ივნისის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - გაიგეთ, ვარსკვლავებმა როგორი სასიყვარულო სცენარი მოგიმზადეს

ივნისის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - გაიგეთ, ვარსკვლავებმა როგორი სასიყვარულო სცენარი მოგიმზადეს
შვებულებების, რომანტიკული და საინტერესო შეხვედრებს თვე იწყება. გაიგეთ, ვარსკვლავებმა როგორი სასიყვარულო სცენარი მოგიმზადეს.

ვერძი
მარტოხელებისთვის: ზაფხულის დადგომას მოუთმენლად ელოდით. უამრავი რომანტიკული ნაცნობობა და თავგადასავალი გელით, მაგრამ ვერც ერთში ვერ ამოიცნობთ თქვენს იდეალურ მეწყვილეს.
რჩევა: ნუ ხართ ზედმეტად მომთხოვნი. და ნუ ბრაზობთ, თუ ადამიანი უსიტყვოდ ვერ იგებს თქვენს მოთხოვნებს.
დაწყვილებულებისთვის: კონტროლით ურთიერთობას ვერ შეინარჩუნებთ. იყავით საკუთარ თავზე მომართული. პარტნიორს თავისუფლება მიეცით, ამით უფრო მოიგებთ.
რჩევა: დახატეთ, გამოაცხვეთ დესერტები, განაახლეთ გარდერობი, იყავით ჰარმონიული საკუთარ თავთან და გარშემო
მყოფებსაც გადაეცემათ თქვენი პოზიტივი.

კურო
მარტოხელებისთვის: ერთი ნახვით შეყვარება თურმე რეალობა ყოფილა. ამას ივნისში მიხვდებით. აი, გადაიზრდება თუ არა საზაფხულო რომანი საშემოდგომოში ეს უკვე საინტერესოა.
რჩევა: იდეალური ბოიფრენდიც რომ გაიჩინოთ, გონიერებას ნუ დაკარგავთ.
დაწყვილებულებისთვის: მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას. განსაკუთრებით ფინანსურ თემებზე. თქვენი მიზანია გაზარდოთ ვნების გრადუსი, რათა გრძნობები რუტინამ არ შთანთქოს.
რჩევა: ერთად მოგზაურობა, ქალაქგარეთ ექსკურსია თქვენს ცხოვრებას გაახალისებს, რომანტიკულობას შესძენს.

ტყუპი
მარტოხელებისთვის: ივნისი თქვენი თვეა. თქვენი ცხოვრება ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოთ. ენდეთ ახალ ადამიანებს, ახალ შთაბეჭდილებებს. უამრავი ნაცნობობა გელით, რომანტიკისა და ფლირტისთვის მზად იყავით.
რჩევა: ნურაფერს დაგეგმავთ. სერიოზული ურთიერთობების დრო ჯერ არ დამდგარა. მიიღეთ სიამოვნება არაფრისმომცემი შეხვედრებისგან.
დაწყვილებულებისთვის: რომანტიკული ივნისი გელოდებათ. საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობას, კინოსა და თეატრში სიარულს შეძლებთ
რჩევა: ხანდახან ცხოვრება უფრო რომანტიკულია, ვიდრე ფილმებში ნანახი. აღბეჭდეთ ფურცელზე, ფოტოზე თქვენი ლამაზი ურთიერთობა.

კირჩხიბი
მარტოხელებისთვის: ძველი ნაცნობები მოულოდნელად და უჩვეულოდ შეგახსენებენ თავს. მოგეცემათ შანსი, გამოასწოროთ დაშვებული შეცდომა კონკრეტულ ადამიანთან.
რჩევა: ემოციები აკონტროლეთ და გადაწყვეტილებები ცივ გულზე მიიღეთ.
დაწყვილებულებისთვის: რომანტიკული განწყობა გაქვთ და არაფერი გიშლით ხელს, რომ დატკბეთ ერთმანეთით. ყველა უსიამოვნება თავისთავად მოგვარდება, საყვარელი ადამიანი ხშირად გაგანებივრეთ რომანტიკული საღამოებით.
რჩევა: გაიღიმეთ და დატკბით ცხოვრებით. იყავით მისი მადლიერი.

ლომი
მარტოხელებისთვის: ვალდებულებების სიმძიმეს მოიცილებთ და რომანტიკული თავგადასავლებისთვის მოემზადებით. სერიოზული ურთიერთობა თავადაც არ გსურთ. უფრო გართობაზე ხართ ორიენტირებული.
რჩევა: მანიპულატორებისგან თავი შორს დაიჭირეთ. დააკვირდით თქვენი სიმპათიის ობიექტს, რატომ იქცევა ასე?
დაწყვილებულებისთვის: ცალ-ცალკე ვერაფერს მიაღწევთ. ერთმანეთის დახმარებით მთებს გადადგამთ.
რჩევა: საყვარელი ადამიანის კრიტიკა კარგს არაფერს მოგიტანთ; მისთვის მნიშვნელოვანია მზრუნველობა და მხარდაჭერა.

