მთვარე იმატებს და ენერგეტიკული ფონიც უმჯობესდება, თუმცა მთელი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია პატარ-პატარა დაძაბულობები, მომატებულია ტრავმულობა. რისკის ზონაშია სასუნთქი ორგანოები, კიდურები, თავი, კბილები, ხერხემალი. თუ შესაძლებლობა გაქვთ, ოპერაციები სხვა დროისთვის დაგეგმეთ.
21 სექტემბერი, მთვარე გადის მორიელის ზოდიაქოს. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას. კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები.
პლუსი - კონტრასტული შხაპი, სულიერი პრაქტიკები, კანის გაახალგაზრდავება, მეზოთერაპიის სეანსი.
მინუსი - არ ჩაერიოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობაში. აგრეთვე, საშარდე ბუშტის სისტემაში. არ ესტუმროთ გინეკოლოგს.
22-23 სექტემბერი, მთვარე გადის მშვილდოსნის ზოდიაქოს. კანისთვის გამოიყენეთ ცხიმიანი კრემები, რომლებიც ზეითუნის, ყურძნის კურკის ზეთზეა დამზადებული ან ორგანულ ცხიმებზე. მოსაფრთხილებელია ღვიძლი, უარი თქვით ალკოჰოლზე.
პლუსი - ესტუმრეთ სპა-სალონს. კარგია პილინგი, კანზე წარმონაქმნების მოშორება; აგრეთვე, ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა.
მინუსი - მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას. განსაკუთრებით - ლიპოსაქციას.
24-25 სექტემბერი, მთვარე გადის თხის რქის ზოდიაქოს. მკაცრი და კონსერვატიული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გაკეთდეს. გაუფრთხილდით კბილებს, ძვლებს.
კარგია - პედიკიური, პილინგი
ცუდია - კბილების მკურნალობა, ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან სისტემაში.
26-27 სექტემბერი, მთვარე გადის მერწყულის ზოდიაქოს. მოგინდებათ, ხალხის მასისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ, სამოსში ორიგინალურობის გამოკვეთა. ჩაცმულობაში უპირატესობა მიანიჭეთ ელექტრიკ ფერებს, ფერთა უჩვეულო შეხამებას. კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.
კარგია - ეპილაცია, პილინგი, იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები.
ცუდია - პლასტიკური ოპერაციები, აპარატული კოსმეტოლოგია.
21-27 სექტემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის,
კვირის მოკლე, ზოგადი დახასიათება: პლანეტები ერთმანეთს ცუდად უპირისპირდებიან, რის გამოც მოიმატებს აგრესიულობა საზოგადოებაში. ამას განსაკუთრებით იგრძნობენ მესამე დეკადის სასწორები, თხის რქები, ვერძები და კირჩხიბები. უარყოფითი ენერგიისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ ცეკვები ენერგიული მუსიკის ფონზე.
აკონტროლეთ საკუთარი თავი. არ წამოეგოთ პროვოკაციებს. შეარბილეთ ტონი, როცა ხვდებით, რომ შელაპარაკება ჩხუბში გადადის. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, საჭესთან. გაჭირვეულდება ტექნიკა.
22 სექტემბერს მზე სასწორის ზოდიაქოში გადავა. გაძლიერდება თქვენი ყურადღება სილამაზესა და ჰარმონიაზე. მოგინდებათ გარშემო მყოფებთან დიპლომატიურობა.
კვირას გონების მმართველი პლანეტა მერკური მორიელის ზოდიაქოში გადადის. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გახდებით მეტად სკეპტიკური და ენამწარე. გაგიჩნდებათ სურვილი, გამოიცნოთ სხვების საიდუმლოებები, საკუთარ თავში აღმოაჩინოთ ახალი შესაძლებლობები. შეიძლება გაგიტაცოთ აღმოსავლურმა ორთაბრძოლებმა, დეტექტივების კითხვამ და ოკულტურმა სფეროებმა.