დაბადების დღის აღნიშვნა ბევრ ადამიანს არ უყვარს. უფრო მეტიც, შეიძლება ამ დღის მიმართ აგრესიაც კი ჰქონდეს, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ თქვენი დაბადების დღე თქვენი პირადი ახალი წელია. ამ დღეს მთელი წლის პროგრამა იწერება და როგორც შეხვდებით "ახალ წელს", ისეც გაატარებთ მომდევნო 12 თვეს. თუ აზრი შეგაცვლევინეთ, მოგვყევით - საინტერესო ინფორმაციები მოგიმზადეთ, რათა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ბედნიერი გახდეთ. თუ თქვენს იუბილემდე დიდი დროა დარჩენილი, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ახალი წლიდან დაიწყოთ 12 ჯადოსნური დღის აღნიშვნა, ან ჩინური ახალი წლიდან, ან სულაც ასტროლოგიური მნიშვნელოვანი დღეებიდან (ზამთრის ბუნიობა, დაახლოებით 21-22 დეკემბერი ან გაზაფხულის ბუნიობა - 21-22 მარტი). ერთი სიტყვით, წელიწადში რამდენიმე პერიოდია, როცა ცხოვრების საინტერესოდ დაწყების შანსი გეძლევათ.
დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე, ზოგს ერთი თვით ადრე სირთულეები, დაძაბულობები ეწყება. ანუ ეს არის პერიოდი, როცა მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი უსიამოვნებების გამო ახლა მოგეთხოვებათ პასუხი. ძალიან ბევრი გრძნობს ენერგიის ნაკლებობას. თუ ასეთი რამ ხშირად ხდება, ე.ი. ვიღაცას აბრაზებდით, აწყენინეთ, ისე არ იქცეოდით, როგორც საჭირო იყო და ა.შ. საქმე ისაა, რომ დაბადების დღემდე თქვენი პირადი მზე შესუსტებულია. ამიტომ, მეტად იყავით მომართული დასვენებაზე, ნუ დახარჯავთ ზედმეტ ენერგიას. მნიშვნელოვანია დაბადების დღეები, როცა ადამიანი 33 ან 66 წლის ხდება. ეცადეთ, მეტად დაკვირვებული იყოთ. შეგიძლიათ მნიშვნელოვანი მომენტები ჩაიწეროთ კიდეც, მომავალში ცხოვრება რომ გაიმარტივოთ. ზოგიერთი დაბადების დღემდე მარხულობს, განმარტოვდება ან ქველმოქმედებას იწყებს (ფულით, ნივთებით). გირჩევთ, დაბადების დღეს და წინა დღესაც ჩაიტაროთ გამწმენდი პროცედურები, თუნდაც აბანოში წახვიდეთ. კონკრეტულად დაბადების დღეს კი გაღვიძებისთანავე შეიქმნათ პოზიტიური განწყობა. არანაირი სინანული, ცრემლები და უსიამოვნო ფრაზები.
მაშ ასე, ასტროლოგიურად დაბადების დღეს სოლარი ჰქვია. მთელი წლის განმავლობაში მზე წრეს აკეთებს, ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს მოივლის და სწორედ იმ დღეზე დგება, რომელშიც თქვენ დაიბადეთ. სწორედ ამ დღესაა თქვენი დაბადების დღე და იწყება თქვენი ახალი წელი. ძალიან მნიშვნელოვანია დაბადების დღის შემდეგი 12 დღე. თითოეული განსაკუთრებულ ენერგეტიკას შეიცავს და სასურველია მათი გარკვეული წესებით გატარება, რადგან ეს 12 დღე შეესაბამება 12 თვეს და სასურველია, 12-ვე დღე გარკვეული წესების დაცვით გაატაროთ.
თუმცა, უნდა გითხრათ, რომ აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია დაბადების დღის წინა 7 დღეც:
აქ თითოეული დღე თითოეულ პლანეტას შეესაბამება და მათი გარკვეული თვისებები გვაქვს გასათვალისწინებელი. გადათვალეთ 7 დღე თქვენს დაბადების დღემდე. ბოლოდან პირველი არის მთვარის დღე. მას ორშაბათის დღის თვისებები გააჩნია. სასურველია, მიიზიდოთ მთვარის ენერგია. მთვარე არის ჩვენი თავი. ამიტომ იზრუნეთ საკუთარ თავზე, დაფიქრდით, ვინ გსურთ, რომ იყოს თქვენს გარემოცვაში, ან ვინ უნდა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან. ამ დღეს არ გეკრძალებათ სენტიმენტების გამოვლენა. უფრო მეტიც, შეგიძლიათ ფილმებსაც კი უყუროთ, რომლებიც ემოციებს (იცინოთ, იტიროთ) აღძრავენ თქვენში. თუ მოგინდებათ, შინ ჰარმონიული განწყობა შექმენით, რამე გემრიელი მოამზადეთ. გაუმასპინძლდით დედას. თუ ადრე გერიდებოდათ ახლობლებისთვის რაიმეს თხოვნა, დღეს შეგიძლიათ ითხოვოთ, რომ ახლობლებმა მეტი მზრუნველობა გამოავლინონ თქვენ მიმართ. გაგრძელება