ქალწული
მარტოხელებისთვის: სიყვარულზე კი არა, უფრო მეგობრობაზე ხართ ორიენტირებული. გსურთ იუმორი, ერუდიცია. ადამიანი, ვინც მოწყენილობის ჟამს ტკბილეულით გაგიმასპინძლდებათ.
რჩევა: იყავით მისი მადლიერი, ვინც თქვენ გვერდითაა, მომავალში მან შეიძლება მეგობრის სტატუსიდან შეყვარებულის სტატუსში გადაინაცვლოს.
დაწყვილებულებისთვის: სასიამოვნო სიახლეების პერიოდი დაგიდგათ. საყვარელ ადამიანთან ერთად ხშირად მოიწყვეთ დასვენებები.
რჩევა: ნუ დახარჯავთ დროსა და ენერგიას არაფრისმომცემ საქმეებზე. იყავით მომართული რომანტიკაზე.

სასწორი
მარტოხელებისთვის: ნაპერწკალი შეიძლება ვნების ხანძრად გადაიქცეს. მზად იყავით რომანტიკული ურთიერთობის დასაწყებად მამაკაცთან, რომელიც თქვენი კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს.
რჩევა: დატკბით თითოეული მომენტით, თუ რამდენ ხანს გასტანს რომანი თქვენი გადასაწყვეტია.
დაწყვილებულებისთვის: მუდმივი მოუცლელობა ურთიერთობაში სიცივეს შემოიტანს. გაღიზიანებთ საყვარელი ადამიანის უყურადღებობა.
რჩევა: პრეტენზიებით სიტუაციას ვერ გამოასწორებთ. სასიამოვნო შეტყობინება და ტკბილეული პარტნიორს რომანტიკულ გრძნობებს აღუძრავს.

მორიელი
მარტოხელებისთვის: ადამიანი, რომელიც ადრე არც კი მოგწონდათ, შეიძლება თქვენი რომანის გმირად იქცეს.
რჩევა: ვარსკვლავები რომანტიკულ თავგადასავალს გიმზადებენ და არ გაუშვათ შანსი ხელიდან.
დაწყვილებულებისთვის: წარმატებული კარიერის გამო საყვარელ ადამიანთან სულ ცოტა დროს ატარებთ.
რჩევა: ეცადეთ, უქმეები მაინც გაატაროთ ერთად და რომანტიკულად.

მშვილდოსანი
მარტოხელებისთვის: განათლების მიღება, წიგნების კითხვა და ინტელექტუალური განვითარება კარგა, მაგრამ როდემდე აპირებთ მარტოობას?
რჩევა: ივნისში კაბას, პომადასა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს უნდა დაუმეგობრდეთ და არა წიგნებს. იყავით მიმზიდველი მამაკაცებისთვის.
დაწყვილებულებისთვის: გარშემო მყოფების შეფასებას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევთ. რა საჭიროა ყველასთვის კარგი იყოთ?..
რჩევა: იმას კი ნუ ცდილობთ, რომ ყველას მოსწონდეთ, მთავარია, თქვენს მამაკაცს მოსწონდეთ.

თხის რქა
მარტოხელებისთვის: არ გირჩევთ ოცნებებსა და ილუზიებში გადავარდნას. იყავით რეალისტურად განწყობილი. მიმოიხედეთ, იქნებ, თქვენ გარშემო არის მამაკაცი, რომელიც თქვენს ყურადღებას იმსახურებს.
რჩევა: მომხიბვლელი ხართ და მიეცით თავს უფლება, საწინააღმდეგო სქესის ყურადღება მიიქციოთ.
დაწყვილებულებისთვის: მიაქციეთ ყურადღება საყვარელი ადამიანის ნათქვამს, მინიშნებებს. იქნებ, მას თქვენი მზრუნველობა და სითბო აკლია?..
რჩევა: ივნისი არის თვე, როცა უნდა მოიცილოთ ყველაფერი უსარგებლო: ფიქრებით დაწყებული, ნივთებით დასრულებული.

მერწყული
მარტოხელებისთვის: გრძნობები და გონება ერთმანეთთან უნდა დაამეგობროთ. ახალგაცნობილთან რომანი სწრაფად განვითარდება, მაგრამ სერიოზული ცვლილებები თქვენი ჩარევის გარეშე არ მოხდება.
რჩევა: თავადაც უკეთ იცი, როდის უნდა გადაეშვათ ზღვაში, სადაც ოქროს თევზი გელოდებათ და როდის უნდა დარჩეთ ნაპირზე და დაელოდოთ გამოდარებას.
დაწყვილებულებისთვის: უსაფუძვლო ეჭვიანობა მხოლოდ დაანგრევს თქვენს კავშირს.
რჩევა: იყავით რომანტიკული, მოუწყვეთ თქვენს საყვარელ ადამიანს სიურპრიზი, დაუნიშნეთ პაემანი.

თევზები
მარტოხელებისთვის: ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც დაგეგმეთ. ცვლილებები ხანდახან კარგიც კია. იყავით მზად თავგადასავლების და მოულოდნელობებისთვის.
რჩევა: გირჩევთ, ემოციებს აყოლილმა გონება არ დაკარგოთ. პრაქტიკულობა და გააზრებულობა ყველაზე კარგია.
დაწყვილებულებისთვის: დაიცავით ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. გაიხსენეთ, ბოლოს როდის დაისვენეთ. დააპაუზეთ საქმეები და დრო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
რჩევა: სასიამოვნო განწყობას მოგანიჭებთ შოპინგი, იმიჯის შეცვლა, ფოტოსესია ლამაზ ადგილას და, რა თქმა უნდა, ზღვაზე გამგზავრება. თუნდაც უქმეებზე.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93