17-23 მაისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

17-23 მაისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
არაფერი გადადოთ მომავლისთვის, გააკეთეთ ყველაფერი დროულად და დაკვირვებულად. პირად ცხოვრებაში ნუ მოგერიდებათ გრძნობების გამოვლენა. კვირას დაგეგმეთ შეხვედრა მეგობრებთან. მარტოხელებს კი სასიამოვნო ნაცნობობა გელით.
კვირის საუკეთესო დღე: 17, 23 მაისი.

კურო
ეცადეთ, გამონახოთ საერთო ენა თქვენს საყვარელ ადამიანთან. იყავით მზად საკუთარ თავზე ახალი ვალდებულებების ასაღებად. გირჩევთ, უქმეებზე არ გადაიღალოთ და მეტად გამოიძინოთ. მოიცილეთ უსიამოვნო ფიქრები.
კვირის საუკეთესო დღე: 18, 21 მაისი.

ტყუპი
21 მაისიდან აქტიურობის დრო დაგიდგებათ, შეძლებთ ნებისმიერი დავალების მარტივად მოგვარებას. მანამდე იყავით დაკვირვებული.
ეცადეთ, გარშემო მყოფებს აპატიოთ მცირე შეცდომები. დაუკვირდით შეგრძენებებს, თქვენს შინაგან მდგომარეობას. კვირას არ იმუშაოთ, სასიამოვნო საქმიანობას მიუძღვენით თავი.
კვირის საუკეთესო დღე: 22 მაისი.

კირჩხიბი
დაშვებული შეცდომების გამოსწორებას დაუთმეთ მეტი დრო. სამსახურში იყავით დაკვირვებული. ზოგიერთს მივლინება, საინტერესო ადამიანების გაცნობა და საუბრები ელის. ნუ შეიზღუდავთ თავს კვებაში.
კვირის საუკეთესო დღე: 21 მაისი.

ლომი
გადაღლილი ხართ და უნდა აიძულოთ თავი, რომ რაღაც გააკეთოთ. გიჭირთ გარემო პირობებზე დაქვემდებარება. არადა, ყველა შანსი გაქვთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ. პირად ცხოვრებაში სირთულეები გარდაუვალია, მხოლოდ საკუთარ თავზე ხართ ჩაციკლული და პარტნიორს ვერც კი ამჩნევთ.
კვირის საუკეთესო დღე: 20, 21, 23 მაისი.

ქალწული
გამოიყენეთ ეს კვირა პირადი გრძნობების გამოსახატავად; დაარეგულირეთ დამოკიდებულება თქვენს საყვარელ ადამიანთან. პარასკევს სასიამოვნო სიახლეები გელით სამსახურში, ეს შეიძლება იყოს დაწინაურება, ხელფასის მომატება.
კვირის საუკეთესო დღე: 23 მაისი.

სასწორი
მხოლოდ სამსახურზე ხართ მომართული და სხვა საკითხებზე ვერც კი ფიქრობთ. 20-მდე კარგი დღეებია სასურველი ნივთების შესაძენად. უქმეებზე არ გაგიჭირდებათ ურთიერთობის დარეგულირება რთულ ადამიანებთანაც კი.
კვირის საუკეთესო დღე: 17, 23 მაისი.

მორიელი
ყველა ჩვეულებრივი საქმის არაორდინარულად მოგვარების სურვილი გაგიჩნდებათ. დაუმეგობრდებით იმ ადამიანებსაც კი, ვისაც ადრე არ მოსწონდით. ხუთშაბათს ჩამოწერეთ ბიუჯეტი. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად გარშემო მყოფებისგან შორს, რომანტიკულ ადგილას გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 20 მაისი.

მშვილდოსანი
ნუ განაწყენდებით, თუ უფროსი გაკეთებულ საქმეს დაგიწუნებთ, გამოსწორების შანსი ყოველთვის არსებობს. კვირის ბოლოს კარიერული საკითხები მეტი დაკვირვებულობით უნდა მოაგვაროთ. სამაგიეროდ, მოიმატებს რომანტიკულობა, საყვარელ ადამიანთან განმარტოების, ურთიერთობის დარეგულირების სურვილი.
კვირის საუკეთესო დღე: 19 მაისი.

თხის რქა
აქტიური და ენერგიული ხართ, დაპირისპირებები, დაძაბული და უცნაური მომენტები იმატებს, მაგრამ საკუთარი ძალების გამოცდას და სირთულეების გადალახვას შეძლებთ. მოინდომეთ, რომ საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა საინტერესო გახდეს.
კვირის საუკეთესო დღე: 22 მაისი.

მერწყული
მეტი დრო დაუთმეთ კარიერული საკითხების მოგვარებას. იყავით მიზანმიმართული, გაქვთ ყველა შასნი, რომ განავითაროთ ახალი პროექტები. თუ საკუთარ გრძნობებში გარკვევა გიჭირთ, ცოტა ხნით ტაიმ-აუტი აიღეთ და გვერდიდან დააკვირდით საკუთარ თავს, პარტნიორს, სიტუაციას.
კვირის საუკეთესო დღე: 20, 21 მაისი.

თევზები
მოქმედების კვირა გაქვთ. უამრავ საქმეს შეასრულებთ და დაღლასაც ვერ იგრძნობთ. მზად ხართ სხვებსაც დაეხმაროთ, ოღონდ, მარტოობას გაუმკლავდეთ. ნუ დარდობთ, პირად ცხოვრებაში მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეგეცვლებათ. კვირას ბოროტი ენების გამო უსიამოვნებაში ნუ გაეხვევით.
კვირის საუკეთესო დღე: 22 მაისი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93