31 მაისის 6 ივნისის სილამაზის კალენდარი - მოგინდებათ სულიერი კომფორტის შეგრძნება და მედიტაცია

31 მაისის 6 ივნისის სილამაზის კალენდარი - მოგინდებათ სულიერი კომფორტის შეგრძნება და მედიტაცია
გილოცავთ ივნისის დადგომას, ახლა დაბნელებების დერეფანში ვიმყოფებით, არაფერი მნიშვნელოვანი და ახალი არ მოიმოქმედოთ. 2, 5-6 ივნისი ცოტა რთული დღეებია და გაფრთხილდით, 3-4 შედარებით მშვიდი, პოზიტიურიც კი. მთვარე კლებადია.

31 მაისი, მთავრე მერწყულშია. მოგინდებათ, ხალხის მასისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ. სამოსში ორიგინალურობის გამოკვეთა.

ჩაცმულობაში უპირატესობა მიანიჭეთ ელექტრიკ ფერებს. ფერთა უჩვეულო შეხამებას. კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.
კარგია - რეიკი, სუჯოკ თერაპია, ეპილაცია, პილინგი. იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები.

ცუდია - პლასტიკური ოპერაციები, აპარატული კოსმეტოლოგია.

პირველი ივნისი მთვარე 13:07-დან თევზებშია.
მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია.

კარგია - ორთქლის აბაზანა სახის კანისთვის, წყალმცენარეების კოსმეტიკის გამოყენება. აუზისა და აბანოს პროცედურები.

ცუდია - ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.

3 ივნისი, 21:58-ზე მთვარე ვერძის ზოდიაქოშია გადავა. მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამეს კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან. მოერიდეთ ტრავმებს. კარგია სპორტი, ცურვა, ნებისმიერი აქტიურობა. გაუფრთხილდით თავს.

კარგია - თმის ნიღაბის, თავის მასაჟის გაკეთება. სახისა და კანის სასარგებლო ბალახეულის ყინულით გაწმენდა.

ცუდია - არ გაცივდეთ, არ გაიცივოთ თავი, ცხვირ-პირი, მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილები გეგმიურ მკურნალობას.

6 ივნისი, 9:46-დან მთვარე კუროს ესტუმრება. დინჯი მთვარე. კარგი დღეა კოსმეტოლოგთან ჩასაწერად. თავისა და სახის კანის კვებისთვის.  გემრიელობის ჭამით გაგიუმჯობესდებათ განწყობა, სასარგებლოა - თევზი და ზღვის პროდუქტები.

კარგია - მკვებავი ნიღბების გაკეთება. წარბების კორექცია, პილინგი, სკრაბი. პარაფინის პროცედურები. თმის შეღებვა.

ცუდია - მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას ტუჩებზე, ყელის გაცივებას ან გადატვირთვას (თუნდაც, ხმამაღალი ლაპარაკით) პროცედურებით არ ჩაერიოთ კისრისა და ყელის ზონებში. არ მიიღოთ ცივი სასმელები და საკვები.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93