17-23 მაისის სილამაზის კალენდარი - კარგია თმის შეჭრა

17-23 მაისის სილამაზის კალენდარი - კარგია თმის შეჭრა
მზარდი მთვარის კვირაა. გირჩევთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე 20 მაისამდე გააკეთოთ. 23 მაისიდან კარმისა და პასუხისმგებლობის პლანეტა სატურნი რეტროგრადული (უკანმავალი) ხდება, 30-დან გონების მმართველი, კომუნიკაციების პლანეტა მერკურიც რეტრო სვლაში გადავა და საქმეების შესრულდება გართულდება, შეფერხდება. მოვლენებს წინ გავუსწრებთ და გეტყვით, რომ 26 მაისს სავსემთვარეობას და მთვარის დაბნელებას ველოდებით. ამ მოვლენას პლუს/მინუს 2 დღე აქვს გავლენა. ამიტომ, გეუბნებით, რომ 20 მაისამდე კარგი დროა და უნდა იაქტიუროთ. სიყვარულისა და სილამაზის პლანეტა ვენერა უკვე ტყუპშია, ფლირტი, რომანტიკულობა მოიმატებს, გაადვილდება
ახალი ნაცნობობა. თუმცა, ახალი კავშირის გასერიოზულებას ნუ ელით. აგრეთვე, არც ფულის ფლანგვას გირჩევთ.
20 მაისს მზე ტყუპის ზოდიაქოს ესტუმრება. ყველა ტყუპს გილოცავთ, მზის თქვენს ნიშანში დაბრუნებას. ახლა თქვენი დრო დგება, თქვენი პირადი ახალი წელი დგება.
17 მაისი, 16:44-მდე მთვარე კირჩხიბშია; მერე გადავა ლომში...
მთვარე კირჩხიბში: იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. დიასახლისებს საჭმელი გამოსდის განსაკუთრებით გემრიელი. სასარგებლოა პურისა და სხვა ფქვილეულის გამოცხობა. არ გადატვირთოთ კუჭი.
კარგია - აბაზანის მიღება, კარგ შედეგს მოგიტანთ დამატენიანებელი კრემების გამოყენება. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
ცუდია - კუჭის გამოკვლევა, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან. ტყუილის თქმა.

მთვარე ლომში: არტისტული მთვარე. მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების სურვილი. გავუფრთხილდეთ გულს. არ გადაიღალოთ. მოიმატებს ფლირტის სურვილი. 
კარგია - ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები. ფუტკრის ნაწარმზე დამზადებული კრემების გამოყენება. თმის შეჭრა, რომ მოცულობასა და სიგრძეში სწრაფად გაიზარდოს.
ცუდია - ყურების გახვრეტა, ორთქლის აბანო, სახის გაწმენდა. მარილიანი პროდუქების ჭამა.

20 მაისი, მთვარე ქალწულშია. პედანტური მთვარე. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებლია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ. კარგია სახლის, პირადი ნივთების დალაგება. ჯანსაღი საკვების მიღება. დღის რეჟიმის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება, პილინგი, ფიტოთერაპია.
ცუდია - მუცლის პლასტიკა, მუცლის ღრუში ქირურგიული ჩარევა. წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება. მუცლის ვარჯიშების შესრულება.

22 მაისი, 05:35-დან კვირის ბოლომდე მთვარე სასწორში იქნება. ესთეტიკური მთვარე. ქალს სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი უჩნდება. ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. მოუფრთხილდით თირკმლებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.
პლუსი - ესტუმრეთ კოსმეტოლოგს. გაიკეთეთ მანიკიური და სახის მკვებავი ნიღბები.
მინუსი - კარგია აბანო, საუნა, მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93