რისი გაკეთება უნდა მოვასწროთ ახალი წლის დადგომამდე?
- ახალ წელს ახალი კარი იღება, რომელშიც იმედებით აღსავსემ უნდა შევაბიჯოთ. რა უნდა მოვიმოქმედოთ, ხარის კეთილგანწყობა რომ დავიმსახუროთ:
- ახალ წლამდე გაისტუმრეთ ვალები.
- აპატიეთ ყველას ყველაფერი. თუ ვინმესთან გაბუტული ხართ, შეურიგდით. ახალ წელს სუფთა და მსუბუქი გულით უნდა შეაბიჯოთ.
- გათავისუფლდით ძველი ნივთებისგან, რომლებსაც აღარ იყენებთ. თუ ნივთი დიდი ხანი დევს, ნეგატიური ენერგიით იმუხტება და მას თქვენთვის სიკეთის მოტანა აღარ შეუძლია. მისგან გათავისუფლებული კი სიმსუბუქეს იგრძნობთ.
- გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. ეცადეთ, ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიმკვიდროთ. ხარს უყვარს შრომისმოყვარე ადამიანები, რომლებიც კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან.
- 2020 წლის ბოლო დღეს ასეთი რიტუალი ჩაატარეთ: ფურცელზე ჩამოწერეთ ყველა ის უსიამოვნება, რისგანაც გათავისუფლება გსურთ, დაწვით და ფერფლი ქარს გაატანეთ.
- სახლის მომზადება საახალწლოდ და ნაძვის ხის მორთვა.
- სახლის დალაგება მთავარი რიტუალია. აუჩქარებლად და მშვიდად იმოქმედეთ. ხარს ფაცხაფუცხი არ უყვარს. დაწმინდეთ ფანჯრები, გარეცხეთ ფარდები. ფანჯრებიდან ახალი, ნათელი ენერგია უნდა შემოვიდეს თქვენს სახლში.
- სასურველია, სახლი და ნაძვის ხე ძველებური სათამაშოებით მორთოთ, რომლებიც მემკვიდრეობით გერგოთ.