დინამიკური წელი გველოდება, მოულოდნელობა მოიმატებს, მაგრამ დისციპლინირებულობისა და პრაქტიკულობის გავლენით ხარის წელში ფინანსურ სფეროში თავს მეტად სტაბილურად იგრძნობთ. მოერიდეთ ავანტიურას, დაგეგმეთ ყველაფერი გულდასმით. განსაკუთრებით, თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენელი ხართ. შეიძლება ცოტა მეტი დრო დაგჭირდეთ, მაგრამ სასურველს აუცილებლად მიაღწევთ. მოერიდეთ ზედმეტ ამბიციურობას.
იყავით მიზანმიმართული, ნუ შეუშინდებით სირთულეებს. მოთმინებით აღიჭურვეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ და თავდაჯერებულად მიუახლოვდებით სასურველს. ზოგიერთმა შეიძლება საკუთარ თავში ახალ-ახალი ნიჭი აღმოაჩინოს.
2021 წელს ნუ ელოდებით, რომ ფული ციდან ჩამოგეყრებათ, ნურც ილუზიების განხორციელება მოგინდებათ. იყავით პრაქტიკული, ყველა სფეროში. გამოიყენეთ ის ცოდნა, რაც წლების განმავლობაში გაქვთ დაგროვილი. "აუჩქარებლად და ზედმეტი ნერვების მოშლის გარეშე" - აი, ეს ფრაზა გაიხადეთ წლის დევიზი და ასევე იმოქმედეთ. იყავით საკუთარი თავისა და ტრადიციების ერთგული, რათა არ შეილახოთ ის ავტორიტეტი, რაც უკვე გაქვთ საზოგადოებაში.
ჩინურ ასტროლოგიაში ხარი სამართლიანობის ინტუიციის, შრომისა და ნაყოფიერების სიმბოლოა. მისთვის სულიერება და გონება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ილუზიები და ღრუბლებში ფრენა. სტრატეგიულად უნდა იმოქმედოთ; სწრაფად უნდა შეძლოთ სიახლეებში ადაპტირება. რთული სიტუაციები მოსალოდნელია, მაგრამ შინაგან და გარეგან კრიზისებს ნუ ელით.
თეთრი მეტალის ხარის პერიოდში უნდა აკონტროლოთ ქმედებაც და ემოციებიც. არ გამოავლინოთ აგრესია. სოციალურ ცხოვრებაში იყავით თავშეკავებული. ყურადღება უნდა გამოვლინოთ სამყაროს მიმართ. ძაღლის, ვეფხვისა და ცხენის წლებში დაბადებულებმა უნდა დაამარცხოთ თქვენი უარყოფითი მხარეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონფლიქტებს ვერ გაუმკლავდებით
კატას (კურდღელი), თხასა (ცხვარი) და ტახს (ღორი) მეტად მართებთ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. აზარტით ჩაერთეთ ორიგინალური პროექტების განხორციელებაში. თუმცა, სწრაფ შედეგებს და მატერიალურ კეთილდღეობას ნუ ელით.
ნუ იქნებით ზედმეტად კონსერვატიული. ნუ შეეწინააღმდეგებით სიახლეებს, იყავით ლოიარული და ხშირად დათმეთ. ზაფხულის დადგომისთანავე მოიმატებს კარიერისკენ სწრაფვის სურვილი. გაგიმარტივდებათ გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა. საჭირო ადამიანებთან დამეგობრება.
ხარის წელი 2021 წლის 12 თებერვალს შემობრძანდება. ამ პერიოდიდან ადამიანებში მოიმატებს "რკინისებური" ხასიათი, მეტად ძლიერად და მამაცად იგრძნობთ თავს. წლის ფერია თეთრი. რაც სიბრძნის, ცივსისხლიანობისა და დიდსულოვნების სიმბოლოა. ჩინური კალენდრის მიხედვით 2021 წლის სტიქიებად რკინა და მიწაა მიჩნეული. ხარის წელში დაბადებული ადამიანები კი მეტად ავლენენ თავშეკავებულობას, მტკიცე ხასიათსა და სიჯიუტეს. ორი სტიქიის გავლენით, წელი ნაყოფიერებასა და კეთილდღეობას მოგვიტანს . დასტაბილურდება ფინანსური სფერო და რომანტიკული ურთიერთობა პარტნიორებს შორის. ადამიანები გულღიად დაიწყებენ თავიანთი გრძნობების გამოხატვას. ხარის წელში, გირჩევთ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ხარის წელში დაბადებულებთან. ამით წლის მმართველის კეთილგანწყობას დაიმსახურებთ.
ხარი პატიოსანი და სამართლიანია, კეთილშობილი და მიზანმიმართული. არაჩვეულებრივად შრომისმოყვარე და მიზნამიმართული. ის ვერ იტანს უხეშობას, შტერ და ლაქლაქა ადამიანებს. კონსერვატიულია, უყვარს კეთილი საქმეების კეთება, ადამიანების დახმარება. ის, ვისაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს და უსაფუძვლოდ ამბიციურია, უფრთხილდეს წლის მმართველს.
2021 წლის გლობალური და მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით. მშენებლობა, პირადი ბიზნესის დაწყება, დაწყვილება - ეს ყველაფერი წელს უნდა მოასწოროთ. განსაკუთრებით, თუ წინა წლებში კაპიტალი და ენერგია ჩადეთ მათში. გაგრძელება