ვერძი
იანვარში ენერგიული და მიზანმიმართული ხართ და არ გაგიჭირდებათ დასახული მიზნების განხორციელება. მომართული იქნებით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ზოგიერთს დამატებითი შემოსავლის წყაროს გამოგიჩნდებათ. თუმცა, მოიმატებს ხარჯიც. მოერიდეთ იმპულსური და დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ეგზოტერიკისა და ყველაფერი უცხოურისადმი. ზოგიერთმა შეიძლება რომანი დაიწყოთ უცხოელთან, მიმოწერით მაინც ონლაინრომანი. შუა იანვრიდან გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარება და შეიძლება რომანის გააბათ კოლეგასთან. სხვათა შორის, ამ რომანის წყალობით შეიძლება დაწინაურდეთ კიდეც. ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი კარგად გაქვთ. ზომიერად ივარჯიშეთ. იანვრის ბოლოს მომართული ცოდნის გაღრმავებაზე იქნებით; შეიძლება კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზეც კი ჩაეწეროთ, რაც მომავალში ისევ თქვენი საქმისთვის გამოგადგებათ. გახშირდება შეხვედრები თანამოაზრეებთან და საერთო იდეების განხორციელებას შეძლებთ
კურო
მოიმატებს ენერგიულობა და დინამიკურობა. ზოგჯერ შეიძლება, აგრესიაც გამოავლინოთ. აკონტროლეთ სიტყვებიც და ქცევებიც. გაცივება არ გემუქრებათ, მაგრამ ძალიან ნუ გაგიტაცებთ გემრიელობების (განსაკუთრებით, ტკბილეულის) მირთმევა, მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებასაც. წინააღმდეგ შემთხვევაში იმატებს ღვიძლთან და კუჭთან დაკავშირებული უსიამოვნებები. დაგაინტერესებთ უცხო ქვეყნების კულტურა და უცხო ენების შესწავლა. მოგზაურობის ინტერესს ინტერნეტგადაცემები დაგიკმაყოფილებთ. ზოგმა კი შეიძლება უცხოელთან გააბათ რომანი. ნუ დათანხმდებით მცირეხნიან რომანს, იყავით მომართული ხანგრძლივ და სერიოზულ კავშირზე. თუ დაქორწინებული ხართ, იყავით მეტად რომანტიკული; გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი სიურპრიზეითა და პაემნებით. ზოგიერთი კარიერულ წინსვლაზე დაფიქრდება. არ გაგიჭირდებათ უფროსის კეთილგანწყობის, კოლეგების აღიარების მოპოვება.
ტყუპი
ხანმოკლე სასიყვარულო თავგასავალებისადმი გაგიჩნდებათ ინტერესი. დაქორწინებულებსაც კი გაგიჭირდებათ მეუღლისთვის ერთგულების შენარჩუნება. მარტოხელებს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები და ფლირტი ელით, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ რომელიმე სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზრდება. შეყვარებულებმა მეტი დრო გაატარეთ ერთად, ეცადეთ, რომანტიკული და ზოგჯერ სასიამოვნო მოულოდნელობებით აღსავსე იყოთ. რისკი და აზარტი კი გეკრძალებათ. განსაკუთრებით, თუ საქმიანობა ფულთანაა კავშირში. შეიძლება დაიწყოთ უცხო ენის შესწავლა ან სულაც მოგზაურობებზე უყუროთ გადაცემებს და დაგეგმოთ მომავალი შვებულება. ზოგიერთმა შეიძლება ჟურნალისტიკაში, მწერლობაში მოსინჯოთ საკუთარი ძალები. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი სხვადასხვა სფეროში. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან. თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ, მკურნალის რეკომენდაციებს დაუგდეთ ყური. ზოგიერთს საახალწლო დღებშიც კი მოუწევს დიეტის დაცვა.
