ვერძი
მარტოხელებისთვის: პოპულარული ხართ და თაყვანისმცემლებით განებივრებული: მიმოწერა, ზარები, საჩუქრები. თავიდან მოგეწონებათ ასეთი აქტიურობა, მაგრამ რაღაც მომენტში ყველაფრის დასრულება მოგინდებათ. მიმოიხედეთ, თქვენ გვერდით არის ადამიანი, რომლის მეტიც არავინ გსურთ. დიდი ხნის ნაცნობი, რომელსაც ახლებურად შეხედავთ.
რჩევა: როგორც ჩანს, გაიარეთ გაჩერება "ზედაპირული ურთიერთობა" და იქ დაბრუნება აღარ გსურთ. თქვენი ძველი მეგობარი ის ადამიანია, რომელიც ახლა გჭირდებათ. მთავარია, გრანდიოზული გეგმა არ დააწყოთ. მიეცით უფლება, ურთიერთობა ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდეს.
დაწყვილებულებისთვის: ახალი წელი სირთულეებით დაიწყება, მოგეჩვენებათ, რომ პარტნიორი გთრგუნავთ. თქვენ კი მზრუნველობა, რომანტიკა, ბედნიერება გსურთ. ის კი მთელი დღე მონიტორშია თავჩარგული.
რჩევა: ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. დაფიქრდით, რა აკლია თქვენს პარტნიორს ურთიერთობაში და გაკლიათ თქვენ. მშვიდი დალაპარაკებაც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.
კურო
მარტოხელებისთვის: ფლირტისა და მხიარულების გუნებაზე ხართ, ბევრისთვის მოგიწევთ თავბრუს დახვევა და გულის გატეხვაც კი. ცვლილებები სასარგებლოდ იმოქმედებს თქვენზე. უამრავ საინტერესო მამაკაცს გაიცნობთ. დაფიქრდით, ვის აირჩევთ?
რჩევა: სერიოზული ურთიერთობისთვის დრო აღარ დაგრჩებათ. გართობა და ფლირტი უფრო მოგწონთ.
დაწყვილებულებისთვის: თუ ახალი წლიდან ახალი ცხოვრების დაწყება დაგაწყვიტეთ, შეიცვალეთ გარეგნობა, ვარცხნილობა, კვების რეჟიმი, განვითარება. ზოგიერთი სახლში ავეჯსაც კი გადაადგილებს, მაგალითად, ფენ შუის გათვალისწინებით, მეტი წარმატება და კეთილდღეობა რომ მიიზიდოს.
რჩევა: კამათის დროსაც კი არ დაადანაშაულოთ თქვენი საყვარელი ადამიანი. დელიკატურად იმოქმედეთ, ის აუცილებლად გაგიგებთ და დაგეხმარებათ.
ტყუპი
მარტოხელებისთვის: თქვენ გარშემო მუდამ არიან მამაკაცები, მუდამ ავლენენ ინტერესს თქვენი პერსონისადმი. მაგრამ, როგორც ჩანს, პაუზის აღება, განმარტოება და საკუთარ თავში გარკვევა უფრო გსურთ. ეს კარგიც არის, გაანალიზეთ წარსული შეცდომები და აღარ გაიმეოროთ ისინი.
რჩევა: თუ თავისუფალი წუთები გაქვთ, დაიწყეთ ვარჯიში, გადაახალისეთ გარდერობი, გამონახეთ დრო განათლების მისაღებად.
დაწყვილებულებისთვის: მეტი დროის გატარება მოგინდებათ საყვარელ ადამიანთან ერთად. მისთვის კერძების მომზადება, სახლის მოლამაზება, შეიძლება გაუკვირდეს კიდეც ასე რამ შეგცვალათ.
რჩევა: ზომიერება კარგია, დიასახლისობაში ნუ გადავარდებით, ბუნებრივად იყავით, ისეთი, როგორიც შეგიყვარეს.
კირჩხიბი
მარტოხელებისთვის: ნელა იქოქებით, რომ მერე ერთიანად აიშვათ, დაახლოებით 20 იანვრისთვის სასიყვარულო თავგადასავლებში თავით გადაეშვებით და როგორც უნდა გაგიკვირდეთ, თქვენს ყურადღებას ძირითადად "ცუდი ბიჭები" მიიქცევენ.
რჩევა: მოერიდეთ სასუყვარულო სამკუთხედის შეკვრას. ეს თქვენთვის უფრო უსიამოვნო შედეგის მომატანი იქნება.
დაწყვილებულებისთვის: მცირე შეკამათება და გაბუტვები დასაშვებია. ეცადეთ, განწყობა არ გაიფუჭოთ, ღიმილი და იუმორი ყველაზე კარგი დამხმარეა.
