ვერძი
სამსახურში თამამ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ, სანამ ყველაფერს კარგად არ აწონ-დაწონით. უნდა გაარჩიოთ ერთმანეთისგან მთავარი მეორეხარისხოვანისგან... პირად ცხოვრებაშიც. იყავით თავდაჯერებული და ნუ დაუჯერებთ ჭორებს. მარტოხელებს უქმეებზე რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ.
კვირის საუკეთესო დღე: 20 ივნისი
კურო
სიახლეები გსურთ და სასურველია, საკუთარი თავით დაიწყოთ. შეიცვალეთ იმიჯი, დღის განრიგი, ძილისა და კვების რეჟიმი. ეცადეთ, უფრო მეტად დაფასებული გახდეთ სამსახურში. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით რომანტიკული.
კვირის საუკეთესო დღე: 17 ივნისი
ტყუპი
უამრავი საჭირბოროტო საკითხი გაქვთ მოსაგვარებელი. იყავით დაკვირვებული და ფრთხილი. განწყობა დღეში რამდენჯერმე გეცვლებათ და ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან არ გაგიფუჭდეთ დამოკიდებულება. მეგობრები საჩუქრებით გაგანებივრებენ.
კვირის საუკეთესო დღე: 15, 17 ივნისი
კირჩხიბი
პროფესიული საქმეების შესრულებისას მეტი დაკვირვება გმართებთ. დაიცავით საკუთარი მოსაზრებები. სიმშვიდე გსურთ და ცოტა ხნით შეიძლება საყვარელ ადამიანსაც კი გაექცეთ. უქმეები ბუნებაში გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 17 ივნისი
ლომი
რთული და ჩახლართული სიტუაციების გამოსწორება მოგიწევთ. შეიძლება რისკზე წასვლამაც კი მოგიწიოთ. მარტოხელებს რომანტიკული ურთიერთობა გელით მეგობართან ან მეგობრების წრეში გაიცნობთ თქვენთვის საინტერესო ადამიანს.
კვირის საუკეთესო დღე: 14, 17, 20 ივნისი
ქალწული
ყური დაუგდეთ მათ რჩევებს, ვინც კარგად გიცნობთ, ვისაც თქვენთვის კარგი სურს. ნაცრისფერი უქმეები ცოტა რომ გაიხალისოთ, მეგობრებთან ერთად საღამოები მხიარულად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 17, 19 ივნისი
სასწორი
სამსახურის საქმეების გამო საყვარელი ადამიანისთვის თუ ვერ მოიცლით, მას ძალიან გაანაწყენებთ. არ გირჩევთ მკაცრი დიეტის დაცვას. საქმეები ისე გადაანაწილეთ, რომ საღამოს სუფთა ჰაერზე შეძლოთ სეირნობა.
კვირის საუკეთესო დღე: 18, 20 ივნისი
მორიელი
სამშაბათს და ოთხშაბათს მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. მეგობრებს დაეხმარეთ უსიამოვნებების მოგვარებაში. ზოგი გადაწყვეტს, ძველ შეყვარებულს შეეხმიანოს. დაწყვილებულებმა უქმეები რომანტიკულად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 17, 20 ივნისი
მშვილდოსანი
იზრუნეთ ბინის კეთილმოწყობაზე. გამონახეთ დრო ჯანმრთელობისთვის. შეიძლება დაგჭირდეთ დიეტის დაცვა, ვარჯიშის დაწყება. მოუყევით საყვარელ ადამიანს თქვენი ფანტაზიების, სურვილების შესახებ. ზოგიერთს ინტიმური თავგადასავლი გელით.
კვირის საუკეთესო დღე: 16, 17 ივნისი
თხის რქა
მხოლოდ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან იკონტაქტეთ. შეეხმიანეთ მშობლებს. სითბო და ურთიერთგაგება დაისადგურებს თქვენს ოჯახში. მარტოხელებს დაწყვილება თუ არა, დროის სასიამოვნოდ გატარება მაინც გელით. კარგია თქვენთვის მასაჟი.
კვირის საუკეთესო დღე: 19 ივნისი
მერწყული
მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. მივლინებისა და საქმიანი შეხვედრების გამო საყვარელი ადამიანი მიტოვებული გყავთ. ეცადეთ რამდენიმე საათი მაინც გაატაროთ ერთად. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა მგზავრობისას გელით.
კვირის საუკეთესო დღე: 17, 20 ივნისი
თევზები
სამსახურში იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი, დოკუმენტებზე მუშაობისას. მეტად გამოავლინეთ თქვენი შემოქმედებითი ნიჭი. რომანტიკული საღამოების, სასიყვარულ შეტყობინებების პერიოდი გაქვთ. მარტოხელების მიმართ ახალგაცნობილი ყურადღებასა და სითბოს გამოავლენს.
კვირის საუკეთესო დღე: 19 ივნისი
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>