სულ ცოტა ხნის წინ, თუ პირველი ბავშვის გაჩენის დროს მომავალი დედა 25 წლის იყო, დაგვიანებულ მშობიარობად ითვლებოდა! მაგ. გასულ საუკუნეში იდეალური ასაკი ბავშვების გასაჩენად 20–27 წელი იყო. მაგრამ მეცნიერების მიერ გაკეთებულმა ბოლო აღმოჩენამ ეს თეორია უარყო და სულ სხვა სტანდარტები დაადგინა. როგორც გაირკვა, საუკეთესო ასაკი პირველი ბავშვის გასაჩენად არა 20-27, არამედ 34 წელია.
თუმცა ფიზიოლოგიური მზადყოფნა ერთია, ხოლო ფსიქოლოგიური და მატერიალური – სულ სხვა... და დედობის ასაკი, სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალბატონებისთვის, განსხვავებულია:
ვერძი
ქალი-ვერძი ხშირად იმყოფება ემოციების ზეგავლენის ქვეშ, თუმცა ეს მას ხელს არ უშლის, რომ საკმაოდ პრაქტიკული იყოს. ამიტომ, ამ ნიშნით დაბადებულები საკუთარ ცხოვრებაში ბავშვის გამოჩენას სრული სერიოზულობით ეკიდებიან და ამ მომენტის მოსვლას ყველანაირად წელავენ. რაც შეეხება მიზეზს, მაგ. ეს შეიძლება, ფინანსური არასტაბილურობის განცდა იყოს. ერთადერთი, რამაც ვერძს შეიძლება 30 წლამდე ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილება შეაცვლევინოს — ეს დაუგეგმავი ფეხმძიმობა არის.
კურო
კუროები პრაქტიკულები, წინდახედულები არიან და სურთ, რომ პირველი შვილის გაჩენის მომენტისთვის საფუძვლიანი მატერიალური ბაზა და საკუთარი უძრავი ქონება ჰქონდეთ. ისინი შვილებს მხოლოდ მაშინ აჩენენ, როდესაც დარწმუნებულნი არიან, რომ ამის გაკეთება ნამდვილად უნდათ. დედობის სურვილი კი მათ, ჩვეულებრივ, 30 წლის ასაკისკენ უჩნდებათ.
მარჩბივი
ტყუპების ნიშნით დაბადებული ქალბატონებისთვის, ამ მხრივ, არანაირი წესი არ არსებობს. ჩვეულებრივ, ისინი ძალიან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობენ, დიდხანს ირჩევენ იმ ერთადერთს და განუმეორებელს... ბავშვის ყოლის სურვილი ყოველთვის გააზრებული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დედობრივმა ინსტინქტმა მათში შეიძლება მხოლოდ შვილის დაბადების შემდეგ გაიღვიძოს. ყველაზე ხშირად ტყუპები პირველ შვილს 27-30 წლის ასაკში აჩენენ.
კირჩხიბი
წინა ზოდიაქოს ნიშნების ქალბატონების მსგავსად, არც კირჩხიბი ჩქარობს პირველი შვილის გაჩენას. ამ ნიშნით დაბადებულებისთვის დედობის იდეალური მომენტი 25 წლის შემდეგ დგება. ისინი გააზრებულად იღებენ გადაწყვეტილებას და ბავშვის გაჩენისთვის, როგორც მორალურად, ისე მატერიალურად მზად არიან. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია პასუხისმგებელ დედად ყოფნა, რომელიც აღმზრდელობით პროცესში მთლიანად იქნება ჩართული.
ლომი
ლომის ნიშნით დაბადებული ქალბატონებისთვის პირველ ადგილზე ყოველთვის კარიერა და ფინანსური კეთილდღეობა არის. ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილებას მხოლოდ გარკვეული სიმაღლის მიღწევის შემდეგ იღებენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დედობაზე ფიქრს ისინი 20 წლის ასაკიდან იწყებენ. მაგრამ იმასაც აცნობიერებენ, რომ დედობა — პასუხისმგებლობა არის და პირველ რიგში, იმაზე ფიქრობენ, საკუთარი შვილისთვის რის მიცემას შეძლებენ. გაგრძელება