ლილიტი - ეს არის ფიქტიური წერტილი. ეს არ არის პლანეტა, მაგრამ მას უსაზღვროდ დიდი გავლენა აქვს თითოეულ ადამიანზე. ლილიტი მთვარის უკიდურესი წერტილია. მთვარე კი არის ჩვენი ემოციები, ჩვენი ქვეცნობიერი. ხოლო ლილიტი არის ჩვენი ნეგატიური ემოციები, ჩვენი ცდუნება, ჩვენი ინსტინქტები, თუ გნებავთ, ყველაფერი ეშმაკისეული, ჩვენი ნეგატიური ქვეცნობიერი, რომელიც პერიოდულად ცდილობს თავის გამოვლენას. აგრეთვე, ჩვენი შიშები, მანიპულაცია, მისწრაფება. არ შეიძლება არ დავასახელოთ ლილიტის პოზიტიური თვისებებიც. ესენია: ტალანტი, საბედისწერო შემთხვევები, მნიშვნელოვანი ცვლილებები, ახალ საფეხურზე გადასვლა.
ადამიანი ყველაზე მეტად გრძნობს ლილიტის გავლენას 9-წლიან პერიოდში: 9, 18, 27 და ა.შ. წლებში. გაიხსენეთ, რა ხდებოდა ამ წლებში თქვენს ცხოვრებაში. სხვათა შორის, თუ ახლა 9-წლიანი პერიოდი გაქვთ, მეტი დაკვირვება მოგეთხოვებათ (განსაკუთრებით, 45 და 54 წლის). ამ პერიოდში შეიძლება თავიდან გაიცნოთ თქვენი თავი, შიშები, მისწრაფებები და ცდუნებები. ეცადეთ, არ გაიჩინოთ მავნე თვისებები, რადგან მათი შეთვისება 9-წლიან პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია. ადამიანი, ვისაც ლილიტი კუროში ჰყავს, მომართულია ან მრავალრიცხოვან სასიყვარულო რომანებზე, ან სიყვარულით სახელის მოხვეჭაზე და, რა თქმა უნდა, ფულის, ქონების, სიმდიდრის დაგროვებაზე. კუროში ლილიტის გამოვლენის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ბერძენი მილიარდერი არისტოტელე ონასისი, რომელიც სტატუსისთვის ამერიკის პრეზიდენტის, ჯონ კენედის ქვრივზე - ჟაკლინზე დაქორწინდა. მანამდე კი მრავალწლიანი რომანი ჰქონდა მსოფლიოში ცნობილ ოპერის მომღერალ მარია კალასთან. გაგრძელება