ასევე, პარასკევს სიყვარულისა და ჰარმონიის პლანეტა ვენერა ქალწულის ზოდიაქოში გადაბრძანდება. ურთიერთობაში მეტად მოგინდებათ პარტნიორზე ზრუნვა. შეიძლება მეტად გაწონასწორებული გახდეთ, საყვარელ ადამიანს მხოლოდ მაშინ მოეფეროთ, როცა მისგან რაიმე სარგებელს ელით. საყიდლებზე წასულიც უფრო რაციონალური გახდებით.
გარშემო მყოფების ინტერესებსა და მოთხოვნებს მეტი ყურადღება მიაქციეთ. სამსახურში მომთმენი და მშვიდი უნდა იყოთ. მარტივად შეძლებთ ერთმანეთზე განაწყენებული ახლობლების შერიგებას. კვირის ბოლოს რისკზე წასვლა მოგინდებათ და უქმეების აქტიურად გატარება.
კვირის საუკეთესო დღეები: პირველი, 3 ოქტომბერი.
ყველგან სამართლიანობის დამყარება მოგინდებათ და პირველ რიგში, საკუთარ ოჯახში. მეუღლეს ბარიკადებს ნუ აღუმართავთ, ჩხუბითა და გაბუტვებით ვერაფერს მიაღწევთ. მოუწყვეთ ერთმანეთს რელაქსაციის სეანსი. უქმეებზე მეგობრებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. მოერიდეთ ავანტიურას.
კვირის საუკეთესო დღეები: 28, 30 სექტემბერი.
საყვარელი ადამიანი მზრუნველობითა და სიყვარულით აგავსებთ. ეცადეთ, მისთვისაც ასეთი იყოთ. მეტი დრო დაუთმეთ პირად ჯანმრთელობას. უქმეებზე შანსი მოგეცემათ, რომ გარშემო მყოფებში ავტორიტეტი აიმაღლოთ.
კვირის საუკეთესო დღეები: პირველი, 4 ოქტომბერი.
მაქსიმალურად მოინდომეთ, რომ სახლშიც და სამსახურშიც საქმეები საუკეთესოდ გქონდეთ შესრულებული. არ გაებუტოთ ოჯახის წევრებს. პარასკევს საყვარელ ადამიანს რომანტიკული შეხვედრა დაუნიშნეთ. კარგი იქნება, თუ დილაობით ივარჯიშებთ. უქმეებზე მგზავრობა და საყვარელ ადამიანებთან შეხვედრა გელით.
კვირის საუკეთესო დღეები: პირველი, 2 ოქტომბერი.
კვირის დასაწყისში საინტერესო ნაცნობობა გელით. ოჯახის წევრებს აკლიათ თქვენი ყურადღება და შეიძლება ამის გამო პრეტენზიები წამოგიყენონ. უქმეები ახლობლებთან ერთად ქალაქგარეთ გაატარეთ. ნუ მოაკლებთ მზრუნველობას ბავშვებს, მათთან ერთად იმხიარულეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 2, 3 ოქტომბერი.
მთელი დრო და ენერგია სამსახურის საქმეებს უნდა მოახმაროთ, მაგრამ შედეგსაც კარგს მიიღებთ. შუა კვირაში არ აჰყვეთ პროვოკაციებს. მოერიდეთ უსიამოვნო ადამიანებთან კონტაქტს, უფრო მეტიც, განდევნეთ ასეთი ადამიანები თქვენი ცხოვრებიდან. უქმეებზე დაკავდით რემონტით, ბინის კეთილმოწყობით.
კვირის საუკეთესო დღეები: პირველი, 2 ოქტომბერი.
ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. იყავით დაკვირვებული და ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების. კარგი კვირაა პირადი ურთიერთობის დასარეგულირებლადაც. უქმეები სწავლას უნდა დაუთმოთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 3, 4 ოქტომბერი.
დასვენება, ბუნებაში ხეტიალი და განმარტოება მოგინდებათ. შუა კვირაში შეიძლება რისკზე წასვლამ მოგიწიოთ და გაფრთხილდით, რათა არ დაზარალდეთ. რაც უფრო მეტი საქმე გექნებათ შესასრულებელი, მით მეტად გამოავლინეთ თქვენი დადებითი თვისებები. უქმეებზე დაგეგმეთ საოჯახო საქმეები და საყიდლები.
კვირის საუკეთესო დღეები: 28, 30 სექტემბერი.
კვირის დასაწყისში მაქსიმალურად გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები, რათა გარშემო მყოფების აღიარება დაიმსახუროთ. კვირის განმავლობაში მოსალოდნელია კონტაქტები, შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან. მეუღლე დაგეხმარებათ თქვენთვის უცხო საკითხებში გარკვევაში. უქმეებზე გააკეთეთ ის, რაც დიდი ხანია გსურდათ.
კვირის საუკეთესო დღეები: პირველი, 4 ოქტომბერი.
იყავით სიახლეებისთვის, სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც მზად. შეიძლება მოგინდეთ უკეთესი ცხოვრება, ხარისხიან ეტაპზე გადასვლა. რთულ სიტუაციებში დახმარებისთვის მიმართეთ ახლობლებს. უქმეები ქალაქგარეთ გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: პირველი, 4 ოქტომბერი.
იყავით მომზადებული, საინტერესო მამაკაცი შეიძლება გაიცნოთ და შანსი ხელიდან არ გაუშვათ. შუა კვირაში საინტერესო საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ. უქმეებზე მეგობრებს შინ ან აგარაკზე უმასპინძლეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 2, 3 ოქტომბერი.
რასაც უნდა აკეთებდეთ, საყვარელი ადამიანის მოსაზრება მოისმინეთ. მეტად იფიქრეთ ოჯახის კეთილდღეობაზე, გამრავლებასა და გამდიდრებაზე. შუა კვირაში თუ მგზავრობა გიწევთ, განსაკუთრებით, შორ მანძილზე, ფრთხილად და დაკვირვებულად იყავით. უქმეებზეც მუშაობა მოგიწევთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 29, 30 სექტემბერი.