რჩევა: მეტად მოსიყვარულე უნდა იყოთ საყვარელი ადამიანის მიმართ. ხშირად აკოცეთ, ჩაეხუტეთ, მოეფერეთ, უჩურჩულეთ მისთვის სასიამოვნო სიტყვები.
ლომი
მარტოხელებისთვის: იანვარი, თავისი ცვლილებებით, ზებრას მოგაგონებთ - თეთრი ზოლი, შავი ზოლი. შეიძლება თქვენზე მზის ნაკლებობა და გრძელი ღამეები მოქმედებს ცუდად, თუმცა, თავს მაინც დედოფლად იგრძნობთ.
რჩევა: ხშირად ისეირნეთ ფეხით. კარგ შედეგს მოგიტანთ არტთერაპია. გარდერობი ხასხასა ფერებით გაამრავალფეროვნეთ, ჩაცმულობა - აქსესუარებით.
დაწყვილებულებისთვის: ძნელია დააბალანსოთ "მე" და "ჩვენ". არ ხართ მიჩვეული, რომ სხვის გამო საკუთარ სურვილებზე თქვათ უარი, მაგრამ... ერთი მხრივ პარტნიორის მოსაზრებების გათვალისწინება კარგია, თუმცა, საკუთარი თავის დაჩაგვრაა ცუდი. ზოგიერთი კი დაფიქრდება, ღირს კი ისევ ერთად ყოფნა?..
რჩევა: რაც გსურთ ის გააკეთეთ თუ გვერდით თქვენი ადამიანი გყავთ, არსად გაგექცევათ და თქვენს მოსაზრებასაც პატივს სცემს.
ქალწული
მარტოხელებისთვის: იმდენად იმპულსური და ამოუცნობი გახდებით, რომ საკუთარი თავისაც კი გაგიკვირდებათ. თუ გუშინ თავშეკავებული იყავით, დღეს გრძნობების ვულკანი ამოხეთქავს თქვენში. ძალიან დიდი ხანი იყავით "კარგად აღზრდილი გოგონა" და დროა, ვნებებს გასაქანი მისცეთ.
რჩევა: გააოცებთ იმ მამაკაცსაც კი, ვინც დიდი ხანია, თქვენი გულის მოგებას ცდილობას, მაგრამ ნუ გადაამლაშებთ.
დაწყვილებულებისთვის: პრეტენზიებისა და წყენების გახსენების დრო დასრულდა. გაიმრავალფეროვნეთ ინტიმური ცხოვრება. გადახედეთ წარსულს, სად დაუშვით შეცდომა და რა უნდა გამოასწოროთ.
რჩევა: გაინებივრეთ თავი მასაჟით, ლამაზი სამოსით, გამონახეთ მიზეზი, რომ საყვარელი ადამიანისთვის შეუცვლელი გახდეთ.
სასწორი
მარტოხელებისთვის: ხანდახან გგონიათ, რომ თქვენი ადამიანი სადღაც დაიკარგა, მაგრამ ის აუცილებლად გამოჩნდება. ინიციატივის გამოჩენაც არაა ცუდი. თუ მამაკაცისგან უნდა ელოდოთ პირველი ნაბიჯის გადმოდგმას, ლოდინი დიდხანს მოგიწევთ.
რჩევა: იანვარში შემოსავალიც თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული და სიყვარულიც. შეაფასეთ მამაკაცი მისი ჩაცმულობითა და გონებით.
დაწყვილებულებისთვის: ჰარმონიული პერიოდებიც გექნებათ და უთანხმოებისაც. კამათს ფილოსოფიურად უნდა შეხედოთ, დუღილი მხოლოდ მყარ წყვილებს ადუღაბებს ერთმანეთთან სამუდამოდ.
რჩევა: ხშირად გაიხსენეთ, რომ გიყვართ თქვენი მამაკაცი. გაანებივრეთ მისი საყვარელი დესერტით, მოფერებით; ხშირად მისწერეთ სასიყვარულო შეტყობინება.
მორიელი
მარტოხელებისთვის: მოიმატებს თქვენი სექსუალურობა. თუმცა, - იმედგაცრუებაც. ადამიანმა შეიძლება აგანთოთ, მაგრამ მისმა ერთმა ქცევამ საერთოდ დაგიკარგოთ ინტერესი მის მიმართ.
რჩევა: არ შეგიყვარდეთ კოლეგა, უსიამოვნების მეტი არაფერი გელით, ნუ თუ სამსახურის შეცვლას არ აპირებთ.
დაწყვილებულებისთვის: მოიცილეთ ფიქრები, რომ ყველას მოხიბვლა გსურთ. უფრო მეტიც, ახლა ადიულტერის გაჩენის დრო არაა, თავადვე დაზარალდებით.
