"მარაო" გიზიარებთ სერიალების სიას, რომელიც თქვენს ზოდიაქოს ნიშანს მოუხდება.
ვერძი
- ვერძებს ესაჭიროებათ დრამა ცხოვრებაშიც და ეკრანზეც. ასე რომ, საღამოს ბუტებროდები მოიმარაგეთ და ჩაუჯექით სერიალებს "Breaking Bad", "When They See Us", "Unbelievable".
კურო
- კუროებს საკმაოდ რთული პერიოდი აქვთ ამჟამად. ამიტომ მსუბუქი სერიალები ნამდვილად კარგი განტვირთვა იქნება საღამოს საათებში - "The Marvelous Mrs. Maisel" და "Miracle Workers".
ტყუპები
- ტყუპებს სერიალების ყურება დიდ კომპანიაში უყვართ და დარწმუნებულები ვართ, რომ მოეწონებათ "Stranger Things", "Sex Education" და "Riverdale".
კირჩხიბი
- კირჩხიბები გულით ყოველთვის ბავშვებად რჩებიან. ასე რომ, მათი არჩევანი ხშირად ფენტეზისა და ზღაპრულ, მითოლოგიურ არსებებზე ჩერდება, ისეთზე, როგორებიცაა "Carnival Row", "Good Omens" და "Tale of Tales".
ლომი
- ლომები ტემპერამენტიანი და ემოციურები არიან. მათ განსაკუთრებით მოსწონთ გულახდილი სცენები, როგორიც "euphoria"-სა და "Secret Diary of a Call Girl"-შია, რომლის ნახვის შემდეგაც კვლავ ყველაზე პიკანტურ მომენტებს უბრუნდებიან.
ქალწული
- აქ კი ნამდვილად ქალურმა სერიალებმა მოიყარეს თავი, მოდაზე, დაქალებზე... მაგალითად, როგორებიცაა "GIRLBOSS", "Fleabag", ან სულაც ერთი ჭიქა ღვინო და თავიდან ჩაუჯექით "Sex and the City"-ს ყველა სეზონს.
სასწორი
- სასწორებს რაიმე სერიოზული მიართვით - მათ უყვართ პოლიტიკა "The Loudest Voice"-ის ან "The Good Fight"-ის სახით. სხვა რა ვთქვათ - პირდაპირ ინტელექტუალები!
მორიელი
- მორიელები ითვლებიან ადამიანის სულიერი მხარეების მცოდნეებად. ასე რომ, ყოველ მიზეზგარეშე ფსიქოლოგიური მინი-სერიალები მათ სტილში ზუსტად ჯდება: "Homecoming" და "Sharp Objects".
მშვილდოსანი
- მშვილდოსნები აფასებენ ურთიერთობაში სიწრფელეს და გულახდილობას და თვლიან, რომ ყველა საიდუმლოს ადრე თუ გვიან ფარდა აეხდება. მოსწონთ დეტექტივები "Mindhunter" ან "Killing Eve".
თხის რქა
- თხის რქები აფასებენ თავიანთ დროს და ამიტომ მინი-სერიალები მათ სტილში ჯდება. ამიტომ "The Spy" და "The Ballad of Buster Scruggs" ზუსტად შეეფერებათ.
მერწყული
- მერწყულებს ძალიან ცვალებადი ხასიათი აქვთ. ასე რომ, მათ ისეთი მინი-სერიალები მოსწონთ, რომლის სიუჟეტი იმ სერიაშივე სრულდება. ასეთია "Black Mirror", "Weird City". ეპიზოდის შერჩევა ხასიათის მიხედვით შეგიძლიათ.
თევზები
- ერთი შეხედვით ვერ იტყვი, თუმცა ყველა თევზი ძალიან რომანტიკულია. ამიტომ საოჯახო მელოდრამები და სასიყვარული ისტორიები მათი თემაა: "This Is Us", "Big Little Lies".
<div class="apester-media" height="458" data-media-id="5dc126280d89b8c2f510783c"></div>
<script src="https://static.apester.com/js/sdk/latest/apester-sdk.js"></script>
წყარო