https://advertlinege.adocean.pl/ad.xml?id=Cj9G3TPb4gzYSyBFQT.nseEoINF3iuN_PDxg6ksxW6z.F7
20 წესი, როგორ გავაძლიეროთ ფულის ენერგეტიკა ჩვენ ირგვლივ - Marao
20 წესი, როგორ გავაძლიეროთ ფულის ენერგეტიკა ჩვენ ირგვლივ
- შეინახეთ ფული მსხვილი კუპიურებით.
- შეინახეთ ფული ლუწი თანხებით, მაგალითად, 100 ლარი და არა 105 ლარი.
- გამოჰყავით სპეციალური თანხა და არასდროს დახარჯოთ. პირიქით, მიამატეთ და გააბევრეთ.
- ფულის შეგროვებაც ისევე შეაფასეთ, როგორც დამატებითი შემოსავალი და სამსახური.
- გააკეთეთ ყოველდღიური აღრიცხვა შემოსავლის და გასავლის.
- ფული გადაითვალეთ ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.
- ფულს უყვარს თავისი ადგილი. ეცადეთ, სულ ერთსა და იმავე ადგილას გედოთ.
- არ გაასესხოთ ფული.
- არ ისესხოთ ფული.
- პატივისცემით მოექეცით წვრილ კუპიურებს და ხურდებს.
- ოჯახის ბიუჯეტს უნდა მართავდეს ერთი ადამიანი.
- ნუ დაითვლით მომავალ მოგებას ხმამაღლა.
- არ გაათამამოთ ფულით ბავშვები.
- შეინახეთ ფული სხვადასხვა ვალუტაში.
- დაეხმარეთ ფულით მშობლებს.
- ყოველთვის გადაითვალეთ ხურდა, რომელსაც გიბრუნებენ.
- აჩუქეთ ფული მხოლოდ მათ, ვისაც ეს სჭირდება.
- ქველმოქმედებას არ მიმართოთ, თუ ის ფინანსურ ზიანს მოგიტანთ.
- ფული ადამიანს ხდის როგორც ღარიბს, ასევე მდიდარს.
- ფულს უყვარს ლოგიკა და ცივი გონებით ანგარიში.
დალილას ბლოგი