ვერძი
მეტად გამოავლინეთ დამოუკიდებლობა და მიზანმიმართულება. შუა კვირაში მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. მარტოხელებს პარასკევს რომანტიკული ნაცნობობა გელით. კვირა საოჯახო საქმეების შესრულებას დაუთმეთ. საღამოები ნათესავების გარემოცვაში გაატარეთ.
- კვირის საუკეთესო დღეები: 17, 18 ოქტომბერი
კურო
კვირის დასაწყისში თავდაჯერებულობა გამოავლინეთ. გაფრთხილდით, რომ არ დაკარგოთ პირადი ნივთები, არსად დაგრჩეთ მნიშვნელოვანი საბუთები. შუა კვირიდან პოზიტივი და იმედი დაგიბრუნდებათ და მთების გადადგმას შეძლებთ. უქმეებზე აუცილებლად შეხვდით ნათესავებს.
- კვირის საუკეთესო დღეები: 13, 14 ოქტომბერი
ტყუპი
კვირა სიურპრიზებით დაიწყება. მზად იყავით ცვლილებებისთვის. ოთხშაბათიდან მოერიდეთ ოჯახის წევრებთან საქმეების გარჩევას. გამონახეთ დრო, რომ საოჯახო საქმეები შეასრულოთ, სახლისთვის აუცილებელი ნივთები შეიძინოთ. უქმეებზე ქალაქგარეთ გაემგზავრეთ ან შინ მეგობრებს უმასპინძლეთ.
- კვირის საუკეთესო დღეები: 12, 13 ოქტომბერი
კირჩხიბი
მიზანი მიღწეულია, მაგრამ ნუ გაჩერდებით, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გელით და მზად იყავით. შუა კვირაში ვალებს დაიბრუნებთ ან შეიძლება დიდი ხნის უნახავი ადამიანები გამოჩნდნენ თქვენს ცხოვრებაში. პარასკევი საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. კვირა ბავშვებთან ერთად ქალაქგარეთ გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 12, 15 ოქტომბერი
ლომი
ამ კვირაში დაწყებული საქმეები უნდა დაასრულოთ და სამომავლო გეგმებიც შეადგინოთ. დააკვირდით გარშემო მყოფების განწყობას, რა რექცია ექნებათ მათ თქვენს ქმედებაზე. უქმეებზე განმარტოვდით და საკუთარ სურვილებში გაერკვიეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 13, 17 ოქტომბერი
ქალწული
რეალურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები. ძირითადი დრო სამსახურის საქმეებს უნდა დაუთმოთ. 16-მდე დაასრულეთ დაწყებული პროექტები; სამშაბათამდე ახალი არაფერი დაიწყოთ. საღამოები შინ, ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. უქმეებზე შინ სტუმრები მიიღეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 13, 15 ოქტომბერი
სასწორი
ახლობლების რჩევებს მიაქციეთ ყურადღება. მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან, მეუღლესთან. გამონახეთ დრო და ბავშვებთან ერთად დაიწყეთ ვარჯიში. პარასკევს გაუთვალისწინებელი ხარჯი გელით. კვირას გონებაზე წინ გრძნობები დააყენეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 15, 17 ოქტომბერი
მორიელი
მაქსიმალურად მოერიდეთ გადაღლას, ახალი საქმეების დაწყებას, ახლობლებთან კამათს. აკონტროლეთ გამონათქვამები, რათა თქვენმა სიტყვამ გული არავის ატკინოს. უმჯობესია, მეტი დრო დაუთმოთ დაწყებული საქმეების დასრულებას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისა და ადამიანებისგან.
კვირის საუკეთესო დღეები: 13, 17 ოქტომბერი
მშვილდოსანი
სიყვარულის ტყვე გახდებით. ახალი გრძნობები ბავშვივით გაგიტაცებთ. თუმცა, უმჯობესია, რეალობას დაუბრუნდეთ. გაიხსენეთ, რომ ვალდებულებები გაკისრიათ კოლეგებისა და ოჯახის წევრების მიმართ. ენერგიული ხართ და დაგროვილ საქმეებს მარტივად გაუმკლავდებით. უქმეებზე ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა.
კვირის საუკეთესო დღეები: 12, 16 ოქტომბერი
თხის რქა
მთელ დრო და ენერგია სამსახურის საქმეებს უნდა დაახარჯოთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე, გაინებივრეთ გემრიელობით, მეგობრებთან შეხვედრით, სასურველი ნივთების შეძენით. გამონახეთ დრო და მოაგვარეთ საოჯახო საკითხები, გაერთეთ ბავშვებთან ერთად, მოინახულეთ მშობლები.
კვირის საუკეთესო დღეები: 17, 19 ოქტომბერი
მერწყული
სამსახურში დაგაფასებენ, როგორც კრეატიულ და იდეებით აღსავსე ადამიანს. შემოქმედებითი პროექტების განხორციელების საშუალება მომავალი კვირიდან მოგეცემათ. მატერიალური საკითხების მოგვარებაში დასახმარებლად მშობლებს მიმართეთ. კვირის ბოლოს ქალაქის საყვარელ ადგილებში გაისეირნეთ, სადაც რომანტიკული ნაცნობობა გელით.
კვირის საუკეთესო დღეები: 13, 16 ოქტომბერი
თევზები
გწამდეთ საკუთარი თავის. იყავით აქტიური და მიზანსწრაფული. გააკეთეთ თქვენი საქმე ხარისხიანად და რაც მთავარია, მიიყვანეთ ბოლომდე. ახლობლები სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებიან. თუ აუცილებლობა არაა, შორ მანძილზე ნუ გაემგზავრებით. უქმეები შინ, ოჯახთან ერთად გაატარეთ.
- კვირის საუკეთესო დღეები: 14, 18 ოქტომბერი