ვერძი
მოიმატებს რომანტიკული განწყობა და მომართული იქნებით სასიყვარულო თავგადასავლებისთვის. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, ჩაერთეთ სპორტულ აქტიურობაში. სურვილი გაგიჩნდებათ, მონაწილეობა მიიღოთ კონკურსებში და გამარჯვების შანსიც გაქვთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება შვილებთანაც. მთავარია, თავად მოინდომოთ მათთან დამეგობრება. შეადგინეთ გრაფიკი, რომლის მიხედვითაც იმოქმედებთ. არც საქმეები “დაგავიწყდებათ“, ვალდებულებების შესრულებასაც შეძლებთ და დასვენებასაც. არ გადაიღალოთ ფიზიკურად. სხვა მხრივ, საფრთხე არ გემუქრებათ, თუ სასიყვარულო თემებშიც აკურატულობას დაიცავთ.
კურო
მოიმატებს ემოციურობა და შეიძლება მელოდრამის ყურების დროსაც კი ცრემლები გადმოგცვივდეთ. იყავით მეტად ორიენტირებული საოჯახო საქმეებზე, ბინის გალამაზებასა და კეთილმოწყობაზე. განაახლეთ ინტერიერი ბინაში. ეცადეთ, რომ გარშემო მხოლოდ საიმედო ადამიანები გყავდეთ, ვის გვერდითაც თავს კომფორტულად გრძნობთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით და შეიძლება ოჯახის წევრმა, ნათესავმა გაგაცნოთ საბედო. მომართული იქნებით საოჯახო საქმეებზე, მოგინდებათ ბინაში ინტერიერის შეცვლა, ავეჯის გაახლება. კარგი იქნება აქტიურობა ზამთრისთვის მარაგის მოსამარაგებლადაც. გამონახეთ საერთო ენა გარშემო მყოფებთან. მოიკითხეთ დიდი ხნის უნახავი ნათესავები. ჩაიტარეთ პროფილაქტიკური მკურნალობა, თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ. არ გირჩევთ ცივ წყალში ბანაობას.
ტყუპი
გახშირდება სასიყვარულო მიმოსვლა და მიმოწერა. მარტოხელებს მიგიზიდავთ ადამიანები, რომლებიც არიან ნაკითხები, განათლებულები და სასიამოვნოდ მოსაუბრეები. თუმცა, აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ყურადღებით იყოთ, ადამიანი შეიძლება აფერისტი გამოდგეს და ლამაზი საუბრით დაგახვიოთ თავბრუ. დაქორწინებულები გაფრთხილდით, რომ გარშემო მყოფების ჭორების გამო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. მოერიდეთ წვრილმანების გამო ახლობლებთან კამათს. დაზოგეთ ენერგია მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. მოერიდეთ ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულებას, თორემ თვის ბოლოს გამოფიტულად იგრძნობთ თავს. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან, მომატებულია ტრავმების ალბათობა.
კირჩხიბი
ისწავლეთ საკუთარი თავის სიყვარული, მუდამ სხვების გაბედნიერებაზე ნუ ხართ ორიენტირებული. თუმცა ოჯახის წევრებისთვის საჩუქრების შეძენას ამ თვეში უფრო ეცდებით. შუა ივლისში შანსი მოგეცემათ, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. კარგი პერიოდია ბინისთვის ლამაზი ნივთების შესაძენად. ზოგიერთმა შეიძლება ან სარფიანი საქმიანი ხელშეკრულება გააფორმოთ, ან დაქორწინება გადაწყვიტოთ. გამორიცხული არაა, რომ ახალი ვალდებულებები მოგემატოთ. მეტად იზრუნოთ ოჯახის წევრების ან შინაური ცხოველების ჯანმრთელობაზე. ისწავლეთ სტრესთან გამკლავება. მუდმივმა დაძაბულობამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ.
ლომი
ივლისში მოგინდებათ, რომ მაქსიმალურად მიმზიდველად და მდიდრულად გამოიყურებოდეთ. ზოგიერთმა შეიძლება შეიძინოთ ბრენდული სამოსი, აქსესუარები, შეიცვალოთ იმიჯი. მოგინდებათ, პირადი ურთიერთობის გაუმჯობესება. განსაკუთრებით, მარტოხელები იქნებით მობილიზებულები, რომ დაწყვილდეთ. არ გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა გარშემო მყოფებთან და არც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. დაწყვილებულებმა ლაღად გამოხატეთ გრძნობები; იყავით რომანტიკული, თბილი და ტკბილი საყვარელი ადამიანის მიმართ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გააქტიურდებიან მოშურნეები. მაგრამ ეცადეთ, საკუთარი პოზიცია დიპლომატიურად დააფიქსიროთ. არ გირჩევთ ემოციებს აყოლას. რაც შეეხება ჯანმრთელობას, მეტი იარეთ ფეხით, სუფთა ჰაერზე.
