19-25 ოქტომბრის სილამაზის კალენდარი

19-25 ოქტომბრის სილამაზის კალენდარი
ეს კვირა რეტრო მერკურისა და რეტრო მარსის პერიოდია. გეგმიური ოპერაციების ჩატარებას, იმიჯის შეცვლას და კოსმეტოლოგიურ პროცედურებს არ გირჩევთ.
კვირის დასაწყისში მოიმატებს ნევროზულობა. არ გადაიღალოთ სულიერად და ფიზიკურად. საღამოობით სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ, ბალახების ჩაი მიირთვით.

19 ოქტომბერი (8:44-დან)-21 ოქტომბერი - მთვარე ხალისიან მშვილდოსანშია. კანისთვის გამოიყენეთ ცხიმიანი კრემები, რომლებიც ზეითუნის, ყურძნის კურკის ზეთზეა დამზადებული ან ორგანულ ცხიმებზე. მოსაფრთხილებელია ღვიძლი, უარი თქვით ალკოჰოლზე. ჩაცმულობაში მეტად გამოიყენეთ ლურჯი, ძოწისფერი.

  • პლუსი - ესტუმრეთ სპა-სალონს, კარგია პილინგი, კანზე წარმონაქმნების მოშორება, აგრეთვე,
    ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა.
  • მინუსი - მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას, განსაკუთრებით - ლიპოსაქციას.

21 (10:45-დან)-23 ოქტომბერი (16:18-მდე) - მთვარე თავშეკავებულ თხის რქაშია. მკაცრი და კონსერვატიული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გაკეთდეს. გაუფრთხილდით კბილებს, ძვლებს.

  • კარგია - პედიკიური, პილინგი, თმის ნიღბების გაკეთება. ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ შავსა და ნაცრისფერს.
  • ცუდია - კბილების მკურნალობა, ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან სისტემაში.

23 ოქტომბერი (16:18-დან)-25 ოქტომბერი - ექსტრავაგანტური მთვარე მერწყულშია. მოგინდებათ, ხალხის მასისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ, სამოსში ორიგინალურობის გამოკვეთა. ჩაცმულობაში უპირატესობა მიანიჭეთ ელექტრიკ ფერებს, ფერთა უჩვეულო შეხამებას. კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.

  • კარგია - რეიკი, სუჯოკ თერაპია, ეპილაცია, პილინგი, იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები.
  • ცუდია - პლასტიკური ოპერაციები, აპარატული კოსმეტოლოგია.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93