კვირის მთავარი მოვლენა ახალმთავრეობაა. 11 თებერვალს 23:05-ზე თეთრი მეტალის ხარი შემობრძანდება და ერთი წლით გახდება 12 თვის მმართველი. ეცადეთ, ამ და მომდევნო დღესაც იყოთ პოზიტიურ განწყობაზე. 11-ში ღამე გააწყვეთ სუფრა, მიულოცეთ ახლობლებს, გამოსაჩენ ადგილზე დადეთ ხარის ფიგურა. აუცილებლად ჩამოწერეთ სამომავლო საქმეების სია (მიუხედავად იმისა, რომ მერკური რეტროგრადულია). 12 თებერვლიდან მთვარე მატებას დაიწყებს და ბევრი ადამიანის ცხოვრება შეიცვლება, მეტად შრომისუნარიანი და მიზანმიმართული გახდებით. მოგინდებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება ან გაგიუმჯობესებათ კიდეც. იყავით მომართული, რომ ამ დღეს ჩაინიშნოთ ყველა საქმე, შეხვედრა, ქმედება, რაც გინდათ, რომ განხორციელდეს, რათა მეტად წარმატებული, ბედნიერი და ნაყოფიერი წელი გქონდეთ.
12 თებერვალს 11:24-მდე და 14 თებერვალს (11:30-დან 19:55-მდე) ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებს, შეხვედრებს, თქვენი შრომა ამაოდ ჩაივლის.
ვერძი
კვირა პოზიტიურად დაიწყება, დაასრულეთ დაწყებული საქმეები. არაფერი გადადოთ მომავლისთვის და არც ტყუილად გაფანტოთ დრო. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. ზოგიერთს პირად ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები გელით.
კვირის საუკეთესო დღე: 8, 14 თებერვალი.
კურო
განწყობა კარგი გაქვთ, მამაკაცებში პოპულარობით სარგებლობთ. იმდენ ხანს ატარებთ სამსახურში, რომ ზოგიერთმა შეიძლება სამსახურებრივი რომანიც კი გააბათ. კვირის ბოლოს ცვლილებებისთვის მოემზადეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 9, 10, 12 თებერვალი.
ტყუპი
მეტი მზრუნველობა გმართებთ ნათესავების მიმართ, არ გაანაწყენოთ ისინი. დაწყვილებულები მეტად დაახლოვდებით და წვრილმანების გამო აღარ იკამათებთ. კვირის მეორე ნახევარში რომანტიკული თავგადასავლისთვის მოემზადეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 8, 11, 12 თებერვალი.
კირჩხიბი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებით ოთხშაბათს-ხუთშაბათს. აკონტროლეთ ემოციები. უქმეებზე საყვარელ ადამიანს მზრუნველობას ნუ მოაკლებთ.
კვირის საუკეთესო დღე: 10, 14 თებერვალი.
ლომი
ეცადეთ, გარშემო მყოფებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. იყავით ზრდილობიანი და დახვეწილი ყველგან და ყველასთან. განწყობას სასიამოვნო საყიდლებით გაიუმჯობესებთ. არსებული რომანტიკული კავშირი უნდა გადაახალისოთ.
კვირის საუკეთესო დღე: 12, 13 თებერვალი.
ქალწული
კარიერისა და ბიზნესის საკითხებს მარტივად გაუმკლავდებით. 11 თებერვლის ჩათვლით დაასრულეთ დაწყებული პროექტები. მუდმივი მოუცლელობა და დაღლილობა ცუდად აისახება თქვენს პირად ცხოვრებაზე. კვირას დაკვირვება გმართებთ მგზავრობისას.
კვირის საუკეთესო დღე: 12, 14 თებერვალი.
სასწორი
სამშაბათსა და ოთხშაბათს იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. მეტად დაისვენეთ. ოთხშაბათს მაქსიმალური დიპლომატია უნდა გამოავლინოთ. პარასკევს რომანტიკული საღამო გელით. კვირის ბოლოს მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს. გაახარეთ საინტერესო გასართობით, თამაშით.
კვირის საუკეთესო დღე: 8 თებერვალი.
მორიელი
ნუ ჩაიციკლებით ცუდზე, ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია და რაც უფრო ადრე გააქტიურდებით, მით უკეთესია. უთხარით "არა!" ცუდ განწყობას. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად რომანტიკული და ვნებიანი გახდებით. ურთიერთობა მეტად ბედნიერი გახდება.
კვირის საუკეთესო დღე: 9, 10, 12 თებერვალი.
მშვილდოსანი
გარშემო მყოფებთან, თანამოაზრეებთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ და სამომავლო გეგმებზეც დაგაფიქრებთ. მეგობრებთან დამოკიდებულება კვირის მეორე ნახევრიდან გაგახარებთ. ისინი სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებიან. საყვარელ ადამიანთან უმნიშვნელო კამათი და ეჭვიანობაც კი უსიამოვნებით დასრულდება.
კვირის საუკეთესო დღე: 8, 11, 12 თებერვალი.
თხის რქა
ოთხშაბათს არავისთან იკამათოთ. მნიშვნელოვანი შეხვედრები დიდი სიფრთხილით წარმართეთ. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ საყვარელი ადამიანისგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები გაქვთ სიყვარულზე. კვირას იღბალი გაგიღიმებთ.
კვირის საუკეთესო დღე: 10, 14 თებერვალი.
მერწყული
კვირის დასაწყისში მოამთავრეთ ყველა დაწყებული საქმე. შეასრულეთ ვალდებულებები. ხუთშაბათს ღამე ჩამოწერეთ ახალი საქმეების სია. თქვენს ნიშანში დგება ახალი წელი და მოემზადეთ პოზიტიური ცვლილებებისთვის. გაუფრთხილდით თქვენს საყვარელ ადამიანს. ურთიერთობის დანგრევას კი გადაკეთება ჯობია.
კვირის საუკეთესო დღე: 12, 13 თებერვალი.
თევზები
საქმეებს მარტივად გაუმკლავდებით. საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. ზოგიერთის ცხოვრება შეიძლება კარდინალურად შეიცვალოს. კვირის მეორე ნახევარში მეტად მოუსმინეთ გარშემო მყოფებს, მოთოკეთ ემოციები. უქმეებზე იყავით რომანტიკული .
კვირის საუკეთესო დღე: 12, 14 თებერვალი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>