28 დეკემბრიდან 3 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

28 დეკემბრიდან 3 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
30 დეკემბერს სავსემთავრეობას ველოდებით კირჩხიბის ნიშანში. ადამიანებში მომატებული იქნება ემოციურობა, სახლში ყოფნის სურვილი. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას დედასთან. შეიძლება გაჭირვეულდნენ ბავშვები. ეცადეთ, ყველაფერს მშვიდად შეხედოთ. მოამზადეთ გემრიელი კერძები, გაანებივრეთ ოჯახის წევრები მზრუნველობით.

ვერძი
სამშაბათს განახორციელეთ ახალი იდეები, გააოცეთ გარშემო მყოფები თქვენი ორიგინალურობით. ხუთშაბათს საოჯახო საქმეები გექნებათ შესასრულებელი და მომდევნო დღეები მხოლოდ მხიარულებასა და გართობას დაუთმეთ. იყავით მოსიყვარულე საყვარელი ადამიანის, შვილებისა და მშობლების მიმართ.
კვირის საუკეთესო დღე: 29 დეკემბერი.

კურო
მოერიდეთ ავანტიურაში ჩართვას, არავის ენდოთ, თუ საქმე
ფულს ეხება. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. საოჯახო საქმიანობაში მთელი ოჯახი ჩართეთ. სადღესასწაულო დღეებში შეიქმენით პოზიტიური განწყობა, ბავშვებთან ერთად იმხიარულეთ და საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით რომანტიკულად განწყობილი.
კვირის საუკეთესო დღე: პირველი, 3 იანვარი.

ტყუპი
შეიძლება სასიამოვნო ამბები მიიღოთ თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით; ახალი ადამიანები დაიმეგობროთ. იყავით მოსიყვარულე საყვარელი ადამიანის, ოჯახის წევრების მიმართ. გაამხიარულეთ ისინი, მოუმზადეთ საჩუქრები. უქმეები მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 2, 3 იანვარი.

კირჩხიბი
კვირა სასმოვნო სიახლეებით დაიწყება. თუმცა, თავადაც მომართული უნდა იყოთ, რომ მოულოდნელად წამოჭრილ საკითხებს ღირსეულად გაუმკლავდეთ. იყავით პოზიტიური, შინ უმასპინძლეთ ოჯახის წევრებს, იმხიარულეთ ბავშვებთან ერთად.
კვირის საუკეთესო დღე: 29 დეკემბერი, პირველი 2 იანვარი.

ლომი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, რათა სადღესასწაულო დღეები ბედნიერად გაატაროთ; გამოავლინეთ მხოლოდ პოზიტიური ემოციები. კვირის დასაწყისში საქველმოქმედო საქმიანობაში, საზოგადო ცხოვრებაში მოგინდებათ ჩართვა. უქმეებზე მოერიდეთ ექსტრიმს.
კვირის საუკეთესო დღე: 3 იანვარი.

ქალწული
კვირის დასაწყისი საქმეების დასრულებას დაუთმეთ, შემოქმედებითი და საახალწლო იდეები განახორციელეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. მოიპატიჟეთ შინ მეგობრები და იმხიარულეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 29 დეკემბერი, 3 იანვარი.

სასწორი
მშვიდად და გააზრებულად მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. იყავით მზრუნველი ოჯახის წევრების მიმართ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. მოიწყვეთ რომანტიკული უქმეები.
კვირის საუკეთესო დღე: 29 დეკემბერი.

მორიელი
კვირის დასაწყისში დაასრულეთ ყველა აუცილებელი საქმე და საკუთარ თავს მოდუნების, დასვენების უფლება მიეცით. საყვარელ ადამიანს მოუწყვეთ რომანტიკული ვახშამი; ბავშვებს - მხიარული წვეულება. უქმეებზე ნუ დაივიწყებთ ჯანსაღი ცხოვრების წესს.
კვირის საუკეთესო დღე: პირველი, 3 იანვარი.

მშვილდოსანი
საოჯახო საქმეები თქვენი ჩარევის გარეშე არ მოგვარდება, იყავით დაკვირვებული. დაგეგმეთ შეხვედრები მეგობრებთან, ნათესავებთან. შეეხმიანეთ თუნდაც ონლაინ. მოუმზადეთ ყველას მცირე საჩუქარი, სიურპრიზი.
კვირის საუკეთესო დღე: 29 დეკემბერი, 2, 3 იანვარი.

თხის რქა
კვირის დასაწყისში დაასრულეთ საქმეები, რათა მეტი დრო დაგრჩეთ ოჯახის წევრებისა და ნათესავების მოსიყვარულებისთვის. ნუ დაუჯერებთ ჭორებს, საჭირო ინფორმაცია თავად მოიპოვეთ. სადღესასწაულო დღეები მხიარულად გაატარეთ და მუშაობაზე არც კი იფიქროთ.
კვირის საუკეთესო დღე: პირველი იანვარი.

მერწყული
ორშაბათს დაგეგმეთ მთელი კვირის საქმეები - სამსახურის ვალდებულებებიც, რაც უნდა დაასრულოთ და საოჯახოც, რათა ახალ წელს თავისუფლად შეხვდეთ. უქმეებზე მოინახულეთ ახლობლები. მხიარული მგზავრობა გელით.
კვირის საუკეთესო დღე: 3 იანვარი.

თევზები
ოჯახის წევრებში სადღესასწაულო განწყობის ამაღლებაზე უნდა იზრუნოთ. ახალ წლამდე კი დაასრულოთ ყველა დაწყებული საქმე. მოერიდეთ ვალის აღებას. შეძლებისდაგვარად მხიარულად და პოზიტიურად გაატარეთ სადღესასწაულო დღეები.
კვირის საუკეთესო დღე: 3 იანვარი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93