14-20 ივნისის სილამაზის კალენდარი - კარგი თმის შეჭრა

14-20 ივნისის სილამაზის კალენდარი - კარგი თმის შეჭრა
14 ივნისი, მთვარე ლომშია. არტისტული მთვარე. მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების სურვილი. გავუფრთხილდეთ გულს. არ გადაიღალოთ. მოიმატებს ფლირტის სურვილი. ვუფრთხილდებით გულს. მიირთვით კალციუმით, კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები.
კარგია - ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები. ფუტკრის ნაწარმზე დამზადებული კრემების გამოყენება (თუ ალერგია არ გაქვთ). თმის შეჭრა, რომ მოცულობასა და სიგრძეში სწრაფად გაიზარდოს.

ცუდია - ყურების გახვრეტა, ორთქლის აბანო, სახის გაწმენდა. მარილიანი პროდუქების ჭამა.

15 ივნისი, 7:02-დან მთვარე ქალწულის ზოდიაქოს ესტუმრება. პედანტური მთვარე. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ
ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებლია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ. კარგია სახლის, პირადი ნივთების დალაგება. ჯანსაღი საკვების მიღება. დღის რეჟიმის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება, პილინგი, ფიტოთერაპია.

ცუდია - მუცლის პლასტიკა, მუცლის ღრუში ქირურგიული ჩარევა. წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება. მუცლის ვარჯიშების შესრულება.

18 ივნისი, 12:53-დან მთვარე სასწორში იქნება. ესთეტიკური მთვარე. ქალს სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი უჩნდება. ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. მოუფრთხილდით თირკმლებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.

პლუსი - ესტუმრეთ კოსმეტოლოგს. გაიკეთეთ მანიკიური და სახის მკვებავი ნიღბები.
მინუსი - მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს.

20 ივნისი, 15:58-ზე მთვარე მორიელში გადაინაცვლებს. ემოციური მთვარე. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას. კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები.

პლუსი - კონტრასტული შხაპი, სულიერი პრაქტიკები, კანის გაახალგაზრდავება, მეზოთერაპიის სეანსი.
მინუსი - არ ჩაერიოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობაში. აგრეთვე, საშარდე ბუშტის სისტემაში. არ ესტუმროთ გინეკოლოგს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93