ყველაზე საღად მოაზროვნე ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ყველაზე საღად მოაზროვნე ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები ყველაზე საღად აზროვნებენ და საოცრად გონიერები არიან.
ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს საღი აზრი და ცივი გონება გააჩნიათ. მათ იციან, როგორ უნდა მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები.


კურო

ქალი კურო ძალიან საღად მოაზროვნე ადამიანია თავისი ინტელექტისა და მიწიერი ბუნების გამო. ეს ქალი დაჯილდოებულია ბუნებრივი სიბრძნით, ასევე ნამდვილის ილუზიისგან გარჩევის უნარით. კუროს შეუძლია სხვისი მოსმენა და შესანიშნავად ეხერხება, კარგი რჩევის მიცემა. მისი აზრები ყოველთვის მიწიერი და პრაქტიკულია, ამიტომ კურო ქალმა იცის, როგორ უნდა მიიღოს სწორი
გადაწყვეტილებები.


სასწორი

სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალს აქვს ცივი გონება და ლოგიკური აზროვნება. ის არის ძალიან გონიერი, რეალისტი, სწრაფი გონების მქონე. სასწორი ქალები იშვიათად უშვებენ შეცდომებს, რადგან გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერზე გონივრულად ფიქრობენ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირად ფლობენ საოცარ ინტელექტს, მაგრამ ისინი ზოგჯერ ამას არც ავლენენ. მათ აქვთ საღი აზროვნების უნარი, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ სასწორ ქალებს რჩევები ჰკითხოთ ისე რომ არ ინერვიულოთ.


ქალწული

ქალწული ქალი ლოგიკური აზროვნების მქონე, და ანალიტიკური გონების მფლობელი პიროვნებაა. ეს გონიერი ადამიანი შეიძლება იყოს შესანიშნავი მრჩეველი და ადამიანს დაეხმაროს ყველაზე რთულ სიტუაციებშიც. ქალი ქალწულის ნიშნით- არ არის დამოკიდებული სხვების მოსაზრებებზე და ცხოვრობს საკუთარი კანონებისა და რწმენის შესაბამისად. მისი კრიტიკული გონება და მცირე დეტალების შემჩნევის უნარი მას შესანიშნავ ანალიტიკოსად აქცევს.



თხის რქა

თხის რქა ქალი ძალიან გონივრული და მიწიერი ბუნებისაა. იგი ეყრდნობა საღ აზროვნებას და ყოველთვის პრაქტიკული ინტერესების მხარეს დგას. ამ ქალმა იცის რა სურს და პოულობს რეალურ გზებს- საკუთარი გეგმების განსახორციელებლად. თხის რქა ქალს უყვარს სტაბილურობა, რეალისტურად ფიქრობს, ცდილობს არასდროს დაარღვიოს მორალური ნორმები. შეგიძლიათ მიმართოთ მას რჩევისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ეხება ზოგადად ცხოვრებას და ბედს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93