2021 წლის პირველი თვე ცვლილებებს მოგვიტანს ყველა სფეროში. გონივრულად რომ გადაანაწილოთ თქვენი ენერგია და კარგი მოსავალიც მიიღოთ, მთვარის კალენდარს გადახედეთ და მნიშვნელოვანი თარიღები მოინიშნეთ.
წელი პოზიტიური ენერგიებით დაიწყება. ყველაფერი ცუდი წარსულში უნდა დატოვოთ. სურვილების ჩამოსაწერად კარგი დღე 13 იანვარია. ჩამონათვალში უნდა გქონდეთ: სიყვარული, წარმატება, ჯანმრთელობა, ბარაქა.
იანვრის მეორე ნახევრიდან აქტიურად უნდა იმოქმედოთ. ენერგია დუღს, იდეები საკმარისად გექნებათ და დაიწყეთ მათი განხორციელება. პირადი ცხოვრება ჰარმონიული მომენტებითაა აღსავსე. ურთიერთობის, დაახლოების, გასერიოზულების დროა. ზოგიერთი დაქორწინებას გადაწყვეტს, ზოგი - შვილის გაჩენას.
მთვარის ფაზები
1-12 იანვარი - მთვარე კლებადია. ამ პერიოდში უნდა გათავისუფლდეთ ყველა "კუდისგან", რასაც თქვენთვის სიკეთე არ მოაქვს. დაფიქრდით, რისი დატოვება გსურთ 2020-ში. თუ იყო ადამიანი, ვისთანაც ურთიერთობა აღარ გსურთ, ფურცელზე ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც პირადად ვერ უთხარით, მერე კი დაწვით ფურცელი. ამგვარად დაგროვილი ნეგატივისგან გათვისუფლდებით და სუფთა ენერგიით აივსებით. ახალმთვარეობამდე (13 იანვარი) 2-3 დღით ადრე ჩაატარეთ დიდი წმენდა: ნივთების, ორგანიზმის, კომპიუტერის.
13 იანვარს ახალმთვარეობას ველოდებით. ჩამოწერეთ წლის გეგმა, ეს იქნება პროგრამა, რომელიც უნდა განახორციელოთ. იფიქრეთ მხოლოდ პოზიტიურზე, ჩამოწერეთ მხოლოდ სიკეთის მომტანი სურვილები და მიზნები.
14-27 იანვარი - ახალი პროექტების დაწყებისთვის კარგ პერიოდია. ზოგიერთი შეიძლება სხვა ქალაქში გადავიდეს საცხოვრებლად, ან ახალი, თამამი ბიზნესიდეა განახორციელოს. დააბანდეთ ფული მხოლოდ სარფიან საქმიანობაში. ჩაეწერეთ თქვენთვის საინტერესო ონალინკურსებზე, დაიწყეთ ვარჯიში, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, სასარგებლო პროცედურები კანისა და თმისთვის.
28 იანვარი - ემოციები პიკზეა, უმნიშვნელო წვრილმანიც კი ცრემლებს იწვევს. ზარმა, მოვლენამ, შეტყობინებამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს თქვენს ცხოვრებაში. ენდეთ ინტუიციას. დღის დევიზია: "სიფრთხილე ყველაფერში". ნუ შეიძენთ ნივთებს, შემდეგ რომ არ ინანოთ. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან, ალკოჰოლთან. შეგიძლიათ ასეთი რიტუალი ჩაატაროთ, სავსემთვარეობის დადგომამდე რაფაზე დადეთ საყვარელი სამკაული და სთხოვეთ მთვარეს ენერგიით დაგიმუხტოთ. მეორე დღიდან ატარეთ მოუხსნელად (შემდეგ სავსემთვარეობამდე).
29-31 იანვარი - პასიური დღეებია. თუ საშუალება გაქვთ, პასიურად დაისვენეთ. შეეხმიანეთ საყვარელ ადამიანებს, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, შეგიძლიათ პირადი ნივთები გადაახარისხოთ, რამდენიმე პროდუქტი დაამატოთ და საქველმოქმედო აქციაში ჩაერთოთ. კეთილი საქმე პოზიტიური ენერგიით აგავსებთ.
იანვრის წარმატებული დღეები
ყველაზე დადებითი დღეები: 10, 16, 21, 25 და 29 იანვარი. ამ დღეებში დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები.
კარგი დღეები თმის შეჭრისთვის: 9, 16, 22, 23, 25 და 31 იანვარი.
კარგი დღეები კოსმეტიკური პროცედურებისთვის: 14, 15, 21, 22 და 26 იანვარი.
კარგი დღეები საყიდლებისთვის: 5, 14, 17 და 20 იანვარი.
კარგი დღეები მგზავრობისთვის: 14, 17, 19 და 22-25 იანვარი.
კარგი დღეები დღესასწაულის მოსაწყობად: 10, 14-17, 21-24 და 27 იანვარი.