კვირის მთავარი სასიხარულო ამბავია 19 იანვარს მზის გადასვლა მერწყულის ზოდიაქოში. მოგვინდება ურთიერთობა მეგობრებთან, თანამოაზრეებთან. აგრეთვე, თავისუფლების შეგრძნება. კვირა სასიამოვნოა რომანტიკისა და სიყვარულისთვის. კვირის ბოლოს ვუფრთხილდებით ხერხემალს, კბილებს. ვცდილობთ, არ გავცივდეთ და გადავიღალოთ, რისკის ზონაში არიან ასაკით უფროსი ნათესავები.
20-23 იანვარს შუალედი და პლუს/მინუს 2 დღე, ფაქტიურად მთელი კვირა ვიგრძნობთ იუპიტერი ურანის დაძაბულ ასპექტს, რასაც მარსის აგრესიაც დაემატება. ქართულად ეს ნიშნავს, რომ მომატებულია ტრავმებისა და კონფლიქტების ალბათობა. სიფრთხილე გვმართებს იდეოლოგიურ საკითხებზე. ნუ გარისკავთ. ელექტრონივთებს ფრთხილად მოეპყარით. ზოგიერთ რეგიონში ადგილ შეიძლება ჰქონდეს ტერაქტებსაც კი. მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ მორიელებს, ლომებს, მერწყულებსა და კუროებს.
ვერძი
სამსახურში ფუტკარივით უნდა იშრომოთ, მაგრამ ოჯახსაც ნუ დაივიწყებთ. სანერვიულო არაფერია, ნებისმიერ სირთულეს გაართმევთ თავს. ეცადეთ, ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.
კვირის საუკეთესო დღე: 18, 20 იანვარი.
კურო
წარმატებული და პოპულარული ხართ. იფიქრეთ დაწინაურებაზე, ახალი პროექტების განვითარებაზე. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით ამოუცნობი, დაუნიშნეთ რომანტიკული პაემანი. კვირას სასიამოვნო სიახლეებს ელოდეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 21, 24 იანვარი.
ტყუპი
სირთულეებს მარტივად გაუმკლავდებით. მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას. სამსახურში იყავით მეტად აქტიური, გამოავლინეთ ინიციატივა, გააჟღერეთ ახალი იდეები. უქმეებზე ახლობლებს თქვენი დახმარება დასჭირდებათ.
კვირის საუკეთესო დღე: 18, 23 იანვარი.
კირჩხიბი
ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან, რომ უფრო მეტი გააკეთოთ, უფრო მეტს მიაღწიოთ და სარგებელიც მეტი ნახოთ. იყავით ორიენტირებული კარიერაზე, ახლობლები გაგიგებენ და დაგეხმარებიან კიდეც. კვირა საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 18, 20 იანვარი.
ლომი
საოჯახო ვალდებულებებისა და ნათესავების პრეტენზიებისგან შორს გაქცევა მოგინდებათ. ეცადეთ, დიპლომატიურად მოაგვაროთ სირთულეები. მარტოხელებს გელით ნაცნობობა, რომელიც ან მეგობრობაში, ან სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზრდება.
კვირის საუკეთესო დღე: 20, 23 იანვარი.
ქალწული
ნებისმიერი ჩახლართული სიტუაციიდან იპოვით გამოსავალს. მართალია, მარტივად არა, მაგრამ გამოცდილებას კარგს მიიღებთ. შაბათს ესტუმრეთ ნათესავებს. კვირა საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმეთ. საყვარელ ადამიანს მეტად უნდა დაუთმოთ.
კვირის საუკეთესო დღე: 22, 23 იანვარი.
სასწორი
ორშაბათს ნუ გაფლანგავთ ფულს. საყიდლები კვირის ბოლოს დაგეგმეთ. სამსახურის საქმეები მთელ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. უქმეები ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. უთქვენოდ ყველა მოწყენილია.
კვირის საუკეთესო დღე: 18, 20 იანვარი.
მორიელი
მეტად კონცენტრირებული უნდა იყოთ. კარიერაში წარმატების მიღწევის შანსი იზრდება და მოემზადეთ, გააქტიურდით სასურველის მისაღწევად. იყავით გულწრფელი საყვარელი ადამიანის მიმართ, ნუ მალავთ საკუთარ გრძნობებს.
კვირის საუკეთესო დღე: 21, 23 იანვარი.
მშვილდოსანი
ეცადეთ, საქმიან პარტნიორებთან მეგობრული ურთიერთობა გქონდეთ. ერთად საქმეებსაც იდეალურად გაუძღვებით. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. უქმეები მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 18, 23 იანვარი.
თხის რქა
მეტად იყავით ორიენტირებული მიზნების განხორციელებაზე. ცვლილებების მიმართ დაკვირვება გმართებთ. უქმეებზე ოჯახთან ერთად დაისვენეთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით მოულოდელ ადგილას.
კვირის საუკეთესო დღე: 18, 21 იანვარი.
მერწყული
სიურპრიზებისა და საჩუქრებისთვის მოემზადეთ, იყავით პოზიტიურად განწყობილი, ყველა უსიამოვნება წარსულში დარჩა, ახლა მხოლოდ გამარჯვებისა და ბედნიერებისთვის უნდა იყოთ მზად. დაისახეთ მიზნად მეგობრებთან ერთად მხიარულება.
კვირის საუკეთესო დღე: 20, 23 იანვარი.
თევზები
შეგეცვლებათ გეგმები და სიტუაციის შესაფერისად უნდა იმოქმედოთ. იყავით დაკვირვებული. ფულს უსარგებლო ნივთებზე ნუ გაფლანგავთ. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით რომანტიკული. უქმეები მშვიდ გარემოში გაატარეთ, გამოიძინეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 18, 23 იანვარი.