კვირა დაძაბულად იწყება. აკონტროლეთ გამონათქვამები. გაუფრთხილდით ნერვებს. მომატებულია ავარიული სიტუაციების ალბათობა. კვირის ყველაზე რთული დღე 13 იანვარია. მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს, აჩქარებას, აგრესიულობას. განსაკუთრებით - კურო, მორიელი, ლომი და მერწყული. საჭიროა თვითდისციპლინა, სიმშვიდე და საქმეების გონივრულად შესრულება.
ვერძი
სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, შრომა მაინც მოგიწევთ. თუ დარწმუნებული არ ხართ საკუთარ გრძნობებში, დაიცავით დისტანცია, მილიონი თვალი გაკვირდებათ. მარტოხელებს უქმებზე რომანტიკული ნაცნობობა გელით.
კვირის საუკეთესო დღე: 11 იანვარი.
კურო
კვირის დასაწყისში შეიძლება საინტერესო ადამიანი გაიცნოთ. პარასკევი კარგი დღეა საყიდლებისთვის. გაიუმჯობესეთ ძილი, დაიცავით კვების რეჟიმი. დაქორწინებულებმა უქმეები მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 12, 13 და 15 იანვარი.
ტყუპი
გაერკვიეთ საკუთარ გრძნობებში. მეგობრობა და სიყვარული ხშირად ერთმანეთში გერევათ. მოგინდებათ უცხო ენების შესწავლა, გაღრმავება. გამონახეთ დრო ნათესავებისთვის, მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.
კვირის საუკეთესო დღეები: 11, 12 იანვარი.
კირჩხიბი
ორშაბათს რთული საქმეები არ დაგეგმოთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. მოერიდეთ უცხო ადამიანებთან გულახდილობას. უქმეებზე მაინც მოიცალეთ საყვარელი ადამიანისთვის, მოუწყვეთ რომანტიკული დღეები.
კვირის საუკეთესო დღეები: 13, 14 და 17 იანვარი.
ლომი
მეტი დრო დაუთმეთ იმიჯს, გარეგნობის შეცვლას. ახალი იდეები მხოლოდ პარასკევიდან განახორციელეთ. საყვარელი ადამიანის ქარაფშუტული საქციელი განგრევთ. ურთიერთობა მშვიდად გაარკვიეთ. უქმეები მშვიდ, რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 14 იანვარი.
ქალწული
ნუ გაეხვევით ინტრიგებსა და ჭორებში. როცა საქმე სიყვარულს ეხება, გონება უნდა გამორთოთ და გულის კარნახით იმოქმედოთ. უქმეებზე დაიწყეთ ახლის შესწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება. გამონახეთ დრო ჰობისთვის, რაც შეიძლება შემოსავლის წყაროდ გექცეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 16 იანვარი.
სასწორი
სამსახურში დაძაბულობა და ჩახლართული სიტუაციები იმატებს. არ ჩაერიოთ, გვერდიდან დააკვირდით სიტუაციას. არ გადაიტვირთოთ არც გონებრივად და არც ფიზიკურად. უქმეებზე ნაცნობობა, ფლირტი და პაემანი გელით. თავბრუდამხვევი რომანის გმირი აღმოჩნდებით.
კვირის საუკეთესო დღე: 11 იანვარი.
მორიელი
მთელი დრო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. პარასკევამდე ახალი არაფერი მოიმოქმედოთ. დაიწყეთ დიეტა, იკვებეთ ჯანსაღად და სწორად. უნდა იბრძოლოთ საკუთარი სიყვარულისთვის. პარასკევი საუკეთესო დღეა რომანტიკული შეხვედრისთვის.
კვირის საუკეთესო დღე: 13 იანვარი.
მშვილდოსანი
არაფერი მნიშვნელოვანი არ მოიმოქმედოთ. ხუთშაბათს ჩამოწერეთ სამომავლო საქმეების სია. ჭორებს ნაკლებად დაუგდეთ ყური. მიზნის მისაღწევად მუხლჩაუხრელი შრომა მოგიწევთ. კვირას მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ.
კვირის საუკეთესო დღეები: 11, 12 იანვარი.
თხის რქა
სამშაბათს დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე და დაისვენეთ. იზრუნეთ იმიჯის შეცვლაზე, განვითარებაზე. ზოგიერთმა შეიძლება კარდინალურად შეიცვალოს სტილი. პირად ურთიერთობაში გაუგებრობა თავადვე დაგანგრევთ. თქვენი თხოვნა კი ხანდახან ბრძანებას ჰგავს.
კვირის საუკეთესო დღეები: 13, 17 იანვარი.
მერწყული
მეტად დაისვენეთ, მოიწყვეთ განტვირთვის დღეები. ხუთშაბათიდან გამძლეობით უნდა აღიჭურვოთ. არ გარისკოთ, მშვიდად გადალახეთ წინააღმდეგობები, დაძლიეთ სირთულეები. შაბათი საუკეთესო დღეა რომანტიკული დასვენების მოსაწყობად.
კვირის საუკეთესო დღე: 17 იანვარი.
თევზები
დათმობა უნდა ისწავლოთ. სამსახურში თქვენგან კონკრეტულ საქციელს ითხოვენ და არა დაპირებებს. პარასკევიდან დაიწყეთ ახალ იდეებზე მუშაობა. თუ საყვარელ ადამიანთან გაბუტვას ისევ გააგრძელებთ, მარტო დარჩებით.
კვირის საუკეთესო დღეები: 11, 16 იანვარი