ყველა რთული დღეები და უსიამოვნება ივნისში დავტოვოთ და მზიან ივლისს შევეგებოთ. სურვილების ასრულება, კარიერული მწვერვალების დაპყრობა და სასიყვარულო თავგადასავლები გველის.
როგორი იქნება ივლისის მთვარის კალენდარი?
რეტროგრადული მერკური უკან მოვიტოვეთ. ნელ-ნელა დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას. ყველაფერი, რაც ივნისში წარსულიდან დაგვიბრუნდა, ცოტა ხნით ჩვენ გვერდით დარჩება, რათა გავერკვეთ და მოვაგვაროთ. ყველაფერს, რაც აღარ გვჭირდება, უნდა დავემშვიდობოთ და ახალს დავუთმოთ ადგილი.
ივლისის კალენდრის მთვარის ფაზები
პირველი - 9 ივლისი - რეტროგრადული მერკური რეტროგრადულმა ნეპტუნმა ჩაანაცვლა. ასტროლოგიაში ნეპტუნი შემოქმედების, წარმოსახვის, ოცნებების, ქიმიური და მათრობელა საშუალებების მფარველია. შეიძლება ზოგიერთს რეალობიდან გაქცევა მოუნდეს. თუმცა, კარგი იქნება შემოქმედებითი იდეების განხორციელება. ნუ იქნებით დაბნეული და გულმავიწყი. ნეპტუნი სიზმრებსაც განაგებს, დააკვირდით მათ (უმჯობესია, ჩაიწეროთ), შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე ძილში მიიღოთ პასუხი.
10 ივლისი - ახალმთვარეობას ველოდებით კირჩხიბის ზოდიაქოში, 13:22-ზე. კირჩხიბი არის ინტუიციური, მზრუნველი, ემოციური, პერიოდულად ჭირვეული. გირჩევთ, უყუროთ მელოდრამატულ სერიალებს, წაიკითხოთ საყვარელი წიგნები, ხანდახან ტირილიც კარგი იქნება. აუცილებლად გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან. თუ სტუმრად წასვლას დააპირებთ, ყვავილები და ნამცხვარი გაიყოლეთ. ფურცელზე ჩამოწერეთ კარგად შესრულებული დავალება და თვალსაჩინო ადგილზე ჩამოკიდეთ, ყოველდღე უნდა გახსოვდეთ თქვენი გამარჯვება.
11-23 ივლისი - მზარდი მთვარე. მოიმატებს ენერგია, კარგი საქმეების კეთების სურვილი. დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები, გააფორმეთ ხელშეკრულებები. პოზიტიურად გაუმკლავდებით სირთულეებს. იყავით ფიზიკურადაც აქტიური: კარგია ფეხით სიარული, ცურვა, ველოსიპედი და გორგოლაჭები.
24 ივლისი - სავსემთვარეობას ველოდებით მერწყულის ზოდიაქოში, 03:36-ზე. მერწყულის მმართველი პლანეტა ურანია, მოულოდნელობებისა და რევოლუციების მფარველი და გირჩევთ, მზად იყოთ მოვლენების უჩვეულო განვითარებისთვის. რაც უფრო დიპლომატიური, ღიმილიანი და მშვიდი იქნებით, მით მარტივად გადაიტანთ ამ სავსემთვარეობას. მოიმატებს ურთიერთობის სურვილი. მგზავრობას არ გირჩევთ. მზრუნველობა გმართებთ ახლობლების მიმართ. მეტად გამოავლინეთ თქვენი სიყვარული.
25-31 ივლისი - კლებადი მთვარის პერიოდი. უნდა მიიღოთ შედეგი შესრულებული საქმისგან. ამ პერიოდში კარგია მავნე ჩვევებთან დამშვიდობება, უსარგებლო ნივთების მოცილება. კარგია დიეტის დაწყება. ნუ მიატოვებთ დაუსრულებელ საქმეებს.
ივლისის კარგი დღეები
ივლისში ყველაზე კარგი დღეებია: პირველი, 2, 4, 7, 8, 11, 20, 28-31. ყველა მნიშვნელოვანი საქმე ამ რიცხვებში დაგეგმეთ.
კარგი დღეები თმის შესაჭრელად: 6, 7, 8, 14, 18, 21 და 31 ივლისი.
კარგი დღეები კოსმეტიკური პროცედურებისთვის: 9, 12, 14, 22 და ივლისი.
კარგი დღეები საყიდლებისთვის: პირველი, 4, 14, 15, 22 და 30 ივლისი.
კარგი დღეები მგზავრობისთვის: პირველი, 4-8, 11, 13-17, 20, 21, 27 და 31 ივლისი.
კარგი დღეები დღესასწაულის მოსაწყობად: 4, 12, 16, 17, 20, 23 და 24 ივლისი.