რჩევა: ეცადეთ, მთელი გრძნობები და ემოციები საყვარელ მამაკაცისადმი გქონდეთ მიპყრობილი. სექსუალური ფანტაზიების განხორციელება კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს თქვენს თანაცხოვრებას.
მშვილდოსანი
მარტოხელებისთვის: ახალგაცნობილებთან ურთიერთობა ხანმოკლე იქნება, მაგრამ უმტკივნეულოდ დაშორებას შეძლებთ. გამოიტანეთ დასკვნები, გამოცდილებით აღიჭურვეთ და ახალი ნაცნობობისთვის მოემზადეთ, რომელიც თებერვალში გელით.
რჩევა: გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის, განვითარებისა და გალამაზებისთვის. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა. გაანალიზეთ წარსული წელი.
დაწყვილებულებისთვის: ურთიერთობაში საკუთარს როლს გადახედეთ. იქნებ, დროა, გააძლიეროთ პარტნიორული ურთიერთობა. თუ მას სიცივეში ადანაშაულებთ, გაიხსენეთ, რომ თავადაც სულ სამსახურში ხართ. ისწავლეთ პარტნიორის მოსმენა და ნუ ეჯიბრებით შენიშვნების მიცემაში.
რჩევა: მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. იყავით მოსიყვრულე, გაიხსენეთ ის საქმიანობა, რომლის ერთად კეთებაც ადრე სიამოვნებას განიჭებდათ.
თხის რქა
მარტოხელებისთვის: მარტოობა გეკრძალებათ, როცა ირგვლივ ამდენი საინტერესო მამაკაცია. თუნდაც მეგობართან წამოიწყეთ ფლირტი. ზოგიერთი კი რომანის გაბმას ოფისშივე შეძლებს, თქვენ ხომ ვერ გამოდიხართ სამსახურიდან!..
რჩევა: ნუ შეგეშინდებათ გრძნობების გამოხატვის. თუ რომანი მთელი ცხოვრება არ გასტანს, სასიამოვნო მოგონებებს მაინც დაგიტოვებთ.
დაწყვილებულებისთვის: საოჯახო ცხოვრებაში ჰარმონიისა და სილამაზის შეტანა გსურთ. საყვარელი მამაკაცის მიმართ უფრო თბილი და მოსიყვარულე გახდებით. იცით, რომ ერთი რომანტიკული ვახშამიც კი ბედნიერების მიზეზია.
რჩევა: მოიწყევთ რომანტიკული უქმეები. გარემოს შეცვლაც კი პოზიტიურად იმოქმედებს თქვენზე.
მერწყული
მარტოხელებისთვის: ახალი ნაცნობობა, ფლირტი და საინტერესო საუბრები გელით. ვერავინ დარჩება თქვენ მიმართ გულგრილი. ზოგიერთი რომანის დაწყებასაც შეძლებს. განსაკუთრებით თვის პირველ ნახევარში.
რჩევა: თუ ღირსეულ მამაკაცს გაიცნობთ, რომელიც თქვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს, სხვები დაივიწყეთ, მას კი ხელი აღარ გაუშვათ.
დაწყვილებულებისთვის: საყვარელი მამაკაცთან ერთად ძველი უსიამოვნებები გაქვთ დასარეგულირებელი. შეთანხმებულად მოაგვარეთ ფინანსური საკითხებიც.
რჩევა: კრიტიკა და პრეტენზიები სიკეთეს არ მოგიტანთ. დიპლომატიურად იმოქმედეთ, რომ არც მას ატკინოთ გული და არც თქვენ დარჩეთ მარტო.
თევზები
მარტოხელებისთვის: მძინარე მზეთუნახავის პერიოდი დასრულდა, იანვარში სერიოზული ურთიერთობის დაწყების შანსი გეძლევათ. რაც შეიძლება ლამაზი ქორწინებით დაგვირგვინდეს.
რჩევა: ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა გსურთ ამ ურთიერთობისგან. მხოლოდ შინაგანი ხმა გიკარნახებთ სწორ პასუხს.
დაწყვილებულებისთვის: დღესასწაულის შეგრძნება გაქვთ, სიურპრიზებსაც ელოდებით. სახლიც ლამაზად გაქვთ მორთული და თავადაც იდეალური ხართ. თავადაც უნდა შეძლოთ საყვარელი ადამიანის განებივრება, გაითვალისწინეთ მისი მოთხოვნები.
რჩევა: საოჯახო საქმეების გამო პრინცესობის შეგრძნება დაგეკარგებათ. მეტად იზრუნეთ საკუთარ თავზე. კარგია მასაჟი, ვარჯიში, ლამაზად ჩაცმა; თუ დრო გექნებათ, - ცოდნის გაღრმავება.