ვერძი
მეტი დრო დაუთმეთ თვითრეალიზაციას. გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ. მარტოხელებს პირადი ცხოვრება გამოგიცოცხლდებათ, თუ თავადაც მოინდომებთ, რა თქმა უნდა.
კვირის საუკეთესო დღე: 7 თებერვალი.
კურო
ეცადეთ, დაახარისხოთ ყველა ის უსარგებლო ნივთი, რომლისაგანც უნდა გათავისუფლდეთ. დაასრულოთ საქმეები. იყავით ყურადღებით ინფორმაციებისადმი, კარგად გაახილეთ "თვალები", რომ გაარჩიოთ ერთმანეთისგან თეთრი და შავი. სამშაბათი და კვირა კარგი დღეებია პაემნისთვის.
კვირის საუკეთესო დღე: 6 თებერვალი.
ტყუპი
შეიძლება ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გინდოდათ, მაგრამ არ დანებდეთ. გადაერთეთ იმ საქმიანობაზე, რაც ცხოვრებას გაგიხალისებთ. ბავშვებთან ერთად გართობა ახალ იდეებს გაგიჩენთ. საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 7 თებერვალი.
კირჩხიბი
შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ. დააკვირდით გარშემო მყოფების სიტყვებს, რათა გაარკვიოთ, სად არის სიმართლე და სად - ფანტაზია. საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა ხან ვულკანის ცეცხლივით მწველია, ხან აისბერგივით ცივი. დაფიქრდით, იქნებ, ნამდვილი გრძნობების გამოხატვის გეშინიათ?..
კვირის საუკეთესო დღე: 5 თებერვალი.
ლომი
გრანდიოზული ჩანაფიქრისთვის თანხა მალე გამოგიჩნდებათ. მეგობრებისგან საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. ზოგიერთი გადაწყვეტს, რომ რომანის გმირი შესაცვლელია. ამის მიზეზი საინტერესო ადამიანის გაცნობა გახდება. დაიცადეთ ჯერ, დაელოდეთ მოვლენების განვითარებას. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.
კვირის საუკეთესო დღე: 4 თებერვალი.
ქალწული
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან, მეგობრებთან. თავს საიმედოდ და მშვიდად იგრძნობთ. ზოგიერთმა შეიძლება ფარული რომანი გააბათ ან ორმაგი ცხოვრებით დაიწყოთ ცხოვრება.
კვირის საუკეთესო დღე: 5, 6 თებერვალი.
სასწორი
მოთმინება და შრომა - აი, რა გჭირდებათ, ყველა ვალდებულებას რომ გაუმკლავდეთ. ნათესავებს რჩევებს ყური დაუგდეთ. მათგან შეიძლება მატერიალური მხარდაჭერაც კი მიიღოთ. მეტად იზრუნეთ საკუთარ თავზე, გარეგნობაზე. ეჭვიანობა და პრეტენზიები ცხოვრებას გაგირთულებთ და სასიყვარულო ურთიერთობასაც გააუფერულებს. ნუ გააწამებთ საყვარელ ადამიანს.
კვირის საუკეთესო დღე: 2, 7 თებერვალი.
მორიელი
სანამ მნიშვნელოვან საქმიანობაში ჩაერთვებით, გამოცდილ ახლობლებს ჰკითხეთ რჩევა. ზოგმა შეიძლება საიდუმლოებებიც კი გაგიმხილოთ. საყვარელ ადამიანთნ ურთიერთობა მეტად საინტერესო გახდება, შეიძლება მას მეტად ენდობით ან თავად გაგიმხილოთ თავის ცხოვრების წვრილმანები.
კვირის საუკეთესო დღე: 4, 6 თებერვალი.
მშვილდოსანი
ახლობლების ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედეთ. საინტერესო შეხვედრების, მგზავრობის კვირაა. გადაწყვეტილებები სწრაფად და დაკვირვებულად უნდა მიიღოთ. თუ თქვენი საყვარელი ადამიანი მოსაწყენი გახდა, მობეზრებული სათამაშოსავით ნუ გადააგდებთ. ეცადეთ, ახლიდან აღმოაჩინოთ იგი.
კვირის საუკეთესო დღე: პირველი, 6 თებერვალი.
თხის რქა
ოპტიმიზმი მოიმატებს და საერთო ენას ნებისმიერ ადამიანთან გამონახავთ. სამსახურის საქმეების გამო საოჯახო ვალდებულებებს ნუ მიატოვებთ. მარტოხელები სამეგობრო წრეში საინტერესო ადამიანს გაიცნობთ. რამაც შეიძლება თქვენი ცხოვრება გაახალისოს და გააფერადოს.
კვირის საუკეთესო დღე: 6 თებერვალი.
მერწყული
სასიამოვნო შეხვედრების, საუბრების კვირა დაგიდგათ. ზოგჯერ მოულოდნელი სტუმრობაც გელით. მიიღეთ ვიტამინები, ბალახეულის სამკურნალო ნაყენები. ექსტრავაგანტურობის, საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოვლენის შანსი მოგეცემათ და ჭორებს არც კი დაუგდოთ ყური. მთავარია, საყვარელ ადამიანს მოსწონდეთ ისეთი, როგორიც ხართ.
კვირის საუკეთესო დღე: 4 თებერვალი.
თევზები
ყველა წვრილმანი ყურადღებით გათვალეთ. ნუ გაიბუტებით და ჩაიკეტებით საკუთარ თავში. საყვარელ ადამიანთან ერთად მოაგვარეთ ყველა უსიამოვნება, მისი მხარდაჭერა გაგრძნობინებთ, რომ მარტო არ ხართ. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, რელაქსაციას, ნუ შეეჭიდებით რთულ ვალდებულებებს. გაატარეთ დრო თქვენთვის საინტერესო, მზრუნველი ახლობლების გვერდით.
კვირის საუკეთესო დღე: 5, 6 თებერვალი.