16 ოქტომბერს ახალმთვარეობა გვაქვს სასწორის ზოდიაქოში. ეს არის პარტნიორობის, დიპლომატიურობისა და ჰარმონიის ნიშანი. იყავით პოზიტიურ განწყობაზე. ეცადეთ, მიმზიდველად გამოიყურებოდეთ საწინააღმდეგო სქესისთვის, პარტნიორებისთვის. სრულად ახალმთვარეობაზე შეგიძლიათ იხილოთ ვრცელი სტატია .
ახლა კი ვნახოთ, რა გელით ამ ახალმთვარეობაზე თქვენი ზოდიაქის ნიშნის მიხედვით. პროგნოზი შეგიძლიათ ნახოთ თქვენი მზის მიხედვით. აგრეთვე, თუ იცით, სად მდებარეობს თქვენი ასცენდენტი და მთვარე, მათ პროგნოზებსაც გაეცანით.
მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ პარტნიორულ ურთიერთობებს - სასიყვარულოსაც და საქმიანსაც. იყავით დაკვირვებული კონტრაქტების გაფორმებისას. თქვენი მმართველი პლანეტა - მარსი ახლა რეტროგრადულია. გადახედეთ პარტნიორულ ურთიერთობებს, გამოასწორეთ შეცდომები ან დაუსვით წერტილი თქვენთვის უსიამოვნო კავშირებს. გადახედვას ითხოვს კონტრაქტებიც. შეიძლება რაღაც შეგეცვალოთ კლიენტებთანაც. ასეთ ახალმთვარეობაზე გირჩევთ მოაწყოთ საოჯახო დღესასწაულები. ზოგი შეიძლება მშობელი გახდეს (ან გაიგოს რომ გახდება). ზოგმა შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტოს. აგრევე, მარტოხელებს ელით რომანტიკული ნაცნობობა.
გააქტიურდება ჯანმრთელობისა და ყოველდღიური ვალდებულებების საკითხები. გადაიხედება თქვენი საქმეები, კონტრაქტები, შეიძლება შეგეცვალოთ სამსახური. თუ პირადი ბიზნესი გაქვთ, გადახედეთ საქმიან პარტნიორებს, თქვენზე მომუშავე პერსონალს. შეიძლება ზოგი შეცვალოთ. გაიჩინო ან თუ უკვე გყავთ, მეტი დრო დაუთმოთ შინაურ ცხოველებს. ნუ დატოვებთ უყურადღებოდ თქვენს ჯანმრთელობას. გამოჩნდება ახალი ექიმი ან მკურნალობის ახალი მეთოდი. ანუ ახალმთვარეობა თქვენთვის სასარგებლოდ გამოვლინება. გამორიცხული არაა, რომ საბოლოოდ გამოჯანმრთელდეთ. თუ არაფერი გაწუხებთ, ჩაიტარეთ გეგმიური გამოკვლევა. კარგი იქნები, თუ ცხოვრების ჯანსაღ წესს დაიცავთ, გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან. შეგიძლიათ უკვე გამოცდილ დიეტასაც კი მიუბრუნდეთ.
ახალმთვარეობა გართობის, მხიარულებისა და რომანტიკული თავგადასავლების განწყობაზე დაგაყენებთ. საშუალება მოგეცემათ, განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები, მიუბრუნდეთ ჰობის. მეტი დრო დაუთმოთ შვილებს. მათთან ერთად სწავლასა და მხიარულებას. ზოგიერთი, ვისი ცხოვრებაც სცენასთანაა კავშირში, მეტად გამოავლენს თავის ნიჭს, შანსი მოგეცემათ სცენაზე გამოსვლის. გამორიცხული არაა, რომ აღდგეს ის საქმე, რაც ადრე მიტოვეული გქონდათ. სპორტსმენებმა კი შეიძლება კარგ შედეგებს მიაღწიოთ ან წინა შედეგი გააუმჯობესოთ. ზოგიერთი შვებულებით დატკბება, ზოგს კი პირველი სიყვარული ეწვევა. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ყოფილი შეყვარებულიც დაგიბრუნდებათ. აი, ურთიერთობის გაგრძელება კი უკვე თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.
ოჯახური საქმეები, მშობლები და საბინაო საკითხები უნდა მოაგვაროთ. შეიძლება, სურვილი გაგიჩნდეთ და მოინახულოთ მშობლიური ადგილები, დიდი ხნის უნახავი ნათესავები. შინ მოგინდებათ სტუმრების მიღება და მათთვის ოჯახური დღესასწაულების მოწყობა. გაგიჩნდებათ სურვილი, გაიუმჯობესოთ საბინაო საკითხები ან სულაც შეაკეთოთ მწყობრიდან გამოსული ნივთები. შეიძლება გაიგოთ, რომ თქვენს ნათესაობაში მატებაა, ან სულაც თქვენს ოჯახში გაჩნდეს ბავშვი. გამორიცხული არაა, რომ მოგინდეთ ახალ ბინაში გადასვლა, საცხოვრებელი მისამართის შეცვლა. შეიძლება დასრულდეს თქვენი სახლის მშენებლობა. საბოლოოდ გადაიფორმოთ უძრავი ქონება, ან გაყიდოთ ის, რასაც დიდი ხანია ყიდით. თუ მატერიალური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, შეიძინეთ ბინისთვის ანტიკვარიატი, თუნდაც ოჯახიდან გამოტანილი ნივთები.
მეგობრები და ყოველდღიური ურთიერობები გახდება აქტუალური. შეიძლება გახშირდეს კონტაქტები და მიმოსვლა მეზობლებთან, და-ძმებთან ან მათზე რაღაც ინფორმაციას მიიღებთ. თუ საბუთების მოგროვება-გაფორმებით იყავით დაკავებული, ამ პერიოდში თქვენთვის სასიკეთოდ დაასრულებთ. ზოგიერთმა შეიძლება სარფიანად გაყიდოს თავისი ნივთები. ზოგი კი ახალ სასწავლო ტრენინგზე ჩაეწეროს, თუნდაც კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. კარგი პერიოდია გამოცდების გადასაბარებლად. თუნდაც მართვის მოწმობის ასაღებად. ზოგიერთმა შეიძლება ტექნიკის ან ავტომობილის შეკეთება გადაწყვიტოს. გამოჩნდებიან მეგობრები ან ნათესავები, რომლებთანაც დიდი ხანი არ გიკონტაქტიათ. გაგრძელება