ასტროლოგიური მოვლენები შემდეგნაირია: 30 ნოემბერს გველოდება მთვარის დაბნელება, 14 დეკემბერს - მზის. ახლა ე.წ. დაბნელების დერეფანში ვართ. მომატებულია ემოციურობა, ფატალურობა. არ გირჩევთ მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი შეხვედრების დაგეგმვას. დააკვირდით არსებულ ურთიერთობებს, რამდენად გამონახავთ საერთო ენას პარტნიორთან, რათა ბედნიერება მოიპოვოთ. გარდა ამისა, სიყვარულის პლანეტა ვენერა ნეპტუნისკენ მიიწევს (ზუსტი ასპექტი იქნება კვირას). მოიმატებს შემოქმედებითობა, რომანტიკულობა. მაგრამ თან უნდა გაფრთხილდეთ, არ გადავარდეთ ილუზიებში და არავის მოატყუებინოთ თავი.
30 ნოემბერი - ინფორმაციების, კონტაქტების, მიმოსვლების, ემოციების დღეა. კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის.
პირველი დეკემბერი - იყავით ფრთხილად მგზავრობისას. მოეშვით ლაყბობას. მეტად დაისვენეთ.
3 დეკემბერი - ემოციური და რომანტიკული დღეა. 11:44-დან 17:30-მდე მომატებულია ტრავმებისა და კონფლიქტების ალბათობა. ნუ იქნებით იმპულსური. საღამოს მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას.
4 დეკემბერი - რთული, დაძაბული დღეა. არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ. მეტად დაისვენეთ. რთულად წარიმართება შეხვედრა უფროსთან, ასაკით უფროს ადამიანებთან გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა.
უქმეებზე - 5-6 დეკემბერი - რომანტიკის, ურთიერთგაგების დღეა. დაკავდით საყვარელი საქმიანობით, განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები.
ვერძი
მიზანმიმართული და იმპულსური ხართ. ორშაბათი ის დღეა, როცა ემოციები მაქსიმალურად უნდა მოთოკოთ. საყვარელი ადამიანი ნერვებს გიშლით, მაგრამ ეცადეთ, ჯერ საკუთარ თავში გაერკვეთ, რა გსურთ მისგან და მერე მოსთხოვოთ მას პასუხი. მოერიდეთ ეჭვიანობის სცენების გამართვას გარშემო მყოფების თანდასწრებით.
- კვირის საუკეთესო დღეები: პირველი, 2 დეკემბერი.
კურო
საყვარელი ადამიანი სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ. ხშირად ჰკითხეთ რჩევა, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც თავად მიიღეთ. დაქორწინებულებს შორის იდილია დაისადგურებს. უქმეებზე მოამზადეთ გემრიელი კერძი და დესერტი.
კვირის საუკეთესო დღეები: პირველი, 4 დეკემბერი.
ტყუპი
პირადი ცხოვრება პირველ ადგილს იკავებს. თავად ხართ აქტიური, რომ გაიუმჯობესოთ არსებული კავშირი. მარტოხელებს ელით რომანტიკული ნაცნობობა, შეყვარებულებმა კი შეიძლება თანაცხოვრება გადაწყვიტონ.
- კვირის საუკეთესო დღეები: 30 ნოემბერი, 2, 3 დეკემბერი.
კირჩხიბი
პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მოგიწევთ. ემოციურობა პიკს აღწევს და ეცადეთ, გადაწყვეტილებები ცივი გონებით და დამშვიდებულმა მიიღოთ. მარტოხელებმა კვირას გაიცანით ახალი მამაკაცი, თუნდაც უცხოელი.
- კვირის საუკეთესო დღე: 2 დეკემბერი.
ლომი
თუ პირადი ურთიერთობები დაგირეგულირდებათ, ყველაფერს სხვა თვალით შეხედავთ და დაგროვილ საქმეებსაც კი მარტივად გაუმკლავდებით. შეყვარებულებმა გააცანით მშობლებს, შვილებს თქვენი პარტნიორი. მარტოხელებმა კი იაქტიურეთ, რომ გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება იმ ადამიანთან, ვინც მოგწონთ.
- კვირის საუკეთესო დღე: 5 დეკემბერი.
ქალწული
გარემოში არსებული სიტუაციაც გაფიქრებთ და პირადი ურთიერთობებიც. დაძაბულობა შეიმჩნევა ოჯახის წევრებს შორისაც. არ გაართულოთ დამოკიდებულება მშობლებთან. საყვარელ ადამიანთან ერთად მშვიდად მოაგვარეთ რემონტთან და ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები. უქმეებზე მოამზადეთ რომანტიკული ვახშამი.
- კვირის საუკეთესო დღეები: 2, 3 დეკემბერი.
სასწორი
პირად ცხოვრებაში კონფლიქტები შეიძლება წვრილმანების გამოც კი წარმოიქმნას. პარტნიორში ეგოსტურობა მოიმატებს და მას "არა" არ ესმის. ყველაზე კონფლიქტური დღე ხუთშაბათია. იყავით მაქსიმალურად მშვიდი, რთული დღეები მალე გაივლის.
- კვირის საუკეთესო დღეები: პირველი, 2, 3 დეკემბერი.
მორიელი
ახალი ადამიანის გაცნობა და სიყვარულში თავით გადავარდნა გელით. იყავით მზად თვბრუდამხვევი თავგადასავლისთვის და რაც მთავარია, აქტიურობისთვის. შინაგანი ემოციების დამშვიდებას უქმეებზე შეძლებთ. კვირა ჰარმონიული და მშვიდი დღეა.
- კვირის საუკეთესო დღეები: 2, 3 დეკემბერი.
მშვილდოსანი
ორშაბათი ემოციურად რთული დღეა. შეიძლება დაშორდეთ პარტნიორს, დაემშვიდობოთ მოძველებულ წყობას, გათვისუფლდეთ ფსიქოლოგიური დამოკიდებულებისგან. ხუთშაბათს და კვირას ინტერნეტნაცნობობისთვის მოიცალეთ.
- კვირის საუკეთესო დღეები: პირველი, 2 დეკემბერი.
თხის რქა
ხუთშაბათამდე სამსახურის საქმეებით იქნებით დაკავებული. მოძებნეთ სასიამოვნო წვრილმანი (მუსიკა, გასართობი), რაც განწყობას გაგიუმჯობესებთ. საყვარელ ადამიანთან უსიამოვნება მშვიდად მოაგვარეთ.
- კვირის საუკეთესო დღე: 2 დეკემბერი.
მერწყული
სამსახურის საქმეების გამო პირადი ცხოვრება დაგეჩაგრებათ. სამაგიეროდ, უქმეები გაატარეთ საყვარელი ადამიანის გარემოცვაში.
- კვირის საუკეთესო დღე: 6 დეკემბერი
თევზები
ყველაზე ცახლართულ სიტუაციაშიც კი მარტივად მონახავთ გამოსავალს. ეცადეთ, მომართული იყოთ პოზიტივზე. კვირის ბოლოს ახლობლებისადმი მეტად მოსიყვარულე გახდებით. უქმეებზე მიალაგეთ პირადი ნივთები, დაასრულეთ დაწყებული საქმეები.
- კვირის საუკეთესო დღე: 2 დეკემბერი.