ჩვენი დაბადების თარიღს დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჩვენს ხასიათზე, არამედ ჩვენს ბედზე და გარეგნობაზეც კი.
ზოდიაქოს ნიშანი, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, ერთი შეხედვით, ძნელად გასაგებია, თუმცა მას რბილი და მსუბუქი ხასიათი აქვს.
თევზები მზრუნველები და ნაზები არიან.
ბავშვობიდან კარგად აქვთ განვითარებული წარმოსახვა, ამიტომ ხშირად იმყოფებიან საკუთარი ოცნებებისა და ფანტაზიების ქვეყანაში.
მათი შინაგანი სამყარო იმდენად ღრმაა, რომ შეუძლებელია მათი სრულყოფილად შეცნობა.
ისინი მგრძნობიარეები და დაუცველები არიან, გულთან მიაქვთ ყველაფერი და მკვეთრად რეაგირებენ კრიტიკაზე.
ეს ყოველთვის შესამჩნევი არაა, რადგან თევზები მალავენ თავიას ნამდვილ ემოციებს და განიცდიან მათ საკუთარ თავთან, სრულიად მარტოები.
ამ ნიშნის ადამიანებს ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო განცდები აწუხებთ. ისინი აცნობიერებენ, რომ ბევრს არ შეუძლია მათი სწორად გაგება, თუმცა, ზოგჯერ თვითონაც არ იციან, რა არის ამის მიზეზი.
სამაგიეროდ, მიზეზი ასტროლოგებმა იციან.
ისინი დიდ დროს ატარებენ ფიქრში, ამიტომ ბევრ ადამიანს უჭირს მათთან საერთო ენის გამონახვა, რაც ალბათ არც გაგაკვირვებთ.
დაუთმეთ მათ დრო, გაანებივრეთ ზრუნვით, ყურადღებით, მხარდაჭერით და ისინი გაიხსნებიან. ესაუბრეთ ხელოვნებაზე, ფანტაზიასა და შემოქმედებაზე და ისინი სიამოვნებით ჩაერთვებიან საუბარში.
რეალობა თევზებს მოსაწყენად ეჩვენებათ. ისინი მარადიული აურზაურის, ცვლილებებისა და ხმაურის ფონზე, საკუთარ აზრებში ხშირად პოულობენ კომფორტს და ამით იმშვიდებენ თავს. ამრიგად მათ შეუძლიათ იპოვონ შთაგონება და სულიერად დაისვენონ. მიიღეთ თევზების ეს მახასიათებელი და მათთან საერთო ენის პოვნა გაგიადვილდებათ.
ამასთან, ასეთი ერთგულება მათთვის ხშირად კატასტროფად იქცევა. ერთხელ გატეხილი გული აღარასოდეს იქნება იგივე.
უბრალოდ, გარე სამყარო მათთვის ძალიან დამღლელია. თევზებს სჭირდებათ მარტოობა, რათა საკუთარ თავთან ჰარმონიაში მოვიდნენ, თუმცა ყურადღებასაც საჭიროებენ.
თევზები არ არის ზოდიაქოს მარტივი ნიშანი. და მაინც, თუ შეეცდებით, შეგიძილიათ მათთან საერთო ენა გამონახოთ და ბედი ჯილდოს მოგიძღვნით. იმიტომ, რომ ისინი ერთგული მეგობრები არიან!