კირჩხიბი
იყავით მეგობრული კოლეგებთან, გარშემო მყოფებთან. ზოგიერთმა შეიძლება შინაური ცხოველის ყოლა გადაწყვიტოთ ან თუ უკვე გყავთ, მეტად იზრუნოთ მასზე. იანვრის მეორე ნახევრიდან მეტად უნდა იყოთ ორიენტირებული სასიყვარულო ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ხშირად მოუწყვეთ რომანტიკული პაემნები, გაანებივრეთ სიურპრიზებით. თუმცა, მისი კეთილდღეობის გამო საკუთარ მიზნებს ნუ დაივიწყებთ. ზოგიერთმა, ვინც ხვდება, რომ პარტნიორი მისი კეთილგანწყობით ცუდად სარგებლობს, შეიძლება მიატოვოს საყვარელი ადამიანი, მიუხედვად იმისა, რომ მარტო დარჩენა ძალიან აშინებს. გააქტიურდით სოციალურ ქსელებში, ხშირად შეეხმიანეთ მეგობრებს, თუნდაც, ონლაინ. სტრესთან საბრძოლველად მიმართეთ მედიტაციას, აუტოტრენინგს. გაფრთხილდით, შუა თვეში არ გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადებები; განსაკუთრებით საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული. ზომიერება გამოიჩინეთ ცხიმიან და მძიმე საკვებთან.
ლომი
პასუხისმგებლობა გამოავლინეთ იმის მიმართ, რასაც აკეთებთ. პარტნიორები საკუთარ სიმართლეში დიპლომატიურად დაარწმუნეთ და მოერიდეთ მათთან ურთიერთობის დაძაბვას. ყურადღებით უნდა იყოთ სამსახურის საქმეებისადმი. დაწინაურების სურვილმა ან სამსახურის საქმეების მოგვარებამ შეიძლება ბევრი ენერგია წაგართვათ. თვის ბოლოსკენ მეტად მოუფრთხილდით მუხლებს, ხერხემალს, სახსრებს, აკონტროლეთ წნევა. გაიარეთ ექიმის კონსულტაცია, რომ არ გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადებები. სწორად იკვებეთ, დაიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი, ზომიერად ივარჯიშოთ. სიყვარულის, შემოქმედებითი იდეების განხორციელების განწყობაზე დადგებით. გამონახეთ დრო ბავშვებთან ურთიერთობისთვის. საყვარელი ადამიანი ხშირად გაანებივრეთ რომანტიკით. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააბათ ან კოლეგასთან, ან საქმიან პარტნიორთან.
ქალწული
ახალ წელს რომანტიკულ განწყობაზე შეხვდებით, გართობისა და მხიარულების სურვილი მოგეძალებათ. მოგინდებათ სახლის მოლამაზება, ბავშვებთან ერთად შემოქმედებითი იდეების განხორციელება. საყვარელი ადამიანისთვის რომანტიკული საღამოების მოწყობა. შეხვდით მეგობრებს, უმასპინძლეთ მათ შინ, გაერთეთ, რადგან შუა თვიდან სამსახურში საქმეები მოგემატებათ, ოჯახში - ვალდებულებები. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი, ციფრებისადმი. თუმცა, ქალწულები, როგორც წესი, აკურატულები და პედანტურები ხართ. მიიღეთ ვიტამინები. აი, ანტიბიოტიკებისა და ანთებსაწინააღმდეგო პრეპარატებთან კი სიფრთხილე გმართეთ. მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს. იანვრის ბოლოსკენ მოიმატებს რომანტიკული თავგადასავლების, ფლირტის ალბათობა. თუ ხანგრძლივ ურთიერთობაზე არ ხართ მომართული, გაფრთხილდით, ერთდღიანმა თავგადასავლებმა განწყობა არ გაგიფუჭოთ. თვის ბოლოს შეიძლება ან მშობელი გახდეთ, ან გაიგოთ, რომ მალე გახდებით.
