გვჯერა, რომ სამუდამო სიყვარული არსებობს, მაგრამ სანამ მას იპოვით ცხოვრებაში, რომანის გაბმა, რომელიც განშორებით დასრულდება, გარდაუვალია. და, რა თქმა უნდა, ეს იქნება ტრაგედია, ან სულაც არა. როგორ განიცდიან სიყვარულში წარუმატებლობას ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქვეშ დაბადებულები სინამდვილეში?
თხის რქა
- თხის რქის მოკვლა ბევრად მარტივია, ვიდრე მიტოვება. განა იმიტომ, რომ ბოლო წუთამდე ჩამოგეკიდებათ კისერზე ურთიერთობის გადასარჩენად, არამედ იმიტომ, რომ გაიგოს, რატომ სრულდება ყველაფერი. „არა, ამიხსენი, ვითხოვ ახსნა-განმარტებას, გეუბნები!“
მერწყული
- ფერფლი, აპოკალიფსი, სამყაროს დასასრული, არაფერი აღარ იარსებებს - ეს მერწყულის დამოკიდებულებაა განშორებაზე. ამიტომ ის მიდის ჩუმად სახლში, მოთავსებდა დივანზე და იკეტება თავის ნაჭუჭში. ჰგონია, რომ კვდება, ვინაიდან მისი ცხოვრების სიყვარული დასრულდა, რაც ნიშნავს, რომ მის ცხოვრებას აზრი დაეკარგა. თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ საკუთარ თავს კითხვას უსვამს: „რატომ განვიცდი ასე ძალიან?“ აღდგება ფენიქსის მსგავსად ფერფლიდან და კვლავ შეიყვარებს, ამჯერად სამუდამოდ!
თევზები
- გინდა თევზი გააბედნიერო? მიატოვე! მართლა, მიატოვე. შეყვარებული თევზი დრამების მონაწილედ გრძნობს თავს, სადაც მაყურებლები ცრემლებით თანაგრძნობას გამოხატავენ და ფეხებთან ყვავილებს დაუყრიან.
ვერძი
- ვერძისთვის იმის გაგონებაზე: „მაპატიე, ძვირფასო, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა!“ სტიქიური უბედურება ხდება. ის ამტვრევს ბინას, მანქანას ბეისბოლის ჯოხით ჩაგიმტვრევს, ჭურჭელს დალეწს და დამშვიდდება, იმიტომ, რომ წამში აანალიზებს, თუ რამდენად არ შეესაბამებოდა ეს პარტნიორი.
კურო
- კუროს მიტოვება მანძილზე უმჯობესია, სასურველია სხვა კონტინენტიდან, იმიტომ, რომ კურო არ ცდილობს ურთიერთობის გარკვევას. უბრალოდ, თავი უნდა რომ წაგაცალოთ. სიბრაზე კი 10 წლის შემდეგ გაუვლის, ან სულაც არ გაუვლის.
ტყუპები
- ტყუპები საკმაოდ უცნაურად რეაგირებენ დაშორებაზე. ფიქრობთ, როგორ უთხრათ რაც შეიძლება მსუბუქად, რომ გადაწყვიტეთ მასთან ურთიერთობის გაწყვეტა და ფრაზაზე, „მაპატიე, ძვირფასო...“ ის უცებ გპასუხობთ: „თქვენ ჩემი მიტოვება გადაწყვიტეთ? და თქვენ საერთოდ ვინ ხართ?“
კირჩხიბი
- კირჩხიბები საკმაოდ მწვავედ ეგუებიან განშორებას და მტკივნეულად, მთელი დღეები სამსახურში იკეტებიან და იმიზეზებენ ბევრ საქმეს, სახლში მარტო დარჩენისას ტირიან, ფილმის ყურებისას ტირიან, საქმეების დასრულებისას ტირიან, მაგრამ ისე, რომ არავინ შენიშნოს ეს.
ლომი
- ლომებს ნამდვილად კატისებრთა შეგრძნებები აქვთ. რა თქმა უნდა, ამას წინასწარ გრძნობს და არ დაუშვებს მსგავს ფეილს, ლომებს არ შორდებიან. ამიტომ ლომი მიატოვებს მას პირველი!
ქალწული
- ქალწულის დევიზია: „ყველაფერი გააანალიზე!“ ყველაფერი თავისთავად სასიყვარულო ამბებსაც გულისხმობს. ის არ დაჯდება და არ დაიწყებს ბალიშზე ტირილს, დაიწყებს თავის წიგნაკში ჩაწერას შესაბამისი დასკვნებით. მთავარია, არ იტრიალოთ დაშორების შემდეგ ახლოში, ვინაიდან დიდია იმის ალბათობა, რომ თავის გარეშე დაგტოვოთ.
სასწორი
- სასწორებს ძალიან მსუბუქად გადააქვთ განშორება, უფრო მადლიერების გრძნობითაც კი. სასწორი განშორების შემდეგ ახალ ვარიანტებზე გადადის, ვინაიდან იცის, რომ დიდხანს არ მოუწევს თაყვანისმცემლების საპოვნელად და ისევ თავიდან უნდა შეარჩიოს პარტნიორი.
მორიელი
- და მაინც ვერ გაგვიგია, რატომ უნდათ მორიელების მიტოვება, მათ ტვინში სიტყვებზე „მაპატიე, უმჯობესია დავშორდეთ“ წამში გეგმები ისახება, როგორ იძიოს თქვენზე შური. რაც მთავარია, ეს პროცესი იქნება ხანგრძლივი, მკაცრი და დაუნდობელი. ასე რომ, არჩევანი თქვენზეა. გირჩევნიათ დაალაგოთ ურთიერთობა თუ მოემზადოთ მტანჯველი სიკვდილისთვის?
მშვილდოსანი
- ეს ნიშანი დაშორებას ამაყად იღებს. ის არ კითხულობს მიზეზებს, არაფერს ამბობს საპასუხოდ, მიდის ჩუმად სახლში და დღეებს ტირილში ატარებს, შემდეგ დგება, გამოიპრანჭება და წავა გასართობად, თითქოს არაფერი მომხდარა.
წყარო: cosmo