ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის
მთე­ლი თვე ფუ­ლის მო­ძი­ე­ბით ან ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბით იქ­ნე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი. გა­გიჩ­ნდე­ბათ სურ­ვი­ლი, შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თ წყა­როს მი­აგ­ნოთ. თუ პი­რა­დი ბიზ­ნე­სი გაქვთ, მო­გინ­დე­ბათ მისი გა­ფარ­თო­ე­ბა. ზო­გი­ერ­თმა კი შე­იძ­ლე­ბა უცხო­ე­თი­დან მო­ი­ზი­დოს ფი­ნან­სე­ბი. სამ­სა­ხურ­ში შე­იძ­ლე­ბა ან და­მა­ტე­ბი­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გა­გიჩ­ნდეთ, ან ახალ პრო­ექ­ტში ჩა­ერ­თოთ. კარ­გად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო კარ­გად­ვე აგი­ნა­ზღა­ურ­დე­ბათ. თუ და­მა­ტე­ბი­თი ფული გა­გიჩ­ნდე­ბათ, სარ­ფი­ან საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და­ა­ბან­დეთ.

სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი


ნო­ემ­ბერ­ში მო­გე­მა­ტე­ბათ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და გო­ნებ­რი­ვი სა­მუ­შაო. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა დე­ტა­ლი­სად­მი. ეცა­დეთ, კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მო­აგ­ვა­როთ. გან­სა­კუთ­რე­ბით, ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა მო­გინ­დეთ სწავ­ლის
გაგ­რძე­ლე­ბა, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ხელ­საქ­მის კურ­სებ­ზეც კი ჩა­ე­წე­როთ. ამ თვე­ში შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ, მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი. თუ სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი ხართ, გა­სა­უბ­რე­ბა­ზე რაც უფრო მე­ტად გა­მო­ავ­ლენთ თქვენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და ნიჭს, მით უკე­თე­სია თქვენ­თვის.

ფული და სიყ­ვა­რუ­ლი



სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მე­ტად მომთმე­ნი უნდა იყოთ. მშვი­დო­ბის­კენ უნდა ის­წრა­ფვო­დეთ და არა ომის­თვის. მეტი დრო და­უთ­მეთ გა­რეგ­ნო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. შე­იძ­ლე­ბა ვარ­ცხნი­ლო­ბის შეც­ვლა გა­და­წყვი­ტოთ. მარ­ტო­ხე­ლებს ნო­ემ­ბერ­ში რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით, რო­მე­ლიც თუ ქორ­წი­ნე­ბით არ დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა, მყარ მე­გობ­რო­ბა­ში მა­ინც გადა­იზ­რდე­ბა. თუ უკვე ნა­პოვ­ნი გყავთ რჩე­უ­ლი, კონ­ფლიქ­ტე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნად მო­აგ­ვა­რეთ და და­შო­რე­ბამ­დე არ მიხ­ვი­დეთ. ეს თვე კარ­გია ნიშ­ნო­ბი­სა და ჯვრის­წე­რის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა მა­ტე­რი­ა­ლურ სფე­როს, თა­ვად უნდა იყოთ აქ­ტი­უ­რი, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მო­ი­თხო­ვეთ წარ­სულ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა. შან­სი გაქვთ, რომ ბევ­რს მი­აღ­წი­ოთ და არ იზარ­მა­ცოთ.

ჯან­მრთე­ლო­ბა


თვის და­სა­წყის­ში და­უბ­რუნ­დით ძველ ვარ­ჯი­შებს, მაგ­რამ ზო­მი­ე­რად, ძა­ლი­ან ნუ გა­და­იტ­ვირ­თე­ბით. თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში კი შე­გიძ­ლი­ათ მე­ტად და­იტ­ვირ­თოთ თავი. კარგი იქ­ნე­ბა, თუ სპორ­ტულ აქ­ტი­უ­რო­ბა­ში მე­უღ­ლე­საც აი­ყო­ლი­ებთ. ოჯახ­ში და­ნერ­გეთ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი. არ გა­და­იტ­ვირ­თოთ კუჭი, მეტი ია­რეთ ფე­ხით, გა­თა­ვი­სუფ­ლდით მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან. გახ­სოვ­დეთ, რომ სრულ­ფა­სო­ვა­ნი დას­ვე­ნე­ბა და ძილი სტრეს­თან ბრძო­ლის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93