სიყვარულის პლანეტა: რას ნიშნავს ვენერას განლაგება შენს ჰოროსკოპში

სიყვარულის პლანეტა: რას ნიშნავს ვენერას განლაგება შენს ჰოროსკოპში
ნატალურ რუკაზე ყველაზე ქალური პლანეტის განლაგება გეტყვით, ასტროლოგების რჩევით, როგორ გამოიყენოთ სიყვარულში.

ვენერა ქალის ჰოროსკოპში

  • ჰოროსკოპებში არსებობს რამდენიმე გენდერული პლანეტა, რომლებიც სიმბოლურად ქალებსაც და მამაკაცებსაც ეკუთვნით. ქალის პლანეტებად მთვარე და ვენერა ითვლება. პირველი ადაპტირებასა და ემოციების შინაგან სამყაროზეა პასუხისმგებელი, ხოლო ვენერა ფინანსურ და მატერიალურ მხარეზე თამაშობს დიდ როლს.

ვენერა ქალის ნატალურ რუკაზე

  • ვენერა პასუხისმგებელია ქალის სექსუალურობასა და მიმზიდველობაზე, განსაზღვრავს სიმპათიასა და ანტიპათიას პარტნიორის შერჩევისას. მეტი ყურადღება ვიზუალს ექცევა, ვიდრე ემოციურ მხარეს, სასიყვარულო ურთიერთობებში სიამოვნების მიღებას, პარტნიორის ნაკლის მიმღებლობას,
    ესთეტიკის, ჰარმონიისა და სილამაზის აღქმას. ნიშანი, რომელშიც ვენერა იმყოფებოდა დაბადების დროს, გავლენას იქონიებს ქალურ ჰოროსკოპში.

ვენერა ცეცხლის სტიქიის ნიშნებში

  • ვენერა ვერძში, ლომსა და მშვილდოსანში დემონსტრაციულობისკენ, საკუთარი მეს წარმოჩენისკენ, დამოუკიდებლობისა და თვითკრიტიკულობისკენ მიუთითებს. ასეთი ქალები ურთიერთობაში აქტიურობას ანიჭებენ უპირატესობას. მათი დამორჩილება რთულია. იქცევიან ისე, როგორც თვითონ თვლიან საჭიროდ. მშვენიერი საყვარლის როლსაც ირგებენ ქორწინებისას პარტნიორთან, აგრძელებენ ქალურად და მიმზიდველად საკუთარი თავის წარმოჩენას, უვლიან თავს და ზრუნავენ ვიზუალზე.

ვენერა მიწის სტიქიის ნიშნებში

  • ვენერა ქალწულში, კუროსა და თხის რქაში ფინანსურ უზრუნველყოფაზე უბიძგებს ორიენტირებას. მათთვის მნიშვნელოვანია ფინანსურად სტაბილური პარტნიორი, საიმედო მამაკაცი, რომელიც მთელი ცხოვრება „შეინახავს“. ასეთი ქალები საკმაოდ თავდაჭერილები არიან და ყველაზე უკეთ განკარგავენ ფინანსებს.

ვენერა წყლის სტიქიის ნიშნებში

  • ვენერა კირჩხიბში, მორიელსა და თევზებში ქალებს მეტ შესაძლებლობას უქმნის მამაკაცების ყურადღების მიზიდვაში, ქალები ამ ნიშნებით არიან მსუბუქები, მგრძნობიარეები, თუმცა არასდროს გადიან პირველები მამაკაცებზე სანადიროდ. მამაკაცებსაც მოსწონთ მათზე ნადირობა და ყურადღებისა და მზრუნველობის გამოხატვა.

ვენერა ჰაერის სტიქიის ნიშნებში

  • ვენერა ტყუპებში, სასწორსა და მერწყულში ქალს მსუბუქ, ემოციურ, ოპტიმისტურ განწყობას ანიჭებს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები უპირატესობას ინტელექტუალურ პარტნიორებს ანიჭებენ. ასეთ ქალებთან არასდროს მოიწყენთ, მათთან ყოველთვის გექნებათ სასაუბრო თემა. მათ სურთ გვერდით ისეთი მამაკაცი, რომელიც ფინანსებს თვითონ მართავს.

წყარო: cosmo
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93