ვერძი
საქმეების მოგვარებას მას შემდეგ შეუდექით, როცა ყველა ინფორმაცია და ცოდნა გექნებათ. კვირის ბოლო ოჯახური დღესასწაულების მოწყობას დაუთმეთ. და მაქსიმალურად მოსიყვარულე იყავით საყვარელი ადამიანის მიმართ. მარტოხელები მოწყენილობისგან შეიძლება ყოფილებს შეეხმიანოთ.
კვირის საუკეთესო დღე: 21, 24 ივნისი.
კურო
მოულოდნელი და სასიამოვნო შეხვედრების კვირაა. ან ძველი კავშირის აღდგენას გადაწყვეტთ, ან ახალი ემოციების გამოცდა მოგინდებათ. უქმეებზე შეეხმიანეთ მშობლებს. კვირას მეგობრებთან ერთად მოწყობილი პიკნიკი ძალების აღდგენში დაგეხმარებათ.
კვირის საუკეთესო დღე: 23, 26 ივნისი.
ტყუპი
რომანტიკული თავგადასავლების განწყობაზე ხართ, მაგრამ კავშირის გასერიოზულება არ გსურთ. მოერიდეთ, ზედაპირულ ურთიერთობას, გულის იარები რომ არ დაგიტოვოთ. ხშირად მიეცით თავს დასვენების უფლება. უქმეებზე საოჯახო ვალდებულებების შესრულებას ვერსად გაექცევით.
კვირის საუკეთესო დღე: 24, 25 ივნისი.
კირჩხიბი
კორექტული უნდა იყოთ, რომ თქვენმა ნათქვამმა გული არავის ატკინოს. ნუ ჩაიკეტებით შინ, იყავით სოციალურად აქტიური. სასიყვარულო პარტნიორი თქვენგან ელოდება მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას. დაძლიეთ სიამაყე და აქტიურად იმოქმედეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 26, 27 ივნისი.
ლომი
ჩანაფიქრების განხორციელების დრო გეწყებათ. თუ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ, შეცვალეთ ტაქტიკა და გააგრძელეთ ბრძოლა. გაფრთხილდით ახალგაცნობილებთან. მიაქციეთ მეტი ყურადღება კვებას. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით.
კვირის საუკეთესო დღე: 22, 24 ივნისი.
ქალწული
მეგობრებთან შეხვედრების, იდეების განხორციელების დრო გეწყებათ. შეიტანეთ სიახლე ბინაში, ინტერიერში. უქმეები მშობლებთან ერთად გაატარეთ. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, ვინც თქვენი გულის მოგებას შეეცდება.
კვირის საუკეთესო დღე: 22, 25 ივნისი.
სასწორი
მოგზაურობა და ახალი შთაბეჭდილებები გელით. მოგინდებათ პროფესიონალიზმის მომატება. სამსახურის საქმეების გამო ნუ დაივიწყებთ ოჯახს. ყველა სირთულეს საყვარელი ადამიანის მხარდაჭერით გაუმკლავდებით.
კვირის საუკეთესო დღე: 21, 24 ივნისი.
მორიელი
გადაწყვეტილებები სწრაფად და სწორად უნდა მიიღოთ. საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობისა და დასვენების შესაძლებლობა მოგეცემათ. გამონახეთ დრო სწავლისა და შთაბეჭდილებების მისაღებად. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ უცხოელებთან.
კვირის საუკეთესო დღე: 23, 26 ივნისი.
მშვილდოსანი
სამსახურშიც და პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად უნდა გამოავლინოთ ინიციატივა. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან. მოერიდეთ ავანტიურას. განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში.
კვირის საუკეთესო დღე: 24, 25 ივნისი.
თხის რქა
პუნქტუალური და დაკვირვებული უნდა იყოთ. ნუ გგონიათ, რომ უსიამოვნებებს სწრაფად გაუმკლავდებით. მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ. ემოციურად რეაგირებთ საყვარელი ადამიანის სიტყვებზე, რამაც შეიძლება უსიამოვნება მოგიტანოთ. მარტოხელებს გაქვთ შანსი, რომ მიიპყროთ სასურველი მამაკაცების ყურადღება.
კვირის საუკეთესო დღე: 26, 27 ივნისი.
მერწყული
საქმეებით დატვირთული კვირა გეწყებათ. ყველაფერი უნდა მოასწროთ, შემოქმედებითი იდეების განხორციელებაც კი. თუმცა, დასვენებას და საყვარელ ადამიანთან დროის გატარებას ნუ დაივიწყებთ. უქმეები ბუნებაში დასვენებას, ძალების აღდგენას დაუთმეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 22, 26 ივნისი.
თევზები
მოთოკეთ ემოციები, მოერიდეთ კონფლიქტურ და გაუგებარ სიტუაცებს. უქმეებზე რომანტიკული შეხვედრების პერიოდი დაგიდგებათ. მარტივად დაახვევთ თავბრუს სიმპათიის ობიექტს. დაწყვებულებმა დასვენების დღეები ერთად, სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 22, 24 ივნისი.