვს რომ დედაჩემი წამოხტა და ბიცოლაჩემს უთხრა: ან თქვენ წახვალთ ახლა და ან მე ამ სახლიდანო, მაგრამ რატომღაც არცერთი აპირებდა გატოკებას. მტაცა ხელი და კიბეზე დაეშვა, ხუსხუსით მივდევდი და კიბის ბოლოში მამაჩემმა სკამიც დაგვაწია, ზოგადად მოძალადე არ ყოფილა, არც ხელი დაურტყამს რომელიმე ჩვენგანისთვის მაგრამ აი მაშინ მფრინავი სკამი ნამდვილად ვიხილე მისი წყალობით, უკან შიო მოგვდებდა ტირილ-ტირილით და სულ ბოლოში ბებიაჩემი, მაშინ ოთხივე სასწაულებრივად გადავურჩით სერიოზულ დაზიანებას სხეულის.

დედა ყვიროდა ბოზია და მაგიდის ქვეშ ფეხებს გისვამდაო, მამაჩემი ირწმუნებოდა მოჩვენებები გაქვსო...
მას შემდეგ ბიცოლაჩემი აღარ გამოჩენილა და აღარც მისი და... თუმცა ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ ბიცოლაჩემი დაუპატიჟებლად რომ გვეწვია სახლში მივხვდი... დედას არაფერი მოსჩვენებია, არ მგონია ვინმემ შენს დას ბოზობაში ცილი დასწამოს ტყუილად და მის სახლში სტუმრობა ისევ მოგინდეს...


გაგრძელება იქნება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93