სასწორი
იანვრის დასაწყისი შინ უნდა გაატაროთ, მოაგვაროთ საოჯახო და სანათესავო საკითხები; უმასპინძლოთ კიდეც მათ. შეიძლება ბინაში ავეჯიც კი გადაადგილოთ, მეტი სიმყუდროვის შესაქმნელად. თქვენთვის საინტერესო გახდება წერა, კითხვა, თამაში, რომელიც კონკურენტებთან ინტელექტუალურ ბრძოლას მოიცავს. მოიმატებს რომანტიკულობა; გაგიჩნდებათ სურვილი, ჰარმონიული გახადოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან. სხვათა შორის, თამამად შეგიძლიათ გააცნოთ თქვენი შეყვარებული მშობლებს, შვილებს, შინ მიიყვანოთ. გირჩევთ, ზომიერება დაიცვათ კვებაში, განსაკუთრებით, ტკბილეულის ჭამაში, რათა ზედმეტი წონა არ დაიგროვოთ. გაუფრთხილდით თვალებს. აგრეთვე, შარდ-სასქესო დაავადების ალბათობა იმატებს.
მორიელი
ყურადღებას საჭიროებს ყველა დოკუმენტი, საბუთი, თუ ხელშეკრულება, რასაც იანვარში გააფორმებთ. გახშირდება კონტაქტები განსხვავებული პროფესიის ადამიანებთან. მიმოსვლები ახლო მანძილზე. ნუ გაეხვევით ჭორებსა და ინტრიგებში. ზოგიერთმა საკუთარ თავში შეიძლება მწერლობის ნიჭი აღმოაჩინოთ. ზოგმა კი უცხო ენის შესწავლა გადაწყვიტოთ. გაიჩენთ ახალ მეგობრებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ თქვენს ცხოვრებაში. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მეტად მეგობრული გახდება. მოგინდებათ მისთვის საკუთარი აზრების გაზიარება, სიყვარულზე საუბარი. გახშირდება მიმოწერა. გარშემო მყოფებთან იყავით ღიმილიანი. მარტოხელები ნუ დაფრინავთ ღრუბლებში და ახალგაცნობილებში მხოლოდ დადებითს ნუ ეძებთ. ყურადღება გმართებთ ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მიმართ. გირჩევთ გამოიკვლიოთ მუცლის ღრუ.
მშვილდოსანი
მოერიდეთ დაპირისპირებას კოლეგებთან, საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღებას. ყურადღება გმართებთ მიღებული ინფორმაციებისადმი, გადაუმოწმებლად ნურავის და ნურაფერს ენდობით. თუ სწავლობთ, ზედაპირულ ცოდნას ნუ დასჯერდებით. თუ მოინდომებთ, უამრავ იდეას განახორციელებთ. დახმარებისთვის მიმართეთ და-ძმებს, მეგობრებს. ან შეიძლება მათ დასჭირდეთ თქვენი მიშველება. მოსაფრთხილებლია ჯანმრთელობაც; იანვარში შეიძლება პერიოდულად სიცხემ აგიწიოთ. მომატებულია იარებისა და დამწვრობების ალბათობაც. კომფორტულად ცხოვრება მოგინდებათ, შეიძლება ძვირად ღირებული ან ლამაზი ნივთები შეიძინოთ. ფული საკმარისად გექნებათ, ამიტომ, საკუთარ თავს უარს ნურაფერზე ეტყვით. საახალწლოდ საყვარელი ადამიანი უყურადღებოდ არ დატოვოთ, ძვირფასი საჩუქარი მასაც მიუძღვენით. თუმცა, ბედნიერების შეგრძნება მხოლოდ მატერიალური სფერო არაა და ეცადეთ, იყოთ მოსიყვარულე, მზრუნველი.