ქალწული
რომანტიკა და თავგადასავლები მოგინდებათ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. ეცადეთ, სიყვარულის სახელით მსხვერპლად არავის შეეწიროთ. არავის მისცეთ უფლება, რომ დაარღვიონ თქვენი პირადი სივრცე. მარტოხელები აქტიურად იქნებით დაკავებულები მეწყვილის ძიებით, მაგრამ შეიძლება ეს ფარული კავშირების ძიება იყოს ან ნაცნობობა ინტერნეტით გააბათ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემო მყოფები გზღუდავენ, რაღაცით შეზღუდული ხართ. იყავით ადეკვატური, დააკვირდით დეტალებს. ეცადეთ, არაფერზე ინერვიულოთ. სტრესი და განცდები ფსიქოლოგიურ სირთულეებს შეგიქმნით. შეიძლება დეპრესიაც კი დაგმართოთ.
სასწორი
ნუ გაგიკვირდებათ, თუ მეგობართან ან საერთო ინტერესების მქონე ადამიანთან მოგიდებათ რომანის გაბმა. თუ საიდუმლო ჯგუფში ხართ გაწევრიანებული, შეიძლება იქაც მონახოთ სასიყვარულო პარტნიორი. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა სამეგობრო წრიდან ან ჯგუფიდან, სადაც თანამოაზრეებთან ერთად ხართ ჩართული. გახშირდება მეგობრული შეხვედრები. მოგინდებათ მათთან ერთად იდეების განხორციელება. ეცადეთ, გარშემო მყოფების სურვილების განხორციელებით იმოქმედოთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ეცადეთ, ფიზიკურად აქტიური იყოთ, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
მორიელი
აქტიური და ენერგიული ხართ, მაგრამ ეცადეთ, აგრესიულობაში არ გადაგივიდეთ. წარმატებას დიპლომატიურად უნდა მიაღწიოთ და არა სხვისი დაზარალებით. კარგი იქნება, თუ სპორტში მოსინჯავთ ძალებს. თუ დაღლილობას იგრძნობთ, შეცვალეთ ცხოვრების წესი. ყველა საშუალება გექნებათ, რომ მიაღწიოთ სასურველ მიზანს, დაწინაურდეთ, მიაღწიოთ სოციალურ წარმატებას. ზოგს შეიძლება მოგემატოთ ხელფასი, შემოსავალი. ზოგმა შეიძლება გავლენიან ადამიანზე გადაწყვიტოთ დაქორწინება ან სამსახურში გააბათ რომანი.
მშვილდოსანი
ივლისში ყველას დამცველი იქნებით. დიპლომატიურად დაიცავით თქვენი უფლებები, მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. გირჩევთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ ეგზოტიკური საკვებისა და ალკოჰოლის მიმართეთ. ყველა პირობა გაქვთ, რომ პირადი ცხოვრება მოიწესრიგოთ, გაიუმჯობესოთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. ზოგიერთმა შეიძლება რომანი უცხოელთანაც კი გააბათ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობაც. ფული შეიძლება ან სასიყვარულო პარტნიორისგან მიიღოთ, ან უცხოეთიდან.
თხის რქა
მომატებულია სექსუალურობა და ემოციურობა. გაგიჩნდებათ სურვილი, გაიჩინოთ სექსუალური პარტნიორი. გაფრთხილდით, ზედმეტი ემოციურობა და ეჭვიანობა დაძაბულობასა და სიძულვილში არ გადაიზარდოს. თვის ბოლოს მოიმატებს კრიზისული სიტუაციები ფულთან და პარტნიორულ ურთიერთობაში. მოსალოდნელია დრამა და თეატრალურობა. არ გადატვირთოთ ორგანიზმი სტრესით, ფიზიკურად. მუდმივად გამონახეთ დრო დასვენებისთვის. მოუფრთხილდით ფიზიკურ ძალას, სექსუალურ ემოციას. თუ ექსტრემალური სპორტით ხართ დაკავებული, უნდა გაგაფრთხილოთ, მომატებულია ტრავმულობა და გაფრთხილდით.
მერწყული
სასიყვარულო პარტნიორთან დამოკიდებულება იქნება ივლისის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა. ნუ მოგერიდებათ რომანტიკული ემოციების, გრძნობების გამოხატვა. საყვარელი ადამიანი გაანებივრეთ საჩუქრებით, რომანტიკული სიურპრიზებით. მარტოხელებს გაქვთ ყველა შანსი, რომ დაწყვილდეთ. გააქტიურდით სოციალურ ქსელებში, გაცნობის საიტებზე. საყვარელი ადამიანი ულევი ენერგიით აგავსებთ. შეიძლება საყვარელ ადამიანთან ერთად დაიწყოთ ვარჯიში, მკურნალობის კურსი. შეიძლება ერთად გაემგზავროთ დასასვენებლად. გირჩევთ, დაიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი. ივარჯიშოთ, მიირთვათ ახალი, ნატურალური პროდუქტები.
თევზები
იყავით დაკვირვებული მუშაობისას. ყველგან - სახლშიც, სამსახურშიც გადაამოწმეთ დეტალები. შუა თვიდან კი მეტი დრო უნდა დაუთმოთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას. იზრუნეთ მის ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობაზე. საყვარელი ადამიანისგანაც მიიღებთ სითბოსა და მზრუნველობას. მოგინდებათ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვა. მეტი ყურადღება გმართებთ, თუ თქვენი მუშაობა დეტალებთან, ინსტრუმენტებთანაა დაკავშირებული. ზოგიერთმა შეიძლება დამოუკიდებლად გადაწყვიტოთ მუშაობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შინიდან იმუშაოთ.