აპრილის სავსემთვარეობაზე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს აკრძალვების, წესებისა და დროის პლანეტა სატურნიც. პროგნოზი სწორედ მისი გავლენითაა შედგენილი, რათა მომდევნო 2 კვირის განმავლობაში იცოდეთ, საით მიმართოთ თქვენი ყურადღება.
ვერძი
რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებთ თქვენს ჯგუფზე, კოლექტივზე, სადაც მუშაობთ, უხელმძღვანელებთ მათ, მით მეტად გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, იგრძნობთ ენერგიის მომატებას, ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. უნდა შეძლოთ გუნდური მუშაობა. ამასთან, შეიძლება დამშვიდობება მოგიწიოთ იმ ადამიანებთან, მეგობრებთან, ვინც ხელს გიშლით წინსვლაში. აგრეთვე შესაძლებელია, შეამციროთ ინტერნეტში ყოფნის დრო და მის მაგივრად გააკეთოთ საქმე, რაც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ.
კურო
სამსახურის საქმეები და კარიერა უნდა გახდეს თქვენთვის მნიშვნელოვანი. უნდა ეცადოთ, აიმაღლოთ სტატუსი, იყოთ მომართული დაწინაურებაზე. დაისახეთ მიზანი, შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და იმოქმედეთ. შეიძლება ბრძოლა მოგიწიოთ დამოუკიდებლად, საქმიანი პარტნიორების გარეშე ან საქმეების გამო სათანადო დრო ვერ დაუთმოთ თქვენს სასიყვარულო პარტნიორს.
ტყუპი
ყოველდღიურობა, რუტინა და ჯანმრთელობის თემები იქნება აქტუალური. ამასთან, სატურნი გავალებათ, რომ მოაგვაროთ იურიდიული ან უმაღლეს სასწავლებელთან დაკავშირებული საკითხები. ზოგიერთმა შეიძლება მოინდომოთ პუბლიკაცია, დაინტერესდეთ უცხო ქვეყნებით, ენით, კულტურით, ტრადიციებით. ზოგიერთს მოგიწევთ დამატებით ცოდნის მიღება, კვალიფიკაციის გაუმჯობესება, რომ გაიუმჯობესოთ არსებული მდგომარეობა სამსახურში.
კირჩხიბი
გამოიკვეთება დასვენებასთან, გართობასთან, შემოქმედებით იდეებთან დაკავშირებული საკითხები. შეძლებთ გაერკვეთ ან საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოთ მათთან დაკავშირებით. ამასთან, სატურნი ითხოვს, რომ მობილიზებულნი იყოთ განსაკუთრებით ფულთან მიმართებით ან თუ ბიზნესს, იდეების რეალიზებას პარტნიორის ფინანსებით აპირებთ. ზოგიერთმა შეიძლება ფულის დაბანდება გადაწყვიტოს შვილების სწავლა-განვითარებაში. იყავით დაკვირვებული, თუ სხვათა ბედი თქვენზეა დამოკიდებული (ხართ ექიმი, მომვლელი). დროულად გადაიხადეთ ვალი, გადასახადები.
ლომი
ყურადღებას ითხოვს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. უნდა მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან ან რემონტთან დაკავშირებით. სატურნი კი თქვენი პარტნიორების სექტორშია და შეიძლება შეზღუდოს ურთიერთობა მასთან. ზოგიერთს შეიძლება სახლიდან მოგიწიოთ მუშაობა. შეიძლება პარტნიორულ ურთიერთობაზე მოგიწიოთ პასუხისმგებლობის აღება ან გააფორმოთ კონტრაქტი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდით.
ქალწული
აპრილის ეს სავსემთვარეობა თქვენგან ითხოვს, რომ აქცენტი გაამახვილოთ დაძმურ კავშირზე; ყურადღება გამოიჩინოთ გადაადგილებისას; მეტი დრო დაუთმოთ სწავლას, კურსებზე დასწრებას. სატურნი კი ითხოვს, რომ გაწერილი გრაფიკის მიხედვით იმოქმედოთ. არ უგულებელყოთ ყოველდღიური ვალდებულებები, იყოთ დაკვირვებული საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ სამსახურში მეტი პასუხისმგებლობის გამოვლენა მოგიწევთ, როგორც საკუთარ თავზე, ისე კოლეგების მუშაობაზე, გამორიცხული არაა, რომ რაღაც უნდა ისწავლოთ, იმის გამო, რომ უკეთ უხელმძღვანელოთ თანამშრომლებს.