თხის რქა
თქვენი დაბადების დღიდან მელანქოლიური განწყობა გაქრება და განწყობა უკეთესობისკენ შეგეცვლებათ. იანვრის ბოლოსთვის მეტად გამოავლინეთ რომანტიკული გრძნობები საყვარელი ადამიანის მიმართ. გაანებივრეთ კეთილი სიურპრიზებით. მოგინდებათ ქველმოქმედება, გულუხვობა ახლობლების მიმართ. ზოგიერთმა შეიძლება ფარული რომანის გაბმაც კი გადაწყვიტოს. ან თუ ასეთი გაქვთ, იანვრის შუა რიცხვებიდან შეიძლება გამომჟღავნდეს კიდეც. თავად შეიქმენით ოპტიმისტური განწყობა; ყველაფერს შეხედეთ მარტივად, "ვარდისფერი სათვალით“. კრეატიულობა დაგეხმარებათ, რომ განახორციელოთ საინტერესო იდეები; ჩაერთეთ გართობასა და მხიარულებაში, მაგრამ რისკს არ გირჩევთ, განსაკუთრებით, როცა საქმე ფულს შეეხება. სხვათა შორის, მომატებულია ტრავმულობაც (საყოფაცხოვრებო, სპორტული). თვის ბოლოს ზოგიერთი თავით გადაეშვება ახალ რომანტიკულ თავგადასავლებში.
მერწყული
იანვარში უნდა გამონახოთ დრო საოჯახო ვალდებულებების შესასრულებლად. მეტად იზრუნოთ ბინაში კომფორტის შექმნაზე, სადღესასწაულოდ მორთვაზე. იყავით მოსიყვარულე ნათესავების მიმართ. საახალწლო შეხვედრები კარგი მიზეზია ახლობლებთან გაფუჭებული ურთიერთობის აღსადგენად. გაიძლიერეთ იმუნიტეტი, დააკვირდით, რას ჭამთ. შეიძლება მოგინდეთ ეზოტერიკაში, ფსიქოლოგიაში ჩაღმავება, მედიტაცია და იოგა. ნუ დაეხმარებით მათ, ვინც ბოროტად სარგებლობს თქვენი კეთილგანწყობით. შეიძლება შეხვდეთ უჩვეულო ადამიანს, რომელიც წუწუნებს, რომ მისი არავის სჯერა და თქვენ მოგინდებათ მისი გადარჩენა, გაფრთხილდით, ნუ გახდებით მანიპულატორის მსხვერპლი. იანვრის ბოლოსკენ ზოგიერთმა შეიძლება რადიკალურად შეცვალოთ იმიჯი, ცხოვრების სტილი. იყავით საკუთარ თავზე ორენტირებული, თქვენი თავის გაუმჯობესებაზე.
თევზები
სადღესასწაულო დღეების მიუხედავად შეიძლება მუშაობამ მაინც მოგიწიოთ, განსაკუთრებით, თუ სამუშაოს ფული მოაქვს. შუა თვიდან მოიმატებს გართობისა და მხიარულების სურვილი; მეგობრული შეკრებების ალბათობა კოლეგებთანაც კი. თვის ბოლოსკენ მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობის შანსი გეძლევათ. ამავე პერიოდში შეძლებათ ჩაერთო თქვენთვის საინტერესო საქმიანობაში. მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციებს, რასაც თქვენი მიზნებისთვის გამოიყენებთ. ზოგმა შეიძლება საკუთარი თავი მწერლობაში მოსინჯოს და ეს შეიძლება იყოს ფანტასტიკის ჟანრი ან ზღაპრების წერა მოინდომოთ; ზოგი კი გადაწყვეტს, ვირტუალურ ლექციებსა და მასტერ-კლასებს დაესწროს. მეტად ენდეთ ინტუიციას და ნუ ენდობით ახალგაცნობილებს. დაწყვილებულებმა გამოავლინეთ მეტი მზრუნველობა და სინაზე საყვარელი ადამიანის მიმართ. თუ წასვლას ვერსად ახერხებთ, ჯადოსნური გარემო შეგიძლიათ შინაც კი მოიწყოთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ კბილებსა და ღრძილებს. მოსაფრთხილებელია ფარისებრი ჯირკვალიც. გაიძლიერეთ ჯანმრთელობა და ეცადეთ, გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>