პირველი, რაც უნდა შეგახსენოთ, რეტროგრადული (უკანმავალი) მარსის პერიოდში გეგმიური ოპერაციები არ დანიშნოთ. გადაუდებელზე, რა თქმა უნდა, არაფერს ვამბობთ. ამ კვირაში მთვარე კლებადია. კარგია შემდეგი პროცედურების ჩატარება: კანის გაწმენდა, წონის დაკლება, კბილებიდან ნადებისა და ქვების მოცილება, ეპილაცია. 5-11 ოქტომბრის შუალედში შეჭრილი თმა დიდი ხნით შეინარჩუნებს ფორმას. ორი ბოროტი პლანეტა - მარსი და პლუტონი დაუპირისპირდება ერთმანეთს. ამიტომ ფრთხილად ტრავმებთან, აგრესიასთან.
5 ოქტომბერი - დინჯი მთვარე კუროშია. კარგი დღეა კოსმეტოლოგთან ჩასაწერად. გემრიელობის ჭამით გაგიუმჯობესდებათ განწყობა. სასარგებლოა - თევზი და ზღვის პროდუქტები.
- კარგია - წარბების კორექცია, კანის პილინგი, სკრაბი, პარაფინის პროცედურები, თმის შეღებვა.
- ცუდია - მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას ტუჩებზე, ყელის გაციებას ან გადატვირთვას (თუნდაც, ხმამაღალი ლაპარაკით).
პროცედურებით არ ჩაერიოთ კისრისა და ყელის ზონებში. არ მიიღოთ ცივი სასმელები და საკვები.
6 (8:04-დან) - 8 ოქტომბერი (19:47-მდე) - ცვალებადი მთვარე ტყუპშია. კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს.
- კარგია - სუნთქვითი ვარჯიში, მასაჟი, არომათერაპია.
- ცუდია - მანიკიური, ფრჩხილების დაგრძელება, ნებისმიერი მანიპულაცია ხელებთან.
8 (18:47-დან) - 10 ოქტომბერი - ემოციური მთვარე კირჩხიბშია. იმატებს მგრძნობელობა. დიასახლისებს საჭმელი გამოსდით განსაკუთრებით გემრიელი. სასარგებლოა პურისა და სხვა ფქვილეულის გამოცხობა. არ გადატვირთოთ კუჭი.
- კარგია - აბაზანის მიღება. კარგ შედეგს მოგიტანთ დამატენიანებელი კრემების გამოყენება.
- ცუდია - კუჭის გამოკვლევა, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან, ტყუილის თქმა.
11 ოქტომბერი - არტისტული მთვარე ლომშია. მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების სურვილი. გავუფრთხილდეთ გულს. არ გადაიღალოთ. მოიმატებს ფლირტის სურვილი. ვუფრთხილდებით გულს.
- კარგია - ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები, ფუტკრის ნაწარმზე დამზადებული კრემების გამოყენება.
- ცუდია - ყურების გახვრეტა, ორთქლის აბანო, სახის გაწმენდა, მარილიანი პროდუქტების ჭამა.