ოქტომბრის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ოქტომბრის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ოქროს შემოდგომა ლამაზი სასიყვარულო ისტორიებისა და რომანტიკული პაემნების პერიოდია. გაეცანით თქვენს პროგნოზს:

ვერძი

მარტოხელებისთვის: ლამაზი რომანების დაწყების შანსი მოგეცემათ, მაგრამ ხან რა არ მოგეწონებათ პონტენციურ პარტნიორში და ხან - რა. მხოლოდ თვის ბოლოს გამოჩნდება ერთი სიმპათიური მამაკაცი, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობის დაწყებას გადაწყვეტთ.

რჩევა: იყავით თავდაჯერებული. მხოლოდ თქვენს მიზანსწრაფულობასა და სიჯიუტეშია თქვენი ძალა.

დაწყვილებულებისთვის: სამსახურში საკმაოდ რთული პერიოდი გეწყებათ. დაიღლებით, გაღიზიანდებით. მთავარია, თქვენი უარყოფითი ემოციები საყვარელ ადამიანზე არ ამოანთხიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებას ვერ აიცილებთ. ამასთანავე, მას
პრეტენზიებიც დაუგროვდა, რომ ნაკლებ ყურადღებას აქცევთ.

რჩევა: ურთიერთობა რომ არ გაართულოთ, გამოიჩინეთ ინიციატივა, საყვარელ ადამიანს რომანტიკული საღამო მოუწყვეთ. შეგიძლიათ საჩუქარიც მოუმზადოთ, მეტად ყურადღებიანი იყოთ მის მიმართ.

კურო

მარტოხელებისთვის: თუ ახლახან დაშორდით საყვარელ ადამიანს, უსიამოვნო შეგრძნებები კიდევ დიდხანს გაგაწვალებთ. შეიძლება ვერც კი დაივიწყოთ იგი. მისი სოციალური გვერდები ათვალიეროთ და სხვა ინფორმაციების მოძიებაც სცადოთ მასზე. უმჯობესია, ერთხელ და სამუდამოდ გაწყვიტოთ მასთან დამაკავშირებელი ძაფები.

რჩევა: ნუ ეცდებით ახალი ურთიერთობის დაწყებას ძველის დასავიწყებლად. ჯერ ძველი იარა მოიშუშეთ. "დრო ყველაფრის მკურნალია", მაგრამ თავადაც უნდა შეუწყოთ ხელი. დასავიწყებლად გაიხსენეთ ძველი საქმიანობა, ჰობი, ის, რისთვისაც ადრე ვერ იცლიდით.

დაწყვილებულებისთვის: გარშემო მყოფებს კი ნუ უსმენთ, საყვარელ ადამიანს მოუსმინეთ და მისგან გაიგეთ, რა სურს და როგორ.

რჩევა: საოჯახო რუტინამ (რემონტი, ავეჯის გადაადგილება) შეიძლება გაგირთულოთ დამოკიდებულება მეუღლესთან; სასიამოვნო სიუპრიზებმა, სითბომ და სინაზემ კი გაგიუმჯობესოთ რომანტიკული სფერო.

ტყუპი

მარტოხელებისთვის: ვარსკვლავები საინტერესო შეხვედრას გპირდებიან. თქვენი ახალი ნაცნობი სრულიად განსხვავებულია სხვებისგან. ეს უცნაურობა თან მიგიზიდავთ, თან ცოტათი შეგაშინებთ. ექსპერიმენტების დრო დაგიდგათ.

რჩევა: თავი რომ მოაწონოთ, უნდა გაისარჯოთ. ეცადეთ, დიდი ხნით დარჩეთ მისთვის საინტერესო გამოცანად.

დაწყვილებულებისთვის: საყვარელი ადამიანი განსაკუთრებით მომთხოვნია თქვენ მიმართ. სურს, რომ ყველაფერში საუკეთესო იყოთ.

რჩევა: რა თქმა უნდა, ცვლილებები კარგია და საყვარელი მამაკაცის ზოგიერთი რჩევაც გასათვალისწინებელია, მაგრამ მან ისეთი უნდა მიგიღოთ, როგორიც ხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის თქვენი მამაკაცი არაა.

კირჩხიბი


მარტოხელებისთვის: მამაკაცებთან თითქოს განსხვავებულ ენეზე ლაპარაკობთ - ან მათ არ ესმით თქვენი, ან თქვენ მათი. ზოგიერთი კავშირი შეიძლება პირველივე პაემანზე დასრულდეს. უმჯობესია, რომანიდან სამსახურის საქმეებზე გადაერთოთ. აქ მეტი წარმატება გელით.

რჩევა: ნუ მიიტანთ გულთან ახლოს ნურაფერს. რაც უფრო ცივი გონებით იმოქმედებთ, მით მეტად გაგიუმჯობესდებათ კარიერა.

