ასტროლოგი ხათუნა ნოელი ხვალიდან მოსალოდნელი ასტროლოგიური მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ზოდიაქოს ნიშნებს რეკომენდაციებით მიმართავს:
"ცაზე ხვალ მერკურისა და ურანის ზუსტი ოპოზიცია დგება, რაც გვაიძულებს, მეამბოხეები გავხდეთ და არსებულ წესებს დავუპირისპირდეთ. მოუთმენლობა, ჩარჩოების დანგრევის და ცვლილებების უზომო წყურვილი შესაძლოა ცოტა უადგილოდაც ჩანდეს გარედან, მაგრამ ეს ჩვენი შინაგანი აფორიაქებულობის შეგრძნებების ბრალია და ხვალ ამას ვერსად გავექცევით. ეცადეთ, მოჭარბებული ენერგიის ნაკადი კონსტრუქციულ არხში გადაუშვათ, მაგალითად, დაკავდეთ რაიმე გონებრივი სამუშაოთი, იკითხოთ ფანტასტიკის ჟანრის წიგნი ან ანალოგიური მიმართულების ფილმს უყუროთ. მით უმეტეს, რომ წინასწარ დაწყობილი გეგმები მაინც შესაცვლელი გაგიხდებათ.
- მნიშვნელოვან საბუთებს ხვალ ხელს არ ვაწერთ, ისეთს, რაც ხანგრძლივვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი.
- ახალი ნაცნობობის გაბმასაც ვერიდებით.
- ვფრთხილობთ საჭესთან და გადასასვლელებზე.
- ტექნიკაც შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს.
- ფიზიკურად დიდად არ ვტვირთავთ ორგანიზმს.
- სწავლის დაწყება - არა, სამოგზაუროდ წასვლა - არა, მნიშვნელოვანი საყიდლები - არა.
დანარჩენი ყველაფერი დასაშვებია", - წერს ასტროლოგი.
ცნობისთვის, 4 ოქტომბრიდან პლანეტა პლუტონი დირექტული გახდა. ახლა პლუტონი თხის რქის ზოდიაქოშია. აქ დარჩება 2026 წლამდე და ბევრ რამეზე მოახდენს გავლენას. მასთან ერთად არიან სატურნი და იუპიტერი და სწორედ ამ სამეულის ბრალია ის, რაც ახლა სამყაროში ხდება. პლუტონი ტრანსფორმაციაზეა პასუხისმგებელი. ცვლილებებია მოსალოდნელი ძველ სტრუქტურებში, მაღალ ეშელონებში, საზღვრებში. პლუტონი ორი ნიშნის - ვერძისა და მორიელის სიმბოლოა. ის კრიზისებსა და ექსტრემალურსაც მართავს.
პლუტონი მოგაცილებთ ყველაფერ იმას, რამაც საკუთარი თავი ამოწურა.
ყურადღება მიაქციეთ იმ სფეროებს, რომლებსაც თქვენს პირად რუკაში პლანეტა პლუტონი მართავს.
ამასთან, 14 ოქტომბრიდან მერკური რეტროგრადული გახდება სამ ნოემბრამდე. მორიელის მე-12 გრადუსიდან დაბრუნდება სასწორის ზოდიაქოში, 26-ე გრადუსში და მერე, როცა სვლას გაასწორებს, ისევ გადავა მორიელში. გაიხსენეთ შარშანდელი ეს პერიოდი, როცა მერკური რეტროგრადული იყო ისევ ამ ნიშნებში. რა მოხდა მაშინ? იქნებ რაღაც საქმეს, ადამიანებთან დამოკიდებულებას უნდა გადახედოთ. გირჩევთ, საკუთარ თავს მეტად ჩაუღრმავდეთ, გაერკვეთ თქვენს თავში, სულიერ მოთხოვნებში. კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში არ ღირს კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა. გაგრძელება