აპრილის მთვარის კალენდარი - ვარდისფერი სავსემთვარეობა თვის ბოლოს

აპრილის მთვარის კალენდარი - ვარდისფერი სავსემთვარეობა თვის ბოლოს
აპრილში საბოლოოდ უნდა მოვიცილოთ ზამთრის სიზარმაცე და ენთუზიაზმით უნდა შევუდგეთ საქმეებს. იმისათვის, რომ ენერგია სწორად გადავანაწილოთ, მთვარის კალენდარში ჩავიხედოთ.

გაზაფხულის მეორე თვე, მარტთან შედარებით, ენერგიულად მეტად ქალური და მგრძნობიარეა. მოიმატებს რომანტიკული განწყობა. მარტოხელებს მოგინდებათ დაწყვილება, შეყვარებულებს - ურთიერთობის დატკბობა და დათბობა. აპრილი იმითაცაა გამორჩეული, რომ თვის ბოლოს ვარდისფერი სავსემთვარეობა გვექნება, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით.

რას მოგვიტანს მთვარის ფაზები
პირველი - 11 აპრილი - მთვარე კლებადია - მოიმატებს ცვლილებების სურვილი, გაგიჩნდებათ ამბიცია, რომ რეალიზდეთ სხვადასხვა სფეროში.
ჩაეწერებით სხვადასხვა კურსსა და ვებინარზე. კარგი იქნება დიეტის დაცვა, ჯანმრთელობის გათვალისწინებით, სამკურნალო შიმშილობა. აგრეთვე, კარგ შედეგს მოგიტანთ გამწმენდი პროცედურები: პილინგი, კბილების მკურნალობა და გაწმენდა, დეტოქსი.

12 აპრილი - ახალმთვარეობა. მოიწესრიგეთ პირადი გრძნობები. კარგ შედეგს მოგიტანთ საოჯახო საქმეები და ინტელექტუალური განვითარება. ამ დღეს არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ, აი, ახალი საქმეები კი მეორე დღიდან დაიწყეთ. 12-ში, 16:07-დან 21:44-მდე, მთვარე უასპექტოა, თავისუფლად დალივლივებს ცაზე და ეცადეთ, ამ პერიოდში არაფერი მოიმოქმედოთ. შედეგი არაფერს ექნება, შოპინგიც კი არ მოგიტანთ სიამოვნებას.

13-25 აპრილი - მთვარე მზარდია. მზად იყავით კარდინალური ცვლილებებისთვის. მოგინდებათ ცხოვრების შეცვლა, ახლიდან დაწყება. იყავით მიზანმიმართული და გაბედულად იმოქმედეთ. შანსი მოგეცემათ, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, იპოვოთ ახალი სამსახური. არ იზარმაცოთ!

27 აპრილი - სავსემთვარეობა. აპრილის სავსემთვარეობას რომანტიკული სახელი აქვს - ვარდისფერი მთვარე. ამ დღეს მთვარე მოახლოებულია დედამიწასთან და ამიტომაც გვეჩვენება ჩვეულებრივზე დიდი და კაშკაშა. შეფერილობაც უჩვეულო აქვს - მოვარდისფრო-მოწითალო.
ამ დღეს ემოციურობა მაქსიმალურად მომატებულია. აკონტროლეთ საკუთარი თავი, რომ გარშემო მყოფებთან უსიამოვნება არ მოგივიდეთ. სავსემთვარეობისას მთვარე მორიელის ზოდიაქოში იქნება. ადამიანებში მოიმატებს ექსტრასენსორული თვისებები, გამძაფრებული იქნება ემოციები. გირჩევთ, დააკვირდეთ სიზმრებს. გაფრთხილდით, რომ არ დაუშვათ შეცდომები. სავსემთვარეობა არის დღე, როცა პრობლემები მეტად გამოაშკარავდება, ხოლო თუ რა სფეროში, ეს თქვენს პირად ასტროლოგიურ რუკაზეა დამოკიდებული.

28-30 აპრილი - მთვარე კლებადია. ამ პერიოდში კარგია საკვების შემცირება. დაალაგეთ პირადი ნივთები, მოიშორეთ გამოუსადეგარი (დაზიანებული, გატეხილი), დაასრულეთ დაწყებული საქმეები. ამ ყველაფერთან ერთად, კარგი იქნება ქველმოქმედებაც, მით უმეტეს, რომ 2 მაისს აღდგომას აღვნიშნავთ და სასურველია, ამ დღეს ძველი ვალდებულებებისგან, საქმეებისგან თავისუფლები და უფრო მეტად კეთილები შევხვდეთ.

აპრილის კარგი დღეები: 3, 4, 9, 13, 15, 20, 29 და 30 - ყველა მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმე ამ დღეებში დაგეგმეთ.
კარგი დღეები თმის შეჭრისთვის: პირველი, 5, 15, 21, 24 და 30 აპრილი.
კარგი დღეები კოსმეტიკური პროცედურებისთვის: 3, 17, 23, 24 და 28 აპრილი.
კარგი დღეები საყიდლებისთვის: 5, 14, 17 და 20 აპრილი.
კარგი დღეები მგზავრობისთვის: 6, 7, 14, 16, 17, 20 და 28 აპრილი.
კარგი დღეები დღესასწაულის მოსაწყობად: 13, 15-18, 20-22 და 25 აპრილი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93