დაწყვილებულებისთვის: ნუ სთხოვთ მეუღლეს, რომ თქვენი საქმეები მოაგვაროს, მაგრამ თუ ინიციატივას გამოიჩენს, უარი არ უთხრათ.

რჩევა: ნუ დაივიწყებთ მადლობის თქმას. იყავით მადლიერი უმნიშვნელო დახმარებისთვისაც კი. ყველაზე კარგი რჩევა იქნება, უქმეები რომანტიკულ გარემოში გაატაროთ.


ლომი

მარტოხელებისთვის: თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ხანმოკლე რომანი სათქვენო არაა, სერიოზული ურთიერთობისთვის უნდა მოემზადოთ. მთელი თვე გაქვთ მის დასაწყებად.

რჩევა: სურვილი გაქვთ, რომ გარშემო ყველა მამაკაცი მოხიბლოთ, მაგრამ არ გირჩევთ თქვენი სიყვარულის ყველაზე გაფლანგვას, მხოლოდ ერთისთვის გაიმეტეთ.

დაწყვილებულებისთვის: არ იცით, რა გზით წახვიდეთ - ურთიერთობაში ახალი ეტაპი დაიწყოთ (გათხოვდეთ და შვილები გააჩინოთ) თუ დაემშვიდობოთ ერთმანეთს და ორივემ სხვადასხვა ბუდეს მიაშუროთ. ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ამ ურთიერთობამ ამოწურა თავისი თავი.

რჩევა: ვარსკვლავები არ გირჩევენ ურთიერთობის გაწყვეტას. თქვენი შიშები დროებითია, თვის ბოლოს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

ქალწული


მარტოხელებისთვის: ახალი გრძნობები ახალი საგმირო ქმედებებისკენ გიბიძგებთ. მოგინდებათ გახდეთ უკეთესი გარეგნობითაც, კარიერული მიღწევებითაც.

რჩევა: არ გადაამეტოთ და არ დააფრთხოთ მამაკაცი. იყავით ბუნებრივი მასთან, სწავლასა და სამსახურში წარმატებებს კი ბუნებრივად მიაღწევთ.

დაწყვილებულებისთვის: კიდევ უფრო მეტად დაახლოვდებით პარტნიორთან. ეს შეიძლება იყოს საერთო საქმე, რასაც წამოიწყებთ. მეუღლისგან გელოდებათ სასიამოვნო სიურპრიზები და საჩუქრები.

რჩევა: ეცადეთ, შეინარჩუნოთ ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობა. ვალდებულებების წინაც კი საყვარელ ადამიანზე მზრუნველობა დააყენეთ.

სასწორი

მარტოხელებისთვის: პირადი ურთიერთობები უფრო ნაკლებად განერვიულებთ, ვიდრე სამსახურის საქმეები. სავარაუდოდ, თვის პირველ ნახევარს პროფესიული საკითხების მოგვარებას დაუთმობთ. ვარსკვლავები კმაყოფილები არიან თქვენი არჩევანით. თვის ბოლოსკენ ყურადღებას საინტერესო მამაკაცს მიაპყრობთ.

რჩევა: დაელოდეთ ცვლილებებს, მაგრამ პირველ შემხვედრს გულს ნუ გადაუშლით. ჯერ კარგად გაიცანით მისი ბნელი მხარე.

დაწყვილებულებისთვის: შეიძლება თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს შორის დროებით შავმა კატამ გაირბინოს. ეს უფრო იმის გამო, რომ სამსახურსა და პარტნიორის სურვილებს შორის არჩევანს ვერ გააკეთებთ. უსიამოვნებების შადრევანი ამოხეთქავს და მზად იყავით.

რჩევა: შესარიგებლად და თავის მართლებად რომ არ გაიხადოთ საქმე, ნუ გაართულებთ ურთიერთობას. მეტად რომანტიკული იყავით საყვარელი ადამიანის მიმართ და ხშირად გააბედნიერეთ თქვენი ყურადღებითა და მზრუნველობით.

მორიელი

მარტოხელებისთვის: ვარსკვლავები საბედისწერო შეხვედრას გპირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ინტერესი მამაკაცის მხრიდანაც იქნება, ინიციატივა მაინც საკუთარ თავზე უნდა აიღოთ.

რჩევა: გამოიჩინეთ მოთმინება. თქვენი ურთიერთობა მყარ კავშირში გადაიზრდება. უბრალოდ, ცოტა დრო დაგჭირდებათ.

დაწყვილებულებისთვის: ოქტომბერში პრიორიტეტული საყვარელ ადამიანზე მზრუნველობა უნდა გახდეს. შეიძლება ადრე რაღაც შეცდომა დაუშვით, რაზეც საყვარელი ადამიანი გაგინაწყენდათ. იგივე რომ არ მოხდეს, ჰკითხეთ, რას ელოდება თქვენგან და ეცადეთ, იმედი არ გაუცრუოთ.

