თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თქვენს ფიზიკურზე.
როდესაც ჩვენ ამ კონკრეტულის დეფიციტს განვიცდით, ვკარგავთ რეალისტურ ხედვას საკუთარი თავის და გარემოს მიმართაც. პრიორიტეტები, ემოციები, ქცევა, ყველაფერი იცვლება. ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი ფსიქიკური აშლილობისკენ უფრო მიდრეკილია და გაცილებით ემოციურია, ვიდრე სხვები...
ვერძებს აქვთ ჩვევა, რომ ენერგია უკონტროლოდ ხარჯონ. ისინი მიდრეკილები არიან დაზიანებების, ანთების, მწვავე ინფექციების, მაღალი სიცხეების მიმართ.
ამ თანავარსკვლავედის ქვეშ დაბადებულმა ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ ცხიმიან საკვებს და ძალიან ცხარე სანელებლებს.
ისინი ყველაზე სწრაფად გამოჯანმრთელდებიან ბუნებაში, სუფთა ჰაერზე, ზღვის ან ზოგადად წყლის საშუალებით.
მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ნერვული სისტემა და ფარისებრი ჯირკვალი. ტყუპებს აქვთ მიდრეკილება ისეთი დაავადებებისკენ, როგორიცაა ბრონქიტი, ასთმა, ნერვოზი (სხვადასხვა სახის), თავის ტვინის ან ნაღვლის ბუშტის ანთება.
მათ მცირედი ნიშნებისაც კი ეშინიათ, რამაც შეიძლება მიუთითოს დაავადებაზე. ხშირად უხდებათ ჰიპოქონდრიასთან შეჭიდება. ტყუპებმა უნდა გაითვალისწინონ- როდის და რამდენს მიირთმევენ. ანუ, სწორი რაციონი შეარჩიეთ, მიირთვით თავის დროზე და არ იჩქაროთ, რადგან ტყუპები ამას ხშირად აკეთებენ მაშინ, როცა გონებრივად გადაღლილები და დატვირთულები არიან.
კირჩხიბის შემთხვევაში ყურადსაღებია: რევმატიზმი, სიმსივნეები, გასტრიტი, დეპრესია ან ისტერიკა და ყველა მემკვიდრეობითი დაავადება. მათ უნდა შეამცირონ სახამებლის, ცხიმის, ტკბილეულის რაოდენობა დიეტაში და ეცადონ, რომ ხილით გაამდიდრონ. მათ ყველაზე სწრაფად გამოჯანმრთელებთ მთის ჰაერი და ახლობლების გარემოცვა
მერწყულის ორგანიზმი კარგად რეაგირებს მწვანილებსა და ჰომეოპათიურ საშუალებებზე. მკურნალობის პროცესში ისინი უნდა მოერიდონ ტემპერატურის უეცარ ცვლილებებს და დიდ ფიზიკურ დატვირთვას. მერწყულისთვის ყველაზე სასარგებლო დასვენება და ძილია.