11-17 იანვრის სილამაზის კალენდარი - ჩაცმულობაში უპირატესობა მიანიჭეთ ელექტრიკ ფერებს

11-17 იანვრის სილამაზის კალენდარი - ჩაცმულობაში უპირატესობა მიანიჭეთ ელექტრიკ ფერებს
კვირის დასაწყისში ზომიერება გმართებთ ყველაფერში. კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებას არ გირჩევთ. 13 იანვარს ახალმთვარეობას ველოდებით. ეს ის დროა, როცა სურვილები უნდა ჩამოწეროთ, უფრო კი - სამომავლო მიზნები, რაც გსურთ, რომ მთვარის ამ თვეში და მთლიანად წლის განმავლობაში ასრულდეს. ჩამოწერეთ სურვილები მტკიცებით ფორმაში - "მე ვარ ჯანმრთელი"; "მე ვარ ბედნიერი" და ა.შ. თუ გაქვთ მიზანი, დაწერეთ კონკრეტული ფორმით, კონკრეტული შედეგით და კონკრეტულ დროში: "მარტში მე დავწინაურდი, ჩემი ხელფასი 1000 ლარით გაიზარდა" და ამგვარად.
კეთილი სურვილების ასრულებას გისურვებთ!

11 იანვარი, მთვარე მკაცრი თხის რქის ზოდიაქოშია. მკაცრი და კონსერვატიული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გაკეთდეს. გაუფრთხილდით კბილებს, ძვლებს.
კარგია - პედიკიური, პილინგი
ცუდია - კბილების მკურნალობა, ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან სისტემაში.

13 იანვარი, ახალმთვარეობა, მთვარე 20:45 საათზე მერწყულში გადაინაცვლებს. მოგინდებათ, ხალხის მასისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ. სამოსში ორიგინალურობის გამოკვეთა. ჩაცმულობაში უპირატესობა მიანიჭეთ ელექტრიკ ფერებს, ფერთა უჩვეულო შეხამებას. კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.
კარგია - რეიკი, სუჯოკ თერაპია, ეპილაცია, პილინგი, იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები.
ცუდია - პლასტიკური ოპერაციები, აპარატული კოსმეტოლოგია.

16 იანვარი, მთვარე თევზების ზოდიაქოშია. მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია.
კარგია - ორთქლის აბაზანა სახის კანისთვის, წყალმცენარეების კოსმეტიკის გამოყენება, აუზისა და აბანოს პროცედურები.
ცუდია - ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93