რჩევა: მეუღლეზე ზრუნვის პარალელურად, ნურც საკუთარ თავს დაივიწყებთ. საყიდლებითა და გემრიელობებით გაანებივრეთ საკუთარი თავი.

მშვილდოსანი


მარტოხელებისთვის: მოულოდნელად გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ვიღაცას სიყვარულში გამოუტყდეთ. თქვენი ვნების, გრძნობების გამოხატვა მოგინდებათ ვინმესთვის. გააზრებულად იმოქმედეთ.

რჩევა: თუ გყავთ ახალგაცნობილი ადამიანი გვერდით, რომელიც გესიმპათიურებათ, დაფიქრდით, ვინ არის ის თქვენთვის: ახალი გასართობი თუ ნამდვილი გრძნობა? თუ მეორეა, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ადამიანის გრძნობებთან თამაში კარგს არაფერს მოგიტანთ.

დაწყვილებულებისთვის: მოერიდეთ საყვარელი ადამიანისთვის შენიშვნების მიცემას. განსაკუთრებით, სხვების თანდასწრებით. მუდმივი პრეტენზიები კარგს არაფერს მოგიტანთ.

რჩევა: ურთიერთობის დარეგულირების საუკეთესო საშუალება ერთად მოგზაურობაა.

თხის რქა


მარტოხელებისთვის: უსასრულო შესაძლებლობების თვე დაგიდგათ. მოახერხებთ და გაალღობთ საყვარელი ადამიანის გულს, რომელიც ადრე ყურადღებას არ გაქცევდათ. გწამდეთ საკუთარი თავის, ვარსკვლავები თქვენს მხარეზე არიან.

რჩევა: გამონახეთ სწორი სტრატეგია, რათა საყვარელი ადამიანის გულამდე პატარა, მაგრამ გადებული ნაბიჯებით მიხვიდეთ.

დაწყვილებულებისთვის: თუ გულში ეჭვიანობა შეგეპარათ, დრო და ენერგია უნდა დახარჯოთ, რათა გაერკვეთ თქვენი მეუღლის ერთგულებაში. მხოლოდ თვის ბოლოს შეძლებთ სიტუაციაში გარკვევას და ურთიერთობის დათბობას.

რჩევა: მეუღლის მიმართ უნდობლობის დემონსტრაციულად გამოხატვას არ გირჩევთ. იყავით მეტად მოსიყვარულე და მზრუნველი მის მიმართ.

მერწყული


მარტოხელებისთვის: მოსალოცად გაქვთ საქმე, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება მამაკაცი, რომელიც თქვენი სიხარულისა და უსიამოვნების გამზიარებელი გახდება. შეხვედრა იქნება მოულოდნელი, მაგრამ - სასიხარულო.

რჩევა: რადგან არ იცით, სად შეხვდებით სასურველ მამაკაცს, ყოველთვის იყავით ფორმაში, მეგობრულად განწყობილი და რაც მთავარია, გახსნილი ახალი ურთიერთობისთვის.

დაწყვილებულებისთვის: თბილი და ტკბილი ურთიერთობის დრო დაგიდგათ. მეუღლესთან სრული ურთიერთგაგება გაქვთ. გრძნობთ მის მეგობრობას და სიყვარულს.

რჩევა: რომანტიკა, მოგზაურობა და თავგადასავლები კიდევ უფრო მეტ შთაბეჭდილებას მოგიტანთ.

თევზები


მარტოხელებისთვის: ახალი სიყვარულის შესახვედრად შორს გამგზავრება არაა საჭირო. მას შეიძლება ახლობლების გარემოცვაშიც კი შეხვდეთ. შეიძლება შინაც კი გესტუმროთ ან ინტერნეტრომანი გააჩაღოთ.

რჩევა: ახალი რომანის დაწყებამდე გაათავისუფლეთ ადგილი თქვენს გულში, ფიქრებში და სახლიდანაც გაიტანეთ ყველა უსარგებლო ნივთი.

დაწყვილებულებისთვის: საყვარელი ადამიანისთვის ახალი პირობების დაწესებას არ გირჩევთ. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. უმჯობესია, მას მეტი თავისუფლება მიანიჭოთ. თვის ბოლოს რომანტიკულმა ურთიერთობამ შეიძლება ახალ საფეხურზე გადაინაცვლოს.

რჩევა: საყვარელი ადამიანისთვის თბილ და ტკბილ სიტყვებს ნუ დაიშურებთ. რაც უფრო მეტად ჩაეხუტებით ერთმანეთს, მით მეტად ბედნიერად იგრძნობთ თავს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93