ვერძი
დაუვიწყებელი შთაბეჭდილებებს კვირა დაგიდგათ. მზად იყავით მოულოდნელობებისთვის. სამსახურში დაიწყეთ ახალ პროექტებზე მუშაობა, ახალი იდეების განხორციელება. ზოგიერთს ან მივლინება გელით, ან შვებულება.
კვირის საუკეთესო დღე: 17 ივლისი
კურო
გაფრთხილდით მგზავრობისას. მუშაობისას იყავით აქტიური და თავდაჯერებული. მარტივად გაუმკლავდებით რთულ დავალებებს. გადაწყვიტეთ, რისი მიღწევა გსურთ და გააქტიურდით გამარჯვებისთვის.
კვირის საუკეთესო დღე: 13, 15 ივლისი
ტყუპი
შეხვედრების, გადაადგილებები, კონტაქტების კვირაა. რომანტიკული ნაცნობობა გელით მგზავრობისას. დასახეთ მიზანი ზოგიერთს ლიდერის თვისებების გამოვლა მოგიწევთ. იზრუნეთ დამატებითი შემოსავლის მოპოვებაზე.
კვირის საუკეთესო დღე: 17 ივლისი
კირჩხიბი
კონფლიქტური სიტუაციები მშვიდად მოაგვარეთ. რომანტიკული კვირა გელოდებათ. საჩუქრებისა და სიურპრიზების. შეხვდით მეგობრებს, უმასპინძლეთ მათ სახლში. იმხიარულეთ. სამსახურში კი მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, შესაძლებლობები.
კვირის საუკეთესო დღე: 14 ივლისი
ლომი
მოიცალეთ განმარტოების, სიმშვიდეში ფიქრისთვის. გააანალიზეთ საკუთარი შეცდომები. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. უქმეები მშვიდ გარემოში გაატარეთ, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.
კვირის საუკეთესო დღე: 15 ივლისი
ქალწული
საოჯახო საქმეებში ოჯახის წევრები დაიხმარეთ. რთულ საქმეებსაც მარტივად გაუმკლავდებით და კონფლიქტებსაც მარტივად მოაგვარებთ. უქმეები რომანტიკულად გაატარეთ. მეტად იზრუნეთ პირად ჯანმრთელობაზე.
კვირის საუკეთესო დღე: 16, 17 ივლისი
სასწორი
კარგი კვირა ელით მწერალ, მთარგმნელ სასწორებს. მოსალოდნელია შემოქმედებითი იდეების განხორციელება, მივლინება. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას სასიყვარულო პარტნიორთან. ნუ ენდობით ადამიანს, ვინც ბროლის კოშკებს აგიგებთ.
კვირის საუკეთესო დღე: 17 ივლისი
მორიელი
დაკავდით სახლის თემებით, შეცვალეთ ინტერიერი, გადააადგილეთ ავეჯი. სამსახურში დაიწყეთ ახალ პროექტებზე მუშაობა, დაკვირვებით. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ და შეიძლება თქვენი ინტერესის ობიექტი უცხოელი გახდეს.
კვირის საუკეთესო დღე: 15 ივლისი
მშვილდოსანი
რომანტიკული თავგადასავლების პერიოდი დაგეწყოთ. თვალსაწიერის გაფართოება და საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით. მატერიალური საკითხის გასაუმჯობესებლად დამატებითი შემოსავლის წყარო მოიძიეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 15 ივლისი
თხის რქა
დაკვირვებული იყავით ახალი კოლეგების, პარტნიორების მიმართ. ახალი საქმეები მხოლოდ გამოცდილ ადამიანებთან ერთად უნდა დაიწყოთ. უქმეები მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ, მხიარულად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 12 ივლისი
მერწყული
მეგობრებთან, თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ ახალი თემები, პროექტები. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას, ყველაფერი გათვლილი უნდა გქონდეთ. იყავით გულუხვი საყვარელი ადამიანის მიმართ. ის აფასებს თქვენს მხარდაჭერას.
კვირის საუკეთესო დღე: 12 ივლისი
თევზები
სასიამოვნო ცვლილებების პერიოდია, მოაწესრიგეთ სამუშაო გარემო და განახორციელეთ ახალი იდეები. ჩაერთეთ საინტერესო პროექტებში. უქმეები რომანტიკული შეხვედრებისთვის გამოიყენეთ. დაქორწინებულებს მხიარული თავგადასავლები გელით.
კვირის საუკეთესო დღე: